https://sputnik-georgia.com/20210814/ratom-ipyroben-Talibebi-avRaneTs-swrafad-252582085.html
რატომ იპყრობენ თალიბები ავღანეთს სწრაფად: ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან
რატომ იპყრობენ თალიბები ავღანეთს სწრაფად: ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან
Sputnik საქართველო
„თალიბანმა“ ავღანეთის კიდევ ხუთი პროვინციის დედაქალაქები აიღო. ახლა ისინი ქვეყნის 35-დან 15 პროვინციასა და ასევე დიდ ქალაქებს - ყანდაგარსა და გერათს... 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T15:44+0400
2021-08-14T15:44+0400
2021-08-14T15:45+0400
რუსეთი
ინტერვიუ
ანალიტიკა
ავტორები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582019_0:4:2828:1602_1920x0_80_0_0_62bca788e8bd816a465eae43d06dc4d6.jpg
სამთავრობო ძალები ცდილობენ, შეაჩერონ შეტევა, მაგრამ თალიბების შეკავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. აქვს თუ არა ხელისუფლებას წარმატების შანსი, თუ ქაბულის დაცემა გარდაუვალია? ამის თაობაზე Sputnik-ის კორესპონდენტ ანა ჩერკასოვას სამხედრო ექსპერტი ვლადიმირ ევსეევი ესაუბრა.— თალიბები ახლა ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებენ. არსებითად მიმდინარეობს ხელისუფლების ძალით მიტაცება. რა პასუხის გაცემა შეუძლიათ ქაბულსა და ვა შინგტონს?— თალიბები გამალებით ამყარებენ კონტროლს ავღანეთის ტერიტორიაზე. თავიდან ეს აშშ-ის ირიბი მხარდაჭერით ხდებოდა, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული „ჩრდილოეთის ალინსი-2-ის“ (ჩრდილოეთ ავღანეთის საველე მეთაურების გაერთიანება, — Sputnik) შექმნით.შემდგომში მთავარი როლი სხვა მდგომარეობას დაეკისრა: რეგიონული ელიტები „თალიბანთან“ შეთანხმებაზე წავიდნენ. ფაქტობრივი სერიოზული ბრძოლები არ ყოფილა, იმიტომ, რომ 300 ათასი სამხედრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ რაიონი შეენარჩუნებინათ. თუმცა ხანდახან პარადოქსული შემთხვევები შეინიშნებოდა, როდესაც, მაგალითად, სამათასიანი გარნიზონი ორასი თალიბის შეტევის შემდეგ ეცემოდა. ეს დანებება იყო. შედეგად „თალიბანი“ ახლა ავღანეთის სულ უფრო მეტ ტერიტორიას აკონტროლებს.ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი გარკვეულ ძალისხმევებს მიმართავს სამხედროებისა და სამართალდამცავი ორგანოების მოტივაციის გასაზარდელად. ის მაზარი-შარიფს ეწვია, რათა ერთგვარი წინააღმდეგობა ჩამოაყალიბოს. გარდა ამისა, იყო მარშალ დუსთუმის განცხადებაც მთელი ჩრდილოეთ ავღანეთის გაწმენდისთვის მზადყოფნის შესახებ.ამ ყველაფრის დაჯერებას უკიდურესად აკურატულად უნდა მოვეკიდოთ. ვფიქრობ, დუსთუმს არ ჰყავს თალიბების შემჩერებელი ძალები, რომლებიც რელიგიურად არიან მოტივირებული. როგორც ჩანს, წინააღმდეგობის ჩამოყალიბებისთვის აშრაფ ღანის ძალისხმევებიც, არა მარტო მაზარი-შარიფში, არამედ გერათშიც — სადაც პრაქტიკულად ყველა რაიონს თალიბები აკონტროლებენ, ბევრს ვერაფერს მოიტანს.ოპოზიცია ცდილობს, აშრაფ ღანის გარშემო შეიკრას. ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტს, იმიტომ რომ ესმით: თალიბების მოსვლას შეიძლება მათი ფიზიკური განა დგურება მოჰყვეს. მაგრამ სრულიად გასაგებია, რომ ისინი მოქმედი პრეზიდენტის ერთგული მომხრეები არ არიან. იმიტომ რომ იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვა რეალურად ბოლო, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში — ღანიმ თუ აბდულა აბდულამ, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.ელიტის ეს განხეთქილება ხელს უწყობს იმას, რომ თალიბებმა თანდათან აიღონ ხელისუფლება ქვეყანაში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ავღანეთის ელიტის ნაწილი უბრალოდ გარბის ქვეყნიდან.ავღანეთიდან წასვლა სურს 35 ათას ადამიანს, რომლებსაც „თარჯიმნებს“ უწოდებენ. ამასთან ბოლო დროს ქვეყანაში სულ 2,5 ათასი სამხედრო იყო, რომლებსაც ასეთი რაოდენობის თარჯიმანი უბრალოდ არ ესაჭიროებოდათ. ყველა ეს „თარჯიმანი“ ფაქტობრივად ადგილობრივი ელიტის ის ნაწილია, რომელიც არა მარტო ამერიკელ სამხედროებთან, არამედ, სავარაუდოდ, ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროსთანაც (CIA) თანამშრომლობდა, ინფორმატორები იყვნენ. მათ ახლა აშშ-ში არ გაიყვანენ, როგორც ისინი იმედოვნებდნენ, იქ მხოლოდ რჩეულები მოხვდებიან. ძირითადი ნაწილი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის ზოგ სხვა ქვეყანაში გაჰყავთ და იქ არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ანთავსებენ, ნაწილი კი — დიდ ბრიტანეთში.მაგრამ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-მა შეიძლება უკვე აგვისტოში დახუროს თავისი საელჩო ქაბულში, ადამიანებს დედაქალაქში დარცენის მოტივაციასაც კი უკარგავს. ასეთ პირობებში ხელისუფლების შენარჩუნება უკიდურესად რთულია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ აშრაფ ღანი ვერ შეძლებს ამას.— მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის მთავრობამ თალიბებს ხელისუფლების გაყოფა შესთავაზა მშვიდობის სანაცვლოდ. რაში სჭირდება „თალიბანს“ ქაბულთან რამეზე შეთანხმება, თუკი მისი აღება შეუძლია?— თუ აშრაფ ღანი გარდამავალი მთავრობის ცამოყალიბებაზე წავა „თალიბენის“ მონაწილეობით, მაშინ სრულიად გასაგებია, რომ ამ მთავრობას ის კი არ გააკონტროლებს, არამედ თალიბები. ანუ ეს ნაბიჯი თალიბებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად აიღონ ხელისუფლება ქვეყანაში.მეორე მხრივ, ეს, ალბათ, ლტოლვილების რაოდენობასაც შეამცირებს. „თალიბანის“ მიერ ხელისფლების ასე უცებ აღებას ერთგვარი პოზიტიური მომენტი ახლავს: ტერიტორიების ნებაყოფლობით ჩაბარებას ლტოლვილების დიდი ნაკადი არ მოსდევს შედეგად.ახლა ავღანეთში არ არიან ლტოლვილები, არიან მ ხოლოდ ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები. ქაბულში ასეთი 17 ათასი ოჯახია, რომლებსაც მეჩეთებში ანთავსებენ. ეს შიდა გადაადგილებული პირები შეიძლება ზისტად ის „თარჯიმნები“ იყვნენ, რომლებიც იმიტომ კი არ გარბიან, რომ თალიბები თავიანთ ხელისუფლებას ამყარებენ, არამედ იმიტომ, რომ ამერიკელებთან თანამშრომლობის გამო შურისძიებისა ეშინიათ.ლტოლვილების არანაირი მასობრივი გადინება ცენტრალური აზიის ტერიტორიებზე არ არის. იყო ავღანელი ყირგიზების ტაჯიკეთში გასვლა. მაგრამ, ჯერ პირველი, რომ არც ისე ბევრნი იყვნენ — 500 კაცზე ნაკლები, და მეორეც ) ისინი ისევ ავღანეთში დაბრუნდნენ.ლტოლვილების მასობრივი ნაკადები რუსეთისა და ცენტრალური აზიის კრიტიკულია. თუ ეს მოხდება, ამას შეიძლება საერო ხელისუფლების დამხობის მცდელობები მოჰყვეს, მაგალითად, ტაჯიკეთში. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია სამოქალაქო ომის გამეორება, რასაც 1992-1997 წლებში ჰქონდა ადგილი. ტაჯიკეთის გავლით შესაძლებელია დესტაბილიზაცია ყირგიზეთშიც. მაგრამ ასეთი რამ ჯერჯერობით არ ხდება.მეორე მომენტი: „თალიბანი“ არ ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას. ჯერჯერობით ასეთი რამ არ შეინიშნება, ამიტომ საზღვრების ძალის გზით გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს.გარდა ამისა, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს თალიბებთან. ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ ამერიკელების მიერ შექმნილი პრობლემა. ისინი უბრალოდ კი არ წავიდნენ ავღანეთიდან, არამედ მიატოვეს ეს ქვეყანა. ნახეთ, როგორ დააგდეს ბაგრამში თავიანთი ბაზა. წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი დოლარი იყო ცადებული ასეთ ობიექტებში? ეს ფული პრაქტიკულად ქარს გაატანეს.ოფიციალურ ქაბულს არ აწყობს დანებება, იმიტომ რომ ქალაქში პროამერიკული ელიტის ძირითადი მასა იმყოფება. პროვინციული ცენტრები კი უფრო ადვილად ნებდებიან, რათა ნგრევა, მსხვერლი და ჰუმანიტარული კატასტროფა აიცილონ თავიდან. ადგილობრივი ადმინისტრაციების, სამართალდამცავი ორგანოებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს არ აქვთ სერიოზული მოტივაცია თალიბებთან ბრძოლისთვის. ასეთპირობებში დანებება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ბრძოლა.— სერგეი შოიგუ და ჯო ბაიდენი მოქმედებებისკენ მოუწოდებენ. შოიგუმ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას შესთავაზა, ავღანეთიდან ბოევიკების შეჭრისთვის მოემზადდნენ, ხოლო ბაიდენს მიაჩნია, რომ ავღანელებმა თავად უნდა იომონ. რას ფიქრობთ ამ მოწოდებებზე?— ამერიკელებისთვის ძალიან იოლია ლაპარაკი იმაზე, რომ ავღანელმა ხალხმა თავად უნდა იბრძოლოს საკუთარი უსაფრთხოებისათვის, ვინაიდან ავღანეთსა და აშშ-ს საერთო საზღვარი არ აქვთ. ქვეყნებს ოკეანე ყოფს. ამერიკელებისთვის სულერთია, მათ მიატოვეს ქვეყამნა და პრობლემა შეუქმნეს რუსეთს, ჩინეთსა და ირანს.როგორც ჩანს, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ეს ერთგვარო „კომპენსაციაა“ იმ რესურსებისთვის, იმ ტრილიონობით დოლარისთვის, რაც მათ ავღანეთში ჩადეს.რაც შეეხება რუსეთს, მის მახლობლად ცენტრალური აზიაა — სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელსაც შესაძლოა „თალიბანის“ რადიკალური ნაწილი დაესხას თავს. ავღანეთში რომ თალიბების ზომიერი ფრთა მოვიდეს სათავეში, ეს ისეთი საშიში არ იქნება. მაგრამ ისინი ვერ აკონტროლებენ რადიკალ თალიბებს.სრულიად შესაძლებელია, რომ რადიკალებმა ცენტრალურ აზიასთან საზღვრის გადაკვეთა სცადონ, რათა მეზობელ ქვეყნებში საერო ხელისუფლებები ჩამოაგდონ. თუ ასეთი მცდელობები იქნება, ხოლო „თალიბანის“ ზომიერი ნაწილი ვერ შეძლებს ამ პროცესის გაკონტროლებას, მაშინ რუსეთს ჩარევა მოუწევს.ამიტომ გარკვეულ პირობებში რუსეთი შეიძლება ჩა ერიოს, მაგრამ ის არ აპირებს თავად ავღანეთის ტერიტორიაზე გადასვლას — ამის საჭიროება არ არსებობს.მაგრამ ბუფერული ზონის გაკონტროლება, მაგალითად, არტილერიისა და ავიაციის დახმარებით, სრულიად შესაძლებელია. შეიძლება სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობაც. ახლა ხომ, გარდა რუსეტისმ ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სამხედრო სწავლებების გარდა, რუსეთ-ჩინეთის წვრთნებიც მიმდინარეობს.გამოდის, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებიც მზად არიან ამ ტერიტორიების დასაცავად. თალიბების მხრიდან რეალური საფრთხის შემთხვევაში მათთან ურთიერთქმედება შესაძლებელია.
https://sputnik-georgia.com/20210813/Talibanma-yandagari-dageraTi-aiRo-252570601.html
https://sputnik-georgia.com/20210812/qabuli-SeiZleba-90dReSi-daeces-252561659.html
https://sputnik-georgia.com/20210810/aSS-Talibebs-Setevebis-Sewyvetas-mosTxovs-252546506.html
https://sputnik-georgia.com/20210804/avganetshi-tavdacvis-ministris-movaleobebis-shemruleblis-saxls-tavs-daesxnen-252499872.html
https://sputnik-georgia.com/20210727/Talibebi-avRaneTs-uteven-252436125.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582019_0:0:2828:1776_1920x0_80_0_0_72c5a7638fcec3d3f6ab7fcdeb09559b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ინტერვიუ, ანალიტიკა, ავტორები
რუსეთი, ინტერვიუ, ანალიტიკა, ავტორები
რატომ იპყრობენ თალიბები ავღანეთს სწრაფად: ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან
15:44 14.08.2021 (განახლებულია: 15:45 14.08.2021) „თალიბანმა“ ავღანეთის კიდევ ხუთი პროვინციის დედაქალაქები აიღო. ახლა ისინი ქვეყნის 35-დან 15 პროვინციასა და ასევე დიდ ქალაქებს - ყანდაგარსა და გერათს აკონტროლებენ. ახლა ბოევიკები, ზოგი მონაცემით, ქაბულიდან 50 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან.
სამთავრობო ძალები ცდილობენ, შეაჩერონ შეტევა, მაგრამ თალიბების შეკავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. აქვს თუ არა ხელისუფლებას წარმატების შანსი, თუ ქაბულის დაცემა გარდაუვალია? ამის თაობაზე Sputnik-ის კორესპონდენტ ანა ჩერკასოვას სამხედრო ექსპერტი ვლადიმირ ევსეევი ესაუბრა.
— თალიბები ახლა ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებენ. არსებითად მიმდინარეობს ხელისუფლების ძალით მიტაცება. რა პასუხის გაცემა შეუძლიათ ქაბულსა და ვა შინგტონს?
— თალიბები გამალებით ამყარებენ კონტროლს ავღანეთის ტერიტორიაზე. თავიდან ეს აშშ-ის ირიბი მხარდაჭერით ხდებოდა, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული „ჩრდილოეთის ალინსი-2-ის“ (ჩრდილოეთ ავღანეთის საველე მეთაურების გაერთიანება, — Sputnik) შექმნით.
შემდგომში მთავარი როლი სხვა მდგომარეობას დაეკისრა: რეგიონული ელიტები „თალიბანთან“ შეთანხმებაზე წავიდნენ. ფაქტობრივი სერიოზული ბრძოლები არ ყოფილა, იმიტომ, რომ 300 ათასი სამხედრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ რაიონი შეენარჩუნებინათ. თუმცა ხანდახან პარადოქსული შემთხვევები შეინიშნებოდა, როდესაც, მაგალითად, სამათასიანი გარნიზონი ორასი თალიბის შეტევის შემდეგ ეცემოდა. ეს დანებება იყო. შედეგად „თალიბანი“ ახლა ავღანეთის სულ უფრო მეტ ტერიტორიას აკონტროლებს.
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი გარკვეულ ძალისხმევებს მიმართავს სამხედროებისა და სამართალდამცავი ორგანოების მოტივაციის გასაზარდელად. ის მაზარი-შარიფს ეწვია, რათა ერთგვარი წინააღმდეგობა ჩამოაყალიბოს. გარდა ამისა, იყო მარშალ დუსთუმის განცხადებაც მთელი ჩრდილოეთ ავღანეთის გაწმენდისთვის მზადყოფნის შესახებ.
ამ ყველაფრის დაჯერებას უკიდურესად აკურატულად უნდა მოვეკიდოთ. ვფიქრობ, დუსთუმს არ ჰყავს თალიბების შემჩერებელი ძალები, რომლებიც რელიგიურად არიან მოტივირებული. როგორც ჩანს, წინააღმდეგობის ჩამოყალიბებისთვის აშრაფ ღანის ძალისხმევებიც, არა მარტო მაზარი-შარიფში, არამედ გერათშიც — სადაც პრაქტიკულად ყველა რაიონს თალიბები აკონტროლებენ, ბევრს ვერაფერს მოიტანს.
ოპოზიცია ცდილობს, აშრაფ ღანის გარშემო შეიკრას. ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტს, იმიტომ რომ ესმით: თალიბების მოსვლას შეიძლება მათი ფიზიკური განა დგურება მოჰყვეს. მაგრამ სრულიად გასაგებია, რომ ისინი მოქმედი პრეზიდენტის ერთგული მომხრეები არ არიან. იმიტომ რომ იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვა რეალურად ბოლო, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში — ღანიმ თუ აბდულა აბდულამ, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
ელიტის ეს განხეთქილება ხელს უწყობს იმას, რომ თალიბებმა თანდათან აიღონ ხელისუფლება ქვეყანაში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ავღანეთის ელიტის ნაწილი უბრალოდ გარბის ქვეყნიდან.
ავღანეთიდან წასვლა სურს 35 ათას ადამიანს, რომლებსაც „თარჯიმნებს“ უწოდებენ. ამასთან ბოლო დროს ქვეყანაში სულ 2,5 ათასი სამხედრო იყო, რომლებსაც ასეთი რაოდენობის თარჯიმანი უბრალოდ არ ესაჭიროებოდათ. ყველა ეს „თარჯიმანი“ ფაქტობრივად ადგილობრივი ელიტის ის ნაწილია, რომელიც არა მარტო ამერიკელ სამხედროებთან, არამედ, სავარაუდოდ, ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროსთანაც (CIA) თანამშრომლობდა, ინფორმატორები იყვნენ. მათ ახლა აშშ-ში არ გაიყვანენ, როგორც ისინი იმედოვნებდნენ, იქ მხოლოდ რჩეულები მოხვდებიან. ძირითადი ნაწილი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის ზოგ სხვა ქვეყანაში გაჰყავთ და იქ არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ანთავსებენ, ნაწილი კი — დიდ ბრიტანეთში.
მაგრამ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-მა შეიძლება უკვე აგვისტოში დახუროს თავისი საელჩო ქაბულში, ადამიანებს დედაქალაქში დარცენის მოტივაციასაც კი უკარგავს. ასეთ პირობებში ხელისუფლების შენარჩუნება უკიდურესად რთულია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ აშრაფ ღანი ვერ შეძლებს ამას.
— მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის მთავრობამ თალიბებს ხელისუფლების გაყოფა შესთავაზა მშვიდობის სანაცვლოდ. რაში სჭირდება „თალიბანს“ ქაბულთან რამეზე შეთანხმება, თუკი მისი აღება შეუძლია?
— თუ აშრაფ ღანი გარდამავალი მთავრობის ცამოყალიბებაზე წავა „თალიბენის“ მონაწილეობით, მაშინ სრულიად გასაგებია, რომ ამ მთავრობას ის კი არ გააკონტროლებს, არამედ თალიბები. ანუ ეს ნაბიჯი თალიბებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად აიღონ ხელისუფლება ქვეყანაში.
მეორე მხრივ, ეს, ალბათ, ლტოლვილების რაოდენობასაც შეამცირებს. „თალიბანის“ მიერ ხელისფლების ასე უცებ აღებას ერთგვარი პოზიტიური მომენტი ახლავს: ტერიტორიების ნებაყოფლობით ჩაბარებას ლტოლვილების დიდი ნაკადი არ მოსდევს შედეგად.
ახლა ავღანეთში არ არიან ლტოლვილები, არიან მ ხოლოდ ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები. ქაბულში ასეთი 17 ათასი ოჯახია, რომლებსაც მეჩეთებში ანთავსებენ. ეს შიდა გადაადგილებული პირები შეიძლება ზისტად ის „თარჯიმნები“ იყვნენ, რომლებიც იმიტომ კი არ გარბიან, რომ თალიბები თავიანთ ხელისუფლებას ამყარებენ, არამედ იმიტომ, რომ ამერიკელებთან თანამშრომლობის გამო შურისძიებისა ეშინიათ.
ლტოლვილების არანაირი მასობრივი გადინება ცენტრალური აზიის ტერიტორიებზე არ არის. იყო ავღანელი ყირგიზების ტაჯიკეთში გასვლა. მაგრამ, ჯერ პირველი, რომ არც ისე ბევრნი იყვნენ — 500 კაცზე ნაკლები, და მეორეც ) ისინი ისევ ავღანეთში დაბრუნდნენ.
ლტოლვილების მასობრივი ნაკადები რუსეთისა და ცენტრალური აზიის კრიტიკულია. თუ ეს მოხდება, ამას შეიძლება საერო ხელისუფლების დამხობის მცდელობები მოჰყვეს, მაგალითად, ტაჯიკეთში. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია სამოქალაქო ომის გამეორება, რასაც 1992-1997 წლებში ჰქონდა ადგილი. ტაჯიკეთის გავლით შესაძლებელია დესტაბილიზაცია ყირგიზეთშიც. მაგრამ ასეთი რამ ჯერჯერობით არ ხდება.
მეორე მომენტი: „თალიბანი“ არ ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას. ჯერჯერობით ასეთი რამ არ შეინიშნება, ამიტომ საზღვრების ძალის გზით გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს.
გარდა ამისა, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს თალიბებთან. ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ ამერიკელების მიერ შექმნილი პრობლემა. ისინი უბრალოდ კი არ წავიდნენ ავღანეთიდან, არამედ მიატოვეს ეს ქვეყანა. ნახეთ, როგორ დააგდეს ბაგრამში თავიანთი ბაზა. წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი დოლარი იყო ცადებული ასეთ ობიექტებში? ეს ფული პრაქტიკულად ქარს გაატანეს.
ოფიციალურ ქაბულს არ აწყობს დანებება, იმიტომ რომ ქალაქში პროამერიკული ელიტის ძირითადი მასა იმყოფება. პროვინციული ცენტრები კი უფრო ადვილად ნებდებიან, რათა ნგრევა, მსხვერლი და ჰუმანიტარული კატასტროფა აიცილონ თავიდან. ადგილობრივი ადმინისტრაციების, სამართალდამცავი ორგანოებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს არ აქვთ სერიოზული მოტივაცია თალიბებთან ბრძოლისთვის. ასეთპირობებში დანებება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ბრძოლა.
— სერგეი შოიგუ და ჯო ბაიდენი მოქმედებებისკენ მოუწოდებენ. შოიგუმ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას შესთავაზა, ავღანეთიდან ბოევიკების შეჭრისთვის მოემზადდნენ, ხოლო ბაიდენს მიაჩნია, რომ ავღანელებმა თავად უნდა იომონ. რას ფიქრობთ ამ მოწოდებებზე?
— ამერიკელებისთვის ძალიან იოლია ლაპარაკი იმაზე, რომ ავღანელმა ხალხმა თავად უნდა იბრძოლოს საკუთარი უსაფრთხოებისათვის, ვინაიდან ავღანეთსა და აშშ-ს საერთო საზღვარი არ აქვთ. ქვეყნებს ოკეანე ყოფს. ამერიკელებისთვის სულერთია, მათ მიატოვეს ქვეყამნა და პრობლემა შეუქმნეს რუსეთს, ჩინეთსა და ირანს.
როგორც ჩანს, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ეს ერთგვარო „კომპენსაციაა“ იმ რესურსებისთვის, იმ ტრილიონობით დოლარისთვის, რაც მათ ავღანეთში ჩადეს.
რაც შეეხება რუსეთს, მის მახლობლად ცენტრალური აზიაა — სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელსაც შესაძლოა „თალიბანის“ რადიკალური ნაწილი დაესხას თავს. ავღანეთში რომ თალიბების ზომიერი ფრთა მოვიდეს სათავეში, ეს ისეთი საშიში არ იქნება. მაგრამ ისინი ვერ აკონტროლებენ რადიკალ თალიბებს.
სრულიად შესაძლებელია, რომ რადიკალებმა ცენტრალურ აზიასთან საზღვრის გადაკვეთა სცადონ, რათა მეზობელ ქვეყნებში საერო ხელისუფლებები ჩამოაგდონ. თუ ასეთი მცდელობები იქნება, ხოლო „თალიბანის“ ზომიერი ნაწილი ვერ შეძლებს ამ პროცესის გაკონტროლებას, მაშინ რუსეთს ჩარევა მოუწევს.
ამიტომ გარკვეულ პირობებში რუსეთი შეიძლება ჩა ერიოს, მაგრამ ის არ აპირებს თავად ავღანეთის ტერიტორიაზე გადასვლას — ამის საჭიროება არ არსებობს.
მაგრამ ბუფერული ზონის გაკონტროლება, მაგალითად, არტილერიისა და ავიაციის დახმარებით, სრულიად შესაძლებელია. შეიძლება სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობაც. ახლა ხომ, გარდა რუსეტისმ ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სამხედრო სწავლებების გარდა, რუსეთ-ჩინეთის წვრთნებიც მიმდინარეობს.
გამოდის, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებიც მზად არიან ამ ტერიტორიების დასაცავად. თალიბების მხრიდან რეალური საფრთხის შემთხვევაში მათთან ურთიერთქმედება შესაძლებელია.