https://sputnik-georgia.com/20210701/TbilisSi-seqsualuri-umciresobebis-winaaRmdeg-gamarTul-aqciaze-Jurnalistebi-daSavdnen-252187190.html
თბილისში სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჟურნალისტები დაშავდნენ
თბილისში სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჟურნალისტები დაშავდნენ
Sputnik საქართველო
დემონსტრანტები ცდილობენ ჩაშალონ ღონისძიება, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა უფლების დამცველებმა მოაწყვეს. 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T18:51+0400
2021-07-01T18:51+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24587/57/245875785_0:63:1200:742_1920x0_80_0_0_538f2b1b257bcf3dde0beff97aef1c80.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კინოჩვენება, რომლითაც უნდა გაიხსნას თბილისში ლგბტ-ს საზოგადოების უფლებების დამცველთა ღონისძიებების კვირეული, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს - დემონსტრანტები ღონისძიების ჩაშლას ცდილობენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილი-პრაიდმა“ სექსუალური უმცირესობების მიმართ სოლიდარობის კვირეული დაიწყო, რომელიც დედაქალაქის ცენტრში 5 ივლისს „ღირსების მარშით“ დასრულდება.აქციის მონაწილეები თავიდან შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, შემდეგ კი მათ ქვები დაუშინეს იმ შენობას, სადაც ღონისძიება უნდა გაიმართოს. ზოგიერთი ქვა ჟურნალისტებს მოხვდათ.ამ დროისთვის ადგილზე პრაიდის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაა.პოლიცია შეკრებილების დაშოშმინებას ცდილობს და მოუწოდებს მათ დატოვონ ადგილი, თუმცა აგრესიულად განწყობილი ჯგუფები სამართალდამცველებს არ ემორჩილებიან. პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო ჩატარება და თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.ღონისძიებების წინააღმდეგ და მათი აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან ასევე კონსერვატიული რადიკალური ორგანიზაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით ღონისძიების ჩაშლას აპირებენ.ამასთან, ლგბტ-თემის დაცვის კვირეულმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. ღონისძიებებს მხარს უჭერენ ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი.
https://sputnik-georgia.com/20210701/saxalxo-damcveli-xelisuflebas-Rirsebis-marSis-dacvisken-mouwodebs-252184771.html
https://sputnik-georgia.com/20210629/gardauvali-SfoTi-sapatriarqo-Rirsebis0marSTan-dakavSirebiT-gancxadebas-avrcelebs-252165680.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24587/57/245875785_8:0:1200:749_1920x0_80_0_0_d439013e14c8ad68ad43c6677090db46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისში სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჟურნალისტები დაშავდნენ
18:51 01.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) დემონსტრანტები ცდილობენ ჩაშალონ ღონისძიება, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა უფლების დამცველებმა მოაწყვეს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კინოჩვენება, რომლითაც უნდა გაიხსნას თბილისში ლგბტ-ს საზოგადოების უფლებების დამცველთა ღონისძიებების კვირეული, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს - დემონსტრანტები ღონისძიების ჩაშლას ცდილობენ, იუწყება
Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილი-პრაიდმა“ სექსუალური უმცირესობების მიმართ სოლიდარობის კვირეული დაიწყო, რომელიც დედაქალაქის ცენტრში 5 ივლისს „ღირსების მარშით“ დასრულდება.
აქციის მონაწილეები თავიდან შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, შემდეგ კი მათ ქვები დაუშინეს იმ შენობას, სადაც ღონისძიება უნდა გაიმართოს. ზოგიერთი ქვა ჟურნალისტებს მოხვდათ.
ამ დროისთვის ადგილზე პრაიდის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაა.
პოლიცია შეკრებილების დაშოშმინებას ცდილობს და მოუწოდებს მათ დატოვონ ადგილი, თუმცა აგრესიულად განწყობილი ჯგუფები სამართალდამცველებს არ ემორჩილებიან. პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.
შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო ჩატარება და თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.
ღონისძიებების წინააღმდეგ და მათი აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან ასევე კონსერვატიული რადიკალური ორგანიზაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით ღონისძიების ჩაშლას აპირებენ.
ამასთან, ლგბტ-თემის დაცვის კვირეულმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. ღონისძიებებს მხარს უჭერენ ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი.