https://sputnik-georgia.com/20210812/qabuli-SeiZleba-90dReSi-daeces-252561659.html
„თალიბანი“ უტევს: ქაბული შეიძლება 90 დღეში დაეცეს – დაზვერვის მონაცემები
„თალიბანი“ უტევს: ქაბული შეიძლება 90 დღეში დაეცეს – დაზვერვის მონაცემები
Sputnik საქართველო
გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65 პროცენტს აკონტროლებს. 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T09:13+0400
2021-08-12T09:13+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252397100_0:0:3080:1743_1920x0_80_0_0_10ed6e479e7005e43c100297bd2fad22.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის იზოლირება 30 დღეში, ხოლო მისი აღება 90 დღეში შეუძლია, იუწყება სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სამხედრო დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა დაზვერამ გააუარესა საკუთარი პროგნოზები „თალიბანის“ მზარდი წარმატებების ფონზე. თუმცა, როგორც წყარო ამბობს, გამორიცხული არ არის, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებმა გააძლიერონ წინააღმდეგობა და სიტუაციაში გარდატეხა შეიტანონ. გამოცემის ცნობით, ისლამისტები ამ დროისათვის ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებენ და უკვე დაიპყრეს ან დაპყრობით ემუქრებიან ჯამში 11 პროვინციის დედაქალაქს.ამ დროისათვის ქვეყნის დედაქალაქი ქაბული გადავსებულია ძალადობას გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეებით. წყაროს თქმით, ხვდებიან თუ არა ქალაქში „თალიბანის“ ბოევიკები, ძნელი სათქმელია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები დიპლომატიურ უწყებებში შევიდნენ და შეუტიონ მათ. უცხოეთის ქვეყნები ცდილობენ სასწრაფოდ გაიყვანონ თავიანთი მისიების თანამშრომლები ქალაქიდან.თალიბები ავღანეთში მასშტაბურ შეტევებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა დაიწყეს. ივლისის დასაწყისისთვის ავღანეთი ამერიკული კონტინგენტის 90%-ს ჰქონდა დატოვებული. ჯარების ბოლომდე გაყვანას შეერთებული შტატები აგვისტოს ბოლოსთვის გეგმავს. როგორც გაზეთი The New York Times წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანი“ პოზიციებს იმყარებს, გეგმების შეცვლას არ აპირებს.
https://sputnik-georgia.com/20210810/aSS-Talibebs-Setevebis-Sewyvetas-mosTxovs-252546506.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252397100_0:0:3080:1937_1920x0_80_0_0_a7aa7434ed2661bfb79ff3b13fe4ad85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
„თალიბანი“ უტევს: ქაბული შეიძლება 90 დღეში დაეცეს – დაზვერვის მონაცემები
09:13 12.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65 პროცენტს აკონტროლებს.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის იზოლირება 30 დღეში, ხოლო მისი აღება 90 დღეში შეუძლია, იუწყება სააგენტო
Reuters-ი აშშ-ის სამხედრო დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა დაზვერამ გააუარესა საკუთარი პროგნოზები „თალიბანის“ მზარდი წარმატებების ფონზე. თუმცა, როგორც წყარო ამბობს, გამორიცხული არ არის, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებმა გააძლიერონ წინააღმდეგობა და სიტუაციაში გარდატეხა შეიტანონ.
გამოცემის ცნობით, ისლამისტები ამ დროისათვის ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებენ და უკვე დაიპყრეს ან დაპყრობით ემუქრებიან ჯამში 11 პროვინციის დედაქალაქს.
ამ დროისათვის ქვეყნის დედაქალაქი ქაბული გადავსებულია ძალადობას გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეებით. წყაროს თქმით, ხვდებიან თუ არა ქალაქში „თალიბანის“ ბოევიკები, ძნელი სათქმელია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები დიპლომატიურ უწყებებში შევიდნენ და შეუტიონ მათ. უცხოეთის ქვეყნები ცდილობენ სასწრაფოდ გაიყვანონ თავიანთი მისიების თანამშრომლები ქალაქიდან.
თალიბები ავღანეთში მასშტაბურ შეტევებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა დაიწყეს. ივლისის დასაწყისისთვის ავღანეთი ამერიკული კონტინგენტის 90%-ს ჰქონდა დატოვებული. ჯარების ბოლომდე გაყვანას შეერთებული შტატები აგვისტოს ბოლოსთვის გეგმავს. როგორც გაზეთი The New York Times წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანი“ პოზიციებს იმყარებს, გეგმების შეცვლას არ აპირებს.