https://sputnik-georgia.com/20210808/varZia-espanuri-Forbes-is-yvelaze-STambeWdavi-adgilebis-top-SvideulSi-moxvda-252532373.html
ვარძია ესპანური Forbes-ის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილების ტოპ-შვიდეულში მოხვდა
ვარძია ესპანური Forbes-ის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილების ტოპ-შვიდეულში მოხვდა
Sputnik საქართველო
კლდეში ნაკვეთი კომპლექსი დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი, რადგან მისი მონახულება უარყოფითი PCR-ტესტის გარეშე შეუძლებელია. 08.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-08T17:41+0400
2021-08-08T17:41+0400
2021-08-28T14:32+0400
ახალი ამბები
წასაკითხი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23078/66/230786676_0:79:1496:921_1920x0_80_0_0_eaf511c1dff6c48cc3dafe16bb19782a.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. „Forbes-ესპანეთმა“ ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი დაასახელა მსოფლიოში შვიდ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილს შორის და ტურისტებს მისი მონახულება ურჩია.მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, „Forbes-ესპანეთმა“ ვარძია დაასახელა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი, რადგან მისი მონახულება უარყოფითი PCR-ტესტის გარეშე შეუძლებელია.„დღეს რამდენიმე ბერი უვლის ამ მისტიკურ ადგილს, რომელიც გაჩნდა XII საუკუნეში, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1.300 მეტრზე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კლდეში ნაკვეთი ქალაქია, სადაც შესაძლებელია ღრმად ჩაიძირო კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით“, - წერს Forbes-ესპანეთი.ვარძიას წელიწადში დაახლოებით 400 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.ვარძიის სამონასტრო კომპლექსიXII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს.იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს.ვარძიის ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.ვარძიის გარდა, სხვა ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა XII საუკუნის ვილა გოზოზე (მალტა), გალაპაგოსის კუნძულები (ეკვადორი), ნამიბის უდაბნო (ნამიბია), ირლანდიის უძველესი მთები, სალარ-დე-უიუნის მარილის ტბა (ბოლივია) და სომხეთი, სადაც მსოფლიოში უძველესი კონიაკის დეგუსტაციაა შესაძლებელი.
https://sputnik-georgia.com/20170913/varZiis-Tamar-mefis-freskas-pirvandel-saxes-ubruneben-237310457.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23078/66/230786676_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_2ff635342977461a08518db24cd1184a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, წასაკითხი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, წასაკითხი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ვარძია ესპანური Forbes-ის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილების ტოპ-შვიდეულში მოხვდა
17:41 08.08.2021 (განახლებულია: 14:32 28.08.2021) კლდეში ნაკვეთი კომპლექსი დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი, რადგან მისი მონახულება უარყოფითი PCR-ტესტის გარეშე შეუძლებელია.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. „Forbes-ესპანეთმა“ ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი
დაასახელა მსოფლიოში შვიდ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილს შორის და ტურისტებს მისი მონახულება ურჩია.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, „Forbes-ესპანეთმა“ ვარძია დაასახელა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი, რადგან მისი მონახულება უარყოფითი PCR-ტესტის გარეშე შეუძლებელია.
„დღეს რამდენიმე ბერი უვლის ამ მისტიკურ ადგილს, რომელიც გაჩნდა XII საუკუნეში, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1.300 მეტრზე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კლდეში ნაკვეთი ქალაქია, სადაც შესაძლებელია ღრმად ჩაიძირო კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით“, - წერს Forbes-ესპანეთი.
ვარძიას წელიწადში დაახლოებით 400 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს.
იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს.
ვარძიის ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.
არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.
13 სექტემბერი 2017, 10:07
ვარძიის გარდა, სხვა ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა XII საუკუნის ვილა გოზოზე (მალტა), გალაპაგოსის კუნძულები (ეკვადორი), ნამიბის უდაბნო (ნამიბია), ირლანდიის უძველესი მთები, სალარ-დე-უიუნის მარილის ტბა (ბოლივია) და სომხეთი, სადაც მსოფლიოში უძველესი კონიაკის დეგუსტაციაა შესაძლებელი.