https://sputnik-georgia.com/20210818/zviadaursa-da-jangiraSvils-brali-oficialurad-wauyenes-252614923.html
ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ
ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ
Sputnik საქართველო
სოფელ წინანდალში სისხლიანი დაპირისპირება 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად სულ სამი პირი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T16:39+0400
2021-08-18T16:39+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_469e5531402cc306cc1b66fe9c33b421.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. კახეთის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს, ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.შედეგად, კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი – ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკოლოზ კენჭოშვილი.სამართალდამცველებმა საქმეში ბრალდებულები ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითიც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ჯანგირაშვილს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს.
https://sputnik-georgia.com/20210817/mkvleloba-kaxeTSi-zurab-zviadauri-dumilis-uflebas-iyenebs-252608322.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_128:0:896:576_1920x0_80_0_0_78f6c6381b67f46f9bc2b37d635981c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ
16:39 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) სოფელ წინანდალში სისხლიანი დაპირისპირება 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად სულ სამი პირი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. კახეთის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს, ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
შედეგად, კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი – ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკოლოზ კენჭოშვილი.
სამართალდამცველებმა საქმეში ბრალდებულები ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითიც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ჯანგირაშვილს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს.