https://sputnik-georgia.com/20210818/kulumbegovi-sapatriarqos-vTxov-aRkveTos-Cven-winaaRmdeg-mimarTuli-kampania-252616548.html
კულუმბეგოვი: საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია
კულუმბეგოვი: საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია
Sputnik საქართველო
ვაქცინაცია ნებაყოფლობითი საკითხია და ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს – ასეთია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომელიც 11... 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T19:51+0400
2021-08-18T19:51+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251355303_0:0:2048:1159_1920x0_80_0_0_7938e474811b6499a93fdfea947588a7.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს, აღკვეთოს ვაქცინაციისა და ექიმების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, სასულიერო პირების ნაწილმა მისი და მისი კოლეგების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს და ისინი ნაცისტ ექიმს იოზეფ მენგელს შეადარეს.ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში UNICEF-ის წარმომადგენლებსა და სხვა კოლეგებთან ერთად რეგიონებში დადის და მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრება.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრევე გაავრცელა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მაშინ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.ამასთან ერთად, ბევრი სასულიერო პირი, მათ შორის ეპისკოპოსები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
https://sputnik-georgia.com/20210510/mitropoliti-dimitri-sajarod-aicra-251691517.html
https://sputnik-georgia.com/20210812/gTxovT-mouxmeT-gonebas-melqisedeki-koronavirusis-sawinaaRmdego-vaqciniT-aicra-252568691.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251355303_0:0:2048:1289_1920x0_80_0_0_8a86ff04246c1cb8af8d8ccc34aebc11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულუმბეგოვი: საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია
19:51 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ვაქცინაცია ნებაყოფლობითი საკითხია და ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს – ასეთია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომელიც 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში აისახა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს, აღკვეთოს ვაქცინაციისა და ექიმების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.
როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, სასულიერო პირების ნაწილმა მისი და მისი კოლეგების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს და ისინი ნაცისტ ექიმს იოზეფ მენგელს შეადარეს.
„როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში", – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში UNICEF-ის წარმომადგენლებსა და სხვა კოლეგებთან ერთად რეგიონებში დადის და მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრება.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრევე გაავრცელა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მაშინ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.
ამასთან ერთად, ბევრი სასულიერო პირი, მათ შორის ეპისკოპოსები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.