თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ანტივაქსერი თანამშრომელი გაათავისუფლეს

© AP Photo / Armando Francaკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
კლინიკის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს თანამშრომლის მიერ კლინიკის სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომელიც რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ  მედძმა, რომელმაც სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვაქცინაციის საწინააღმდეგო ვიდეომიმართვა გაავრცელა, სამსახურიდან გაათავისუფლა.
როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამშრომელმა სოციალურ ქსელში „ანტივაქსერული ვიდეომიმართვა“ კლინიკის  სახელით ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად გაავრცელა.
 „აღნიშნული განცხადება არის არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ და ამაზე არა ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩატარებული“, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.
კლინიკის ადმინისტრაცია მიუღებლად მიიჩნევს იმ  ფაქტსაც, რომ ვიდეომიმართვაში კლინიკის თანამშრომელი სამედიცინო პერსონალის იმ  ნაწილს აკნინებს, რომელიც ვაქცინაციის პროცესს პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი აცნობიერებს სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მიიჩნევს, რომ სწორედ მედპერსონალი ამაღლებს სანდოობას ვაქცინაციისადმი მოსახლეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0