უკრაინა ოცდაათი წლის შემდეგ: არჩევანის პრობლემა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიკიევი არჩევნების წინ
კიევი არჩევნების წინ  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ზელენსკის განცხადებაზე, რომ უკრაინას ძალიან ბევრი ფული და დრო სჭირდება არსებობის ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის, მერკელმა თქვა, რომ ფული არ იქნება...
როსტისლავ იშჩენკო
ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელი ცდილობდა რაც შეიძლება თავაზიანად აეხსნა ადგილობრივი პუბლიკისთვის, რომ უკრაინა დასავლეთისთვის არანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს, რომ ეს გერმანიის (ანუ ევროკავშირის) კონსენსუსური პოზიციაა აშშ-თან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიდენის შეწუხება იმ სისულელეებით, რომლებიც სულ ახლახან უამბო ზელენსკიმ, უაზრობაა... ეს არის კიდეც კიევის ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული 30-წლიანი ჯიუტი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი.
ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრე მოქალაქე კიევში - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
პოლიტიკური და საკრედიტო კაბალა: რა მოუტანა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირებამ
ზელენსკის განცხადებაზე პასუხად, რომ უკრაინას ძალიან ბევრი ფული და დრო სჭირდება იმისთვის, რომ არსებობის ახალ პირობებს მოერგოს, მერკელმა ღიად განმარტა, რომ ფული არ იქნება, მხარდაჭერა არ იქნება, ტრანზიტის გარანტია არ იქნება. დასავლეთი აპირებს მწვანე ტექნოლოგიების უკრაინაში დანერგვას, ოღონდ მხოლოდ იმიტირებით და თანაც 2024 წლის შემდეგ. როგორ იცხოვრებს უკრაინა — ეს არავის აღელვებს.
კიევისთვის უკვე ტრადიციულად ქცეული რუსეთთან ომით დასავლეთის შანტაჟიც ვეღარ გამოვა. კრემლის მხრიდან ომის საშიშროების აღნიშვნის მცდელობაზე კანცლერის რჩევა იყო – მინსკის შეთანხმებების შესრულება. სწორედ იმ შეთანხმებისა, რომლის გადაწერასაც თავის სასარგებლოდ აპირებდა კიევი დასავლეთის დახმარებით.
ეს იყო სრული ჩავარდნა ყველა პუნქტში. დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ დასავლეთი პატარა მოლდავეთისა და სომხეთის პრობლემებით უფრო შეწუხებულია, ვიდრე ოდესღაც უზარმაზარი და მდიდარი უკრაინისა. როგორ მოხდა ეს? და რატომ ვერ შენიშნეს უკრაინის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, როგორ მივიდნენ ასეთ ცხოვრებამდე, რომლებიც დღემდე მიიჩნევენ თავს სამყაროს ცენტრად თუ არა, მინიმუმ, ევროპის ცენტრად მაინც, რომლის გარშემოც ცეკვავს გლობალური პოლიტიკა.

საიდან მოვიყვანოთ უკრაინელები?

პრობლემა იდეის სიმტკიცეშია, რომელიც უკრაინულ სახელმწიფოს უდევს საძირკვლად. ქვეყანაში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობდა, ასევე რუსულმა ხელისუფლებამ უეცრად ეთნოკრატიული უკრაინული „დერჟავის“ შენება გადაწყვიტა. იარაღად უკრაინელი ნაციონალისტების იდეოლოგიური პროექტები აიღეს, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ჩავარდა. ისინი იმიტომაც ჩავარდა, რომ მოსახლეობის უმეტესობის ინტერესებსა და შეხედულებებს არ პასუხობდა.
ჩამოფერთხეს რა მტვერი ავსტრიის დაზვერვის მიერ 1914-1918 წლებში ჩამოყალიბებულ იდეებსა და ასევე 1933-45 წლების გერმანული რაიხის უშიშროების სამსახურის მიერ დამუშავებულ მოსაზრებებს, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ამ მყიფე ფუნდამენტზე დაიწყეს „ერის შექმნა“.  
უკრაინის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
მიხაილ ხაზინი: უკრაინის ელიტა ქვეყანაზე არ ფიქრობს
მეტი საიმედოობისთვის კონსულტანტებად მოიწვიეს უკრაინული ემიგრაციის შთამომავლები, რომლებიც კანადაში სამუშაოდ ჯერ კიდევ ავსტრია-უნგრეთიდან წავიდნენ, ასევე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გაქცეული კოლაბორაციონისტების შთამომავლები, რომლებიც ჰიტლერულ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს ხალხი არ აღიარებს უკრაინის ისტორიას რუსეთის ისტორიის ნაწილად. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა არაფერი არ არსებობდა, ისინი არ მალავდნენ განზრახვას, რომ „უკრაინული ისტორიული მითის“ შექმნასა და მის ბაზაზე უკრაინული ნაციის ჩამოყალიბებას გეგმავდნენ.
შეიძლება მითხრან, რომ საბჭოთა მონაცემებით, სსრკ-ის დაშლის მომენტისთვის უკრაინაში მცხოვრები 51,5 მლნ კაციდან დაახლოებით 70% ეთნიკური უკრაინელი იყო. მაგრამ საბჭოთა მონაცემებით კომუნიზმი 1980 წლისთვის უნდა დამდგარიყო.
სინამდვილეში კი იმას, რომ უკრაინელებად ჩაწერილების უმეტესობა დე ფაქტო რუსები იყვნენ, თავად უკრაინელობის შემქმნელები მოწმობენ. უკრაინის პირველ ორ პრეზიდენტს — კრავჩუკსა და კუჩმას უყვარდათ გრაფ კავურის იტალიისა და იტალიელების შესახებ ცნობილი მაქსიმას გამეორება–პერიფრაზირება: „ჩვენ შევქმენით უკრაინა, ახლა საჭიროა შევქმნათ უკრაინელები!“ ანუ ისინი დე ფაქტო აღიარებდნენ, რომ უკრაინული ერი, თითქოსდა რომლის ინტერესებშიც იქმნებოდა  უკრაინული სახელმწიფო, ჯერ არ არსებობდა. უკრაინელები უნდა შეექმნათ.

რა ენა?

უკრაინელობისთვის ბაზის არარსებობა ენობრივ პოლიტიკაშიც იკითხება. 90-იანებში რუსული ენის გამოყენების სფეროს შეზღუდვისა და ერთადერთი უკრაინული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების მომხრეები ღიად ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე უკრაინული ენა მოკვდებოდა. და ეს სიმართლე იყო. უკრაინის სსრ-ში უკრაინული ენა ფუნქციონირებდა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მას სახელმწიფო უჭერდა მხარს (უკრაინული სკოლები, უკრაინული ენისა და ლიტერატურის აუცილებელი სწავლება რუსულ სკოლებში).
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
მოსაზრება: რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება უკრაინის სტაბილურობის უზრუნველყოფას?
ამასთან, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფიქრობდა და ლაპარაკობდა რუსულად. ანუ „სატიტულე“ ერის არსებობა მისთვის შექმნილ სახელმწიფოში იმდენად ფრაგმენტული და უმნიშვნელო იყო, რომ მისი ვითომდა თანდაყოლილი ენაც კი ფაქტობრივად მკვდარი იყო.
უკრაინული ენის განვითარების ისტორია დამოუკიდებლობის შემდეგაც კი ადასტურებს მის რეალურ არარსებობას. საქმე ისაა, რომ უკრაინული ენა, რომელიც ბოლშევიკებმა შექმნეს პოლტავური დიალექტის საფუძველზე და რომელიც უკრაინის სსრ-ში გამოიყენებოდა, ფაქტობრივად თანდათან გაუქმდა „უკრაინელიზატორების“ მიერ, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინულ და რუსულ ენებს შორის განსხვავება მისი პოლონიზაციის, გერმანიზაციისა და გალიციზაციის მეშვეობით გაეძლიერებინათ. როგორც შედეგი – ნორმა, რომელიც უსსრ-ში გამოიყენებოდა, გაქრა, ახალი კი არ გაჩენილა. უკრაინა სოფლელი „სურჟიკების“ ქვეყნად იქცა, რომელშიც ენობრივი ნორმის სტატუსზე პრეტენზია ცენტრალური უკრაინის მოსახლეობისთვის ადაპტირებულ რამდენიმე დასავლურ დიალექტს აქვს. ანუ, არ არსებობს არა მარტო ერთიანი უკრაინელი ხალხი, არამედ ერთიანი უკრაინული ენაც. თავად ნაციონალისტებმაც კი, იმ მეთოდის აღწერისას, რომლის დახმარებითაც უნდა შექმნილიყვნენ უკრაინელები, წამოაყენეს ლოზუნგი: „მოკალი შენში რუსი!“ ე.ი. სანამ უკრაინაში მცხოვრები რუსი საკუთარ თავში თავს არ ჩაიკლავს, უკრაინული ნაცია ვერ შეიქმნება. განა ეს არ არის იმის მტკიცებულება, რომ რუსები დე ფაქტო შეადგენდნენ უკრაინის უმრავლესობას?

ეს საბედისწერო შეცდომა იყო

ასე რომ, რუსების ისტორიულ საცხოვრებელ ტერიტორიაზე, რუსებისგან შემდგარი მთავრობა, ეყრდნობა რა თავისი და ასევე კონსულტანტების უმაქნისობის დამამტკიცებელ თეორიას, ეთნიკური უკრაინული სახელმწიფოს შენებას იწყებს. ეს საბედისწერო შეცდომა იყო.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
მოსაზრება: უკრაინული გაკვეთილები პოსტსაბჭოთა სივრცისათვის
მათ რომ მოქალაქეობის პრინციპით დაეწყოთ სახელმწიფოს შენება, რუსული ენა ხელს არაფერში შეუშლიდა. ისინი უბრალოდ განაცხადებდნენ, რომ უკრაინელები — ეს უკრაინის მოქალქეები არიან, რომელთა უმეტესობა ეთნიკური რუსია. ამიტომ უკრაინა რუსი ხალხის მეორე სამშობლოა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
ამასთან შეიძლებოდა შეენარჩუნებინათ უსსრ-ის ენობრივი პოლიტიკის საფუძვლები, რომელშიც უკრაინული ენა არსებობდა, მაგრამ არავის არ უშლიდა და არ ძაბავდა.
საგარეო პოლიტიკაში ლოზუნგს „შორს რუსეთისგან!“ არანაირი აზრი არ ექნებოდა, რომელიც, დაე, არაოფიციალურად, მაგრამ მაინც განსაზღვრავდა უკრაინის საერთაშორისო აქტიურობის მიმართულებას დამოუკიდებლობის მთელი 30 წლის განმავლობაში.
ქვეყანას შეეძლო თავიდან აეცილებინა დაყოფა და წინააღმდეგობები და მთელი თავისი ენერგია დაეთმო ეკონომიკის განვითარებისთვის. ამის ნაცვლად სახელმწიფო რესურსის დიდი ნაწილი ხელოვნურ (შემდეგ კი ძალადობრივ) უკრაინიზაციაზე, ყველაფერ რუსულთან ბრძოლასა და ბუნებრივი მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორისგან — რუსეთისგან დისტანცირებაზე იხარჯებოდა. ასეთ ფორმატში ნაციონალისტები დაინტერესებული აღმოჩნდნენ იმით, რომ ხელისუფლება ოლიგარქატის ხელში გადასულიყო. თავად ნაციონალისტები სუსტები იყვნენ ორგანიზაციულადაც და რიცხობრივადაც, სამაგიეროდ ჰქონდათ ოლიგარქატისთვის საჭირო იდეა. ამის სანაცვლოდ ოლიგარქატმა, რომელმაც საკუთარ ხელში მოაქცია პოლიტიკური და ეკონომიკური ხელისუფლება, ნაციონალისტური იდეების საზოგადოებაში გავრცელებას შეუწყო ხელი.
უკრაინული გრივნა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
დეფოლტი ახლოსაა: სადამდე მიიყვანა კიევი ანტირუსულმა პოლიტიკამ
ასეთი სახელმწიფო ერთმნიშვნელოვანად ეწინააღმდეგებოდა მოსახლეობის უმეტესობის ინტერესებს და ასევე საკუთარი ეკონომიკის მოთხოვნებს. მას არსებობა მხოლოდ არსებული რესურსის გამოჭმის ხარჯზე შეეძლო. სარესურსო ბაზის შემცირების კვალდაკვალ იზრდებოდა უთანხმოება სხვადასხვა ოლიგარქიულ დაჯგუფებებსა და მათ წარმომადგენელ პოლიტიკოსებს შორის.
ელიტების გახლეჩვას ქვეყნის გახლეჩვა მოჰყვა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით არსებული მებრძოლი დაჯგუფებების ძალები ფაქტობრივად თანაბარი იყო, უკრაინის შიდა პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევა გარდაუვალი გახდა, რამაც განხეთქილება გააღრმავა და სამოქალაქო ომიც გარდაუვალი გახადა.
ამგვარად, უკრაინის მთავარი პრობლემა უკრაინელობის იდეოლოგიაშია. 30 წლის განმავლობაში ავადმყოფობამ ღრმად გაიდგა ფესვი, მეტასტაზებმა მთელი ორგანიზმი დააზიანეს და განკურნების იმედი აღარ არის. ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს „დაკარგული სამოთხე“, უაზრობაა. აუცილებელია ფიქრი იმაზე, რა იქნება შემდგომში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0