https://sputnik-georgia.com/20210813/Talibanma-yandagari-dageraTi-aiRo-252570601.html
მასშტაბური შეტევა: „თალიბანმა“ ყანდაგარი და გერათი აიღო
მასშტაბური შეტევა: „თალიბანმა“ ყანდაგარი და გერათი აიღო
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ქალაქებიდან გაიქცნენ. 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T10:08+0400
2021-08-13T10:08+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252309784_0:43:1600:948_1920x0_80_0_0_9df6ac3443ad17cfe885c0fcc7c2396e.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაგარი, ასევე ქალაქი გერათი აიღო, იუწყება სააგენტო Associated Press ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.როგორც სააგენტო წერს, „ყანდაგარისა და გერათის აღება ყველაზე დიდი ჯილდოა თალიბებისთვის“, რომლებიც ამ დროისათვის უკვე ავღანეთის 34-დან 12 პროვინციის დედაქალაქს ფლობენ.გავრცელებული ინფორმაციით, ყანდაგარი ხუთშაბათ საღამოს დაეცა მძიმე ბრძოლების შემდეგ. თალიბებმა დაიკავეს გუბერნატორის ოფისი, უშიშროების ძალების შტაბი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ჩინოვნიკები და მათი გარემოცვა ქალაქიდან გაიქცა, ხოლო ქალაქში დატოვებული იარაღი, საბრძოლო მასალები და სატრანსპორტო საშუალებები „თალიბანის“ ხელში გადავიდა.რაც შეეხება გერათს, თალიბები მას ბოლო ორი კვირის განმავლობაში უტევდნენ. შეტევის ტალღა დროებით შეაჩერა გენერალ ისმაილ ჰანისა და მისი ჯარების ქალაქში ჩასვლამ, თუმცა ხუთშაბათს, დღისით ბოევიკებმა დაცვა გაარღვიეს და ქალაქი აიღეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თალიბებმა გერათის სამთავრობო შენობები დაიკავეს და ვითარებას აკონტროლებენ.თვითმხილველების თქმით, გუბერნატორმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ქაბულში გაფრენა მოასწრეს.თალიბები ავღანეთში მასშტაბურ შეტევებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა დაიწყეს. ივლისის დასაწყისისთვის ავღანეთი ამერიკული კონტინგენტის 90%-ს ჰქონდა დატოვებული. ჯარების ბოლომდე გაყვანას შეერთებული შტატები აგვისტოს ბოლოსთვის გეგმავს. როგორც გაზეთი The New York Times წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანი“ პოზიციებს იმყარებს, გეგმების შეცვლას არ აპირებს.
https://sputnik-georgia.com/20210812/qabuli-SeiZleba-90dReSi-daeces-252561659.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252309784_0:0:1600:1006_1920x0_80_0_0_eee9973862072854565394cdeb063e95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მასშტაბური შეტევა: „თალიბანმა“ ყანდაგარი და გერათი აიღო
10:08 13.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ქალაქებიდან გაიქცნენ.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაგარი, ასევე ქალაქი გერათი აიღო, იუწყება სააგენტო
Associated Press ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტო წერს, „ყანდაგარისა და გერათის აღება ყველაზე დიდი ჯილდოა თალიბებისთვის“, რომლებიც ამ დროისათვის უკვე ავღანეთის 34-დან 12 პროვინციის დედაქალაქს ფლობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ყანდაგარი ხუთშაბათ საღამოს დაეცა მძიმე ბრძოლების შემდეგ. თალიბებმა დაიკავეს გუბერნატორის ოფისი, უშიშროების ძალების შტაბი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ჩინოვნიკები და მათი გარემოცვა ქალაქიდან გაიქცა, ხოლო ქალაქში დატოვებული იარაღი, საბრძოლო მასალები და სატრანსპორტო საშუალებები „თალიბანის“ ხელში გადავიდა.
რაც შეეხება გერათს, თალიბები მას ბოლო ორი კვირის განმავლობაში უტევდნენ. შეტევის ტალღა დროებით შეაჩერა გენერალ ისმაილ ჰანისა და მისი ჯარების ქალაქში ჩასვლამ, თუმცა ხუთშაბათს, დღისით ბოევიკებმა დაცვა გაარღვიეს და ქალაქი აიღეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თალიბებმა გერათის სამთავრობო შენობები დაიკავეს და ვითარებას აკონტროლებენ.
თვითმხილველების თქმით, გუბერნატორმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ქაბულში გაფრენა მოასწრეს.
თალიბები ავღანეთში მასშტაბურ შეტევებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა დაიწყეს. ივლისის დასაწყისისთვის ავღანეთი ამერიკული კონტინგენტის 90%-ს ჰქონდა დატოვებული. ჯარების ბოლომდე გაყვანას შეერთებული შტატები აგვისტოს ბოლოსთვის გეგმავს. როგორც გაზეთი The New York Times წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანი“ პოზიციებს იმყარებს, გეგმების შეცვლას არ აპირებს.