https://sputnik-georgia.com/20210817/mkvleloba-kaxeTSi-zurab-zviadauri-dumilis-uflebas-iyenebs-252608322.html
მკვლელობა კახეთში: ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს
მკვლელობა კახეთში: ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს
Sputnik საქართველო
წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი სპორტსმენი და პოლიტიკოსი ზურაბ ზვიადაური ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T19:16+0400
2021-08-17T19:16+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249020324_0:305:2000:1435_1920x0_80_0_0_6a7fcb033f25c3c80c66c4b0deb44bad.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, რომელიც წინანდალში მომხდარი ორმხრივი სროლის დროს განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, დუმილის უფლებას იყენებს, განაცხადა მისმა ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნ.კ.„მაშინ, როდესაც სრულად არ არიან მოწმეები გამოკითხული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არ მიმაჩნია სწორად საქმის დეტალებზე ღიად საუბარი. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და რაიმე ინფორმაცია შემდგომ შეიძლება, გამოყენებული იყოს დაცვის მხარის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.არსებული ინფორმაციით, ბრალის წარდგენა ხვალ მოხდება.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210817/mkvleloba-kaxeTSi-gaxsnilia-dakavebulia-zurab-zviadauri-252602570.html
https://sputnik-georgia.com/20210816/kaxeTSi-momxdari-sisxliani-garCevis-axali-detalebi-gaxda-cnobili-252599770.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249020324_0:241:2000:1499_1920x0_80_0_0_29466428764f6ed7b746904a343ed5ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
მკვლელობა კახეთში: ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს
19:16 17.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი სპორტსმენი და პოლიტიკოსი ზურაბ ზვიადაური ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, რომელიც წინანდალში მომხდარი ორმხრივი სროლის დროს განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, დუმილის უფლებას იყენებს, განაცხადა მისმა ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.
კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნ.კ.
„მაშინ, როდესაც სრულად არ არიან მოწმეები გამოკითხული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არ მიმაჩნია სწორად საქმის დეტალებზე ღიად საუბარი. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და რაიმე ინფორმაცია შემდგომ შეიძლება, გამოყენებული იყოს დაცვის მხარის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.
არსებული ინფორმაციით, ბრალის წარდგენა ხვალ მოხდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.