https://sputnik-georgia.com/20210818/laSa-beqauri-da-laSa-talaxaZe-mzad-arian-zurab-zviadaurs-TavdebSi-daudgnen-252616700.html
საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან ზურაბ ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ
საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან ზურაბ ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ
Sputnik საქართველო
პროკურატურა ოლიმპიური ჩემპიონისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაცვის მხარე, რომელიც... 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T20:35+0400
2021-08-18T20:35+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252455123_44:210:1765:1183_1920x0_80_0_0_37bd49a3a009fb5649b7666a849dae3a.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან ზურაბ ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ. ამის შესახებ ბრალის წარდგენის შემდეგ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა კახა ცნობილაძემ განაცხადა.კახეთის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს, ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინათ.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს.ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაცვის მხარე, რომელიც ამტკიცებს, რომ ზვიადაურს აუცილებელი მოგერიების ფარგლებისთვის არ გადაუცილებიაროგორც ზვიადაურის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ინფორმაციით, გარდა ბექაურისა და ტალახაძისა, შესაძლოა კიდევ რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა გამოთქვას თავდებობის სურვილი.მისი ინფორმაციით, წინანდალში არანაირი ბიზნეს-წილების შესახებ არ ყოფილა დაპირისპირება და ჩხუბის მიზეზი მხოლოდ ყოფითი საკითხი გახდა.მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.შედეგად, კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი – ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკოლოზ კენჭოშვილი.სამართალდამცველებმა საქმეში ბრალდებულები ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითიც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ჯანგირაშვილს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.თელავის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხს უახლოეს საათებში განიხილავს.
https://sputnik-georgia.com/20210818/zviadaursa-da-jangiraSvils-brali-oficialurad-wauyenes-252614923.html
https://sputnik-georgia.com/20210817/mkvleloba-kaxeTSi-zurab-zviadauri-dumilis-uflebas-iyenebs-252608322.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252455123_110:179:1707:1183_1920x0_80_0_0_240e5f5f36eec39c5e10b56ab67231d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან ზურაბ ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ
20:35 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) პროკურატურა ოლიმპიური ჩემპიონისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაცვის მხარე, რომელიც ამტკიცებს, რომ ზვიადაურს აუცილებელი მოგერიების ფარგლებისთვის არ გადაუცილებია.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან ზურაბ ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ. ამის შესახებ ბრალის წარდგენის შემდეგ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა კახა ცნობილაძემ განაცხადა.
კახეთის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს, ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინათ.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს.
ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაცვის მხარე, რომელიც ამტკიცებს, რომ ზვიადაურს აუცილებელი მოგერიების ფარგლებისთვის არ გადაუცილებია
როგორც ზვიადაურის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ინფორმაციით, გარდა ბექაურისა და ტალახაძისა, შესაძლოა კიდევ რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა გამოთქვას თავდებობის სურვილი.
„ეს იყო აუცილებელი მოგერიების შემთხვევა. მას აქვს იარაღის ტარების კანონიერი უფლება და ის მოქმედებდა კანონის ფარგლებში. ზვიადაური ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო, რათა დაეცვა თავისი თავიც და სხვისი სიცოცხლეც“, – განაცხადა ცნობილაძემ.
მისი ინფორმაციით, წინანდალში არანაირი ბიზნეს-წილების შესახებ არ ყოფილა დაპირისპირება და ჩხუბის მიზეზი მხოლოდ ყოფითი საკითხი გახდა.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
შედეგად, კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი – ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკოლოზ კენჭოშვილი.
სამართალდამცველებმა საქმეში ბრალდებულები ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითიც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ჯანგირაშვილს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თელავის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხს უახლოეს საათებში განიხილავს.