https://sputnik-georgia.com/20210818/qarTvelma-arqeologebma-brinkaos-xanis-terasul-nasaxlarSi-antikuri-nivTebi-aRmoaCines-252616994.html
ქართველმა არქეოლოგებმა ჭობარეთის ტერასულ ნასახლარში ბრინჯაოს ხანის ნივთები აღმოაჩინეს
ქართველმა არქეოლოგებმა ჭობარეთის ტერასულ ნასახლარში ბრინჯაოს ხანის ნივთები აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი 2008 წელს ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანისას აღმოაჩინეს, გათხრები კი 2012 წელს დაიწყო. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T21:49+0400
2021-08-18T21:49+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24056/68/240566830_0:12:1999:1142_1920x0_80_0_0_c918a0f448bcb42066fe42c5ed51c12b.jpg
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. ქართველმა არქეოლოგებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭობარეთთან, სატიკნეს გორაზე მდებარე ტერასული ტიპის ნასახლარში ძველებური სამკაულები, ნივთები და ქვის ნაგებობები აღმოაჩინეს, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალი კერამიკული ნაკეთობა, დამახასიათებელი მტკვარი–არაქსის კულტურისთვის (ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 4000-2200 წლები ჩრდილოეთ კავკასიის, ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმდებარე ტერიტორიებზე - რედ.), ძველებური ქვის ხელის წისქვილი, თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ყალიბი, მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმი და სამკაული.განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოჩენა უნიკალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ადრებრინჯაოს ხანის ტრანსკავკასიური კულტურის გავრცელების მთელი არეალისათვის და წარმოადგენს იმდროინდელი მხატვრული და გრაფიკული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს. მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები ადგილზე მოინახულეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და მისმა მოადგილემ ლევან ბერიძემ.ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი 2008 წელს ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს აღმოაჩინეს. ნასახლარის არქეოლოგიური კვლევა 2012 წელს ერთობლივად დაიწყეს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და მელბურნის უნივერსიტეტმა არქეოლოგების კახი კახიანისა და ანტონიო საგონას ხელმძღვანელობით.არქეოლოგიური კვლევები და სამუშაოები ყოველწლიურად სეზონურად 2009 წლიდან ტარდება. არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას ავსტრალიის, საფრანგეთის, მელბურნისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები იღებენ.ბრინჯაოს ხანის ჭობარეთის ტერასული ნასახლარი მთელ საქართველოში იმ დროის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე უნიკალური დასახლებაა თავისი ქვის არქიტექტურითა და არქეოლოგიური მასალით.არსებული არასრული მონაცემებით, მისი სიგრძე დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე 450 მეტრი, ხოლო სამხრეთ-ჩრდილოეთის ხაზზე 250 მეტრია.
https://sputnik-georgia.com/20210808/varZia-espanuri-Forbes-is-yvelaze-STambeWdavi-adgilebis-top-SvideulSi-moxvda-252532373.html
https://sputnik-georgia.com/20210717/sicocxle-da-sikvdili-didebuli-pompei-vanis-muzeumSi-gamofena-sazeimod-gaixsna-252348502.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24056/68/240566830_26:0:1939:1202_1920x0_80_0_0_37f3a82b3c25721ac716db8ac24ef277.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ქართველმა არქეოლოგებმა ჭობარეთის ტერასულ ნასახლარში ბრინჯაოს ხანის ნივთები აღმოაჩინეს
21:49 18.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი 2008 წელს ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანისას აღმოაჩინეს, გათხრები კი 2012 წელს დაიწყო.
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. ქართველმა არქეოლოგებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭობარეთთან, სატიკნეს გორაზე მდებარე ტერასული ტიპის ნასახლარში ძველებური სამკაულები, ნივთები და ქვის ნაგებობები აღმოაჩინეს, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის
განცხადებაში.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალი კერამიკული ნაკეთობა, დამახასიათებელი მტკვარი–არაქსის კულტურისთვის (ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 4000-2200 წლები ჩრდილოეთ კავკასიის, ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმდებარე ტერიტორიებზე - რედ.), ძველებური ქვის ხელის წისქვილი, თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ყალიბი, მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმი და სამკაული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოჩენა უნიკალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ადრებრინჯაოს ხანის ტრანსკავკასიური კულტურის გავრცელების მთელი არეალისათვის და წარმოადგენს იმდროინდელი მხატვრული და გრაფიკული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს.
„მიმდინარე არქეოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ სოფელ ჭობარეთში განვითარებული ყოფილა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ამის დამადასტურებელია 5300 წლის წინანდელი ოთხი ჯიშის ხორბლის მარცვლების, პალინოლოგიური მტვრის, ნამგლის, კაჟის ჩასართების, ხელსაფქვავების, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ძვლების აღმოჩენა. ასევე ნაპოვნია სპილენძის ჩამოსასხმელი ყალიბი და სპილენძის ნივთები, რაც მეტყველებს იმდროინდელი კულტურისა და ლითონის დამუშავების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები ადგილზე მოინახულეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და მისმა მოადგილემ ლევან ბერიძემ.
ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი 2008 წელს ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს აღმოაჩინეს. ნასახლარის არქეოლოგიური კვლევა 2012 წელს ერთობლივად დაიწყეს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და მელბურნის უნივერსიტეტმა არქეოლოგების კახი კახიანისა და ანტონიო საგონას ხელმძღვანელობით.
არქეოლოგიური კვლევები და სამუშაოები ყოველწლიურად სეზონურად 2009 წლიდან ტარდება. არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას ავსტრალიის, საფრანგეთის, მელბურნისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები იღებენ.
ბრინჯაოს ხანის ჭობარეთის ტერასული ნასახლარი მთელ საქართველოში იმ დროის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე უნიკალური დასახლებაა თავისი ქვის არქიტექტურითა და არქეოლოგიური მასალით.
არსებული არასრული მონაცემებით, მისი სიგრძე დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე 450 მეტრი, ხოლო სამხრეთ-ჩრდილოეთის ხაზზე 250 მეტრია.