„გთხოვთ მოუხმეთ გონებას“ - მეუფე მელქისედეკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

© photo : press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
მეუფე მელქისედეკი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ის აღნიშნავს, რომ დღევანდელ ომში გადარჩენისთვის სხვა იარაღი არ არსებობს.
თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მეუფემ სოციალურ ქსელში ატვირთა.
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
აიცრება თუ არა კორონავირუსზე ილია მეორე – კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება
როგორც მეუფე წერს, ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს კორონავირუსის გართულების ფორმებს, რაც საშუალებას იძლევა დაიზოგოს სამედიცინო რესურსი და ექიმებს დატვირთვა მოეხსნას.
„დიდი ხანია, ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი, ეს მანამ გამეკეთებინა, სანამ თავად არ ავიცრებოდი. პირდაპირ უნდა ვთქვათ – ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი საშუალოდ 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად – ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს“, - წერს მეუფე.
ეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ მან კორონავირუსი უკვე გადაიტანა და ეს იყო ურთულესი დღეები. მისივე თქმით, აუცილებელია მოსახლეობას ვირუსის ავკარგიანობის შესახებ სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე ავუხსნათ იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.
ეპისკოპოსი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ, სოციალური დისტანციის დაცვისკენ და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ვირუსის დასამარცხებლად ალტერნატიული გზა არ არსებობს.
„ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი“, - წერს მეუფე.
მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
„ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის“: ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი საჯაროდ აიცრა
მისი თქმით, ის რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ათონის მთაზე და შეხვდა იქ მოღვაწე წინამძღვრებსა და ბერებს, რომლებმაც უამბეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, რაც, მეუფე მელქისედეკის აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა. თავად მეუფემ ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ქართული თუ უცხოური სტატისტიკურ მონაცემების შესწავლისა და სამედიცინო სფეროს სპეციალისტებთან საუბრების შემდეგ. მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ გართულებებს გადაურჩება.
„დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავაავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა - დავიცვათ ადამიანისადმი ღვთივბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება - ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად“, - აღნიშნა მეუფემ.
ორი დღის წინ კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილმა) გაიკეთა.
ჯერჯერობით უცნობია, აიცრება თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ილია მეორე მიიჩნევს, რომ მისი ვაქცინაცია სხვებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი არ შეიძლება იყოს.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრევე გაავრცელა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მაშინ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 715.912 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 218.167 ადამიანი. 11 აგვისტოს კი დაფიქსირდა ვაქცინაციის მორიგი რეკორდი - ერთ დღეში 25.933 ადამიანი აიცრა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.
 
ყველა ახალი ამბავი
0