„ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის“: ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი საჯაროდ აიცრა

© photo: Diocese of Batumi and Lazeti / FBმიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)
მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 62 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 10 ათასზე მეტი პირი.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მეუფემ ვაქცინა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. ის თავს კარგად გრძნობს.

როგორც მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„ყოველდღიურად, როცა განიცდი ამდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის დაღუპვას, როდესაც იცი ვაქცინაცია ისტორიულად პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა, ყოველდღიურად უფალს ევედრები, რომ გვიხსნას სიკვდილისგან, ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე დიმიტრი მაღალი იერარქიის პირველი სასულიერო პირია, რომელიც კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
„სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ვაქცინაცია“: ტაძრის წინამძღვარი საჯაროდ აიცრა – ვიდეო

მანამდე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა AstraZeneca-ს ვაქცინით ასევე საჯაროდ აიცრა.

მარტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. თუმცა საპატრიარქომ ვაქცინაციის პროცესში ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროპაგანდა სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0