https://sputnik-georgia.com/20210810/sapatriarqoSi-uaryves-informacia-13-agvistos-ilia-meoris-vaqcinaciis-Sesaxeb-252552684.html
საპატრიარქოში უარყვეს ინფორმაცია 13 აგვისტოს ილია მეორის ვაქცინაციის შესახებ
საპატრიარქოში უარყვეს ინფორმაცია 13 აგვისტოს ილია მეორის ვაქცინაციის შესახებ
Sputnik საქართველო
ინფორმაცია, თითქოს 13 აგვისტოს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აიცრება, სოციალურ ქსელში გავრცელდა... 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T19:40+0400
2021-08-10T19:40+0400
2021-08-10T23:30+0400
ახალი ამბები
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24428/53/244285358_0:225:2000:1350_1920x0_80_0_0_c9c50f5204c5417ef3d0a55ceccf4652.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ კვირაში დაგეგმილია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ვაქცინაცია.„13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - წერს თავის Facebook-გვერდზე საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ილია მეორე Pfizer-ის ვაქცინას 13 აგვისტოს გაიკეთებდა. მოქალაქეთა ნაწილმა მოუწოდა საპატრიარქოს, მრევლი ვაქცინაციაზე აკურთხოს.მანამდე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაახმოვანა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.მორწმუნეთა ნაწილი უნდობლობით უყურებს ვაქცინაციის პროცესს და მასში აპოკალიფსურ ელემენტებს ხედავს. ბევრ მორწმუნეს სწამს, რომ ვაქცინებში „ჩანერგილია“ ჩიპები, რომლებიც აბორტების შედეგად მიღებული ბიოლოგიური მასალის საფუძველზე შეიქმნა და ა.შ.
https://sputnik-georgia.com/20210510/mitropoliti-dimitri-sajarod-aicra-251691517.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24428/53/244285358_200:0:2000:1350_1920x0_80_0_0_0077d96343d9eb796e9064674cf10c3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რელიგია
საპატრიარქოში უარყვეს ინფორმაცია 13 აგვისტოს ილია მეორის ვაქცინაციის შესახებ
19:40 10.08.2021 (განახლებულია: 23:30 10.08.2021) ინფორმაცია, თითქოს 13 აგვისტოს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აიცრება, სოციალურ ქსელში გავრცელდა, მაგრამ ცრუ აღმოჩნდა
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ კვირაში დაგეგმილია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ვაქცინაცია.
„13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - წერს თავის Facebook-გვერდზე საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ილია მეორე Pfizer-ის ვაქცინას 13 აგვისტოს გაიკეთებდა. მოქალაქეთა ნაწილმა მოუწოდა საპატრიარქოს, მრევლი ვაქცინაციაზე აკურთხოს.
მანამდე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაახმოვანა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.
მორწმუნეთა ნაწილი უნდობლობით უყურებს ვაქცინაციის პროცესს და მასში აპოკალიფსურ ელემენტებს ხედავს. ბევრ მორწმუნეს სწამს, რომ ვაქცინებში „ჩანერგილია“ ჩიპები, რომლებიც აბორტების შედეგად მიღებული ბიოლოგიური მასალის საფუძველზე შეიქმნა და ა.შ.