https://sputnik-georgia.com/20210810/aSS-Talibebs-Setevebis-Sewyvetas-mosTxovs-252546506.html
დოჰაში მოლაპარაკებები იწყება: აშშ თალიბებს შეტევების შეწყვეტას მოსთხოვს
დოჰაში მოლაპარაკებები იწყება: აშშ თალიბებს შეტევების შეწყვეტას მოსთხოვს
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე, რომელსაც „თალიბანის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან, აშშ-ის სპეცწარმომადგენელი ავღანეთში შეტევების შეწყვეტას მოითხოვს. 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T09:32+0400
2021-08-10T09:32+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252405609_0:94:3043:1806_1920x0_80_0_0_eb194ee4fab5e73f562ea1207780c024.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის შერიგების საკითხებში ზალმაი ჰალილზადი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრა, რათა მოლაპარაკებები აწარმოოს ავღანეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოუწოდოს თალიბებს, შეწყვიტონ შეტევა, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე.სააგენტო РИА Новости-ს წყაროს ინფორმაციით, დოჰაში მოლაპარაკებებს, რომელიც დღეს, სამშაბათს დაიწყება, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.ავღანეთში სამთავრობო ძალებისა და „თალიბანის“ დაპირისპირება გრძელდება. ბოლო თვეების განმავლობაში თალიბებმა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს სოფლებსა და საზღვრისპირა რაიონებში და დიდ ქალაქებზე შეტევები წამოიწყეს. 6 აგვისტოს თალიბებმა განაცხადეს, რომ აღებული აქვთ 34-დან ხუთი პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრები, მათ შორის ქალაქი კუნდუზი. დასავლური მედიის აზრით, კუნდუზის „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასვლა შესაძლოა ავღანეთის სიტუაციაში გარდატეხის მომასწავებელი იყოს. თუმცა ოფიციალური ქაბული უარყოფს ინფორმაციას, რომ კუნდუზზე კონტროლი დაკარგა.ესკალაცია ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის ფონზე მიმდინარეობს. ვაშინგტონმა და „თალიბანის“ წარმომადგენლებმა 2020 წელს სწორედ დოჰაში მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, რაც პირველი შემთხვევა იყო 18-წლიანი ომის განმავლობაში. შეთანხმება ითვალისწინებდა ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანას 14 თვის განმავლობაში და დიალოგის დაწყებას ტყვეების გაცვლის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210804/avganetshi-tavdacvis-ministris-movaleobebis-shemruleblis-saxls-tavs-daesxnen-252499872.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252405609_176:0:2905:2047_1920x0_80_0_0_c07980ba79b514337a6b8170e630f45e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
დოჰაში მოლაპარაკებები იწყება: აშშ თალიბებს შეტევების შეწყვეტას მოსთხოვს
09:32 10.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) შეხვედრაზე, რომელსაც „თალიბანის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან, აშშ-ის სპეცწარმომადგენელი ავღანეთში შეტევების შეწყვეტას მოითხოვს.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის შერიგების საკითხებში ზალმაი ჰალილზადი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრა, რათა მოლაპარაკებები აწარმოოს ავღანეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოუწოდოს თალიბებს, შეწყვიტონ შეტევა, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის
საიტზე.
„სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი რაუნდებისას რეგიონის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, ასევე მრავალეროვნული ორგანიზაციები ძალადობის დონის შემცირებას და ცეცხლის შეწყვეტას, ასევე ძალით თავს მოხვეული მთავრობის არაღიარებას მოითხოვენ“, — წერია რელიზში.
სააგენტო
РИА Новости-ს წყაროს ინფორმაციით, დოჰაში მოლაპარაკებებს, რომელიც დღეს, სამშაბათს დაიწყება, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ავღანეთში სამთავრობო ძალებისა და „თალიბანის“ დაპირისპირება გრძელდება. ბოლო თვეების განმავლობაში თალიბებმა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს სოფლებსა და საზღვრისპირა რაიონებში და დიდ ქალაქებზე შეტევები წამოიწყეს. 6 აგვისტოს თალიბებმა განაცხადეს, რომ აღებული აქვთ 34-დან ხუთი პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრები, მათ შორის ქალაქი კუნდუზი. დასავლური მედიის აზრით, კუნდუზის „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასვლა შესაძლოა ავღანეთის სიტუაციაში გარდატეხის მომასწავებელი იყოს. თუმცა ოფიციალური ქაბული უარყოფს ინფორმაციას, რომ კუნდუზზე კონტროლი დაკარგა.
ესკალაცია ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის ფონზე მიმდინარეობს. ვაშინგტონმა და „თალიბანის“ წარმომადგენლებმა 2020 წელს სწორედ დოჰაში მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, რაც პირველი შემთხვევა იყო 18-წლიანი ომის განმავლობაში. შეთანხმება ითვალისწინებდა ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანას 14 თვის განმავლობაში და დიალოგის დაწყებას ტყვეების გაცვლის შემდეგ.