https://sputnik-georgia.com/20210811/aicreba-Tu-ara-koronavirusze-ilia-meore-kaTolikos-patriarqis-gancxadeba-252560088.html
აიცრება თუ არა კორონავირუსზე ილია მეორე – კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება
აიცრება თუ არა კორონავირუსზე ილია მეორე – კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება
Sputnik საქართველო
ვაქცინაცია – ნებაყოფლობითი საკითხია და ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს. არჩევანი პატრიარქმაც უნდა გააკეთოს, მაგრამ მისი უწმინდესობა მიიჩნევს, რომ მისი... 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T18:45+0400
2021-08-11T18:45+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადება, რომელიც მის შესაძლო ვაქცინაციას ეხება.ილია მეორე მიიჩნევს, რომ მისი ვაქცინაცია სხვებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი არ შეიძლება იყოს.რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი Pfizer-ის ვაქცინას 13 აგვისტოს გაიკეთებდა. მოქალაქეთა ნაწილმა მოუწოდა საპატრიარქოს, მრევლი ვაქცინაციაზე აკურთხოს. გუშინ საპატრიარქომ უარყო ილია მეორის აცრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.როგორც პატრიარქი წერს, „ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება“.ილია მეორე მიიჩნევს, რომ „მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში“.პატრიარქი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა. ილია მეორე ასევე მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.მანამდე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაავრცელა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მაშინ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ანტივაქსერი თანამშრომელი გაათავისუფლეს >>ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.
https://sputnik-georgia.com/20210810/sapatriarqoSi-uaryves-informacia-13-agvistos-ilia-meoris-vaqcinaciis-Sesaxeb-252552684.html
https://sputnik-georgia.com/20210805/mesame-pandemias-moveswari-acharashi-102-wlis-qali-aicra-252514536.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
აიცრება თუ არა კორონავირუსზე ილია მეორე – კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება
18:45 11.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ვაქცინაცია – ნებაყოფლობითი საკითხია და ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს. არჩევანი პატრიარქმაც უნდა გააკეთოს, მაგრამ მისი უწმინდესობა მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილება სხვებისთვის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის
განცხადება, რომელიც მის შესაძლო ვაქცინაციას ეხება.
ილია მეორე მიიჩნევს, რომ მისი ვაქცინაცია სხვებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი არ შეიძლება იყოს.
„კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი Pfizer-ის ვაქცინას 13 აგვისტოს გაიკეთებდა. მოქალაქეთა ნაწილმა მოუწოდა საპატრიარქოს, მრევლი ვაქცინაციაზე აკურთხოს. გუშინ საპატრიარქომ უარყო ილია მეორის აცრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
როგორც პატრიარქი წერს, „ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება“.
ილია მეორე მიიჩნევს, რომ „მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში“.
პატრიარქი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა. ილია მეორე ასევე მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.
მანამდე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაავრცელა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მაშინ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.