როგორ ცხოვრობს და რა განწყობები აქვს საქართველოს მოსახლეობას – გამოკითხვის შედეგები

© photo: Sputnikახალგაზრდა წყვილი აბანოთუბანში
ახალგაზრდა წყვილი აბანოთუბანში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
გამოკითხვა შეეხო საქართველოს განვითარების მიმართულების, სოციალური სფეროს საკითხებს, ასევე კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციას.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილების დეფიციტი, ფასების ზრდა, უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით, ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია – ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც საქართველოში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარდა.
გამოკითხვა 13–25 ივლისის პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლებ პერიოდში ჩატარდა. სულ ტელეფონის საშუალებით გამოიკითხა 2.016 ადამიანი. ცდომილება +/-1,3%-ია.

მთავარი საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას

გამოკითხულთა 49% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
დემოკრატიის არარსებობის შესახებ განაცხადა გამოკითხულთა 51%-მა, 35% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არსებობს. 13%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
NDI: საქართველოს მოსახლეობას არც ერთი პარტია არ მოსწონს
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ პრობლემებს, ესაა სამუშაო ადგილების დეფიციტი, სიღარიბე და ფასების ზრდა.
ამასთან, მიმდინარე წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით სამუშაო ადგილების საკითხი მოსახლეობას შედარებით ნაკლებად აწუხებს, ხოლო სიღარიბე და ფასების ზრდა უფრო აქტუალური გახდა.
ჩამონათვალში ასევე მოხვდა პენსიები, განათლება, კორონავირუსი და კორუფცია.
ამასთან, როგორც გამოკითხვამ აჩვენა, მოსახლეობას ყველაზე ნაკლებად აწუხებს სამართლიანი არჩევნების და სამართლიანობის აღდგენის საკითხები. ამ საკითხებისადმი ინტერესი თბილისში გაცილებით მაღალია, ვიდრე რეგიონებში.
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი ადგილობრივ არჩევნებზე – გამოკითხვის შედეგები
ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისას გამოკითხულებმა განაცხადეს, რომ ყველაზე მთავარი პრობლემებია უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე, ლარის გაუფასურება და დაბალი ხელფასები. მაგრამ სიღარიბესა და უმუშევრობაზე საუბრობს უფრო მეტად რეგიონების მოსახლეობა, თბილისელები დაბალ ხელფასებსა და ლარის გაუფასურებას უჩივიან.
ამასთან გამოკითხულთა 32% დასაქმებულია, 22% – უმუშევარი, 16% – პენსიონერი, ხოლო 14% – სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირია.
ამავე დროს გამოკითხულებმა განაცხადეს, რომ მათი მდგომარეობა გაუარესდა კორონავირუსის პანდემიის გამო.

კორონავირუსის პანდემია

მართალია, გამოკითხულთა უმრავლესობა კმაყოფილია იმით, როგორ უმკლავდება მთავრობა კორონავირუსს, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები მათში კითხვებს აჩენს.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
რომელ ვაქცინას ენდობიან ყველაზე მეტად საქართველოში – გამოკითხვა
NDI-ს მონაცემებით, კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის მიერ გატარებული ზომებით კმაყოფილია 53%, უკმაყოფილოა – 37%, 10%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. ამავე დროს 45% დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ცუდად, 37% – კარგად, 18%-ს პასუხის გაცემა უჭირს. ამასთან 42%-მა განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია. ამავე დროს 56%-მა განაცხადა, რომ არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაზე, მათი ძირითადი ნაწილი სოფლად მცხოვრები პირია.
კითხვაზე, „აპირებენ თუ არა ისინი აცრის ჩატარებას“, გამოკითხულთა 47%-მა თქვა „არა“, 35% მზად არის აიცრას, 7%-მა განაცხადა, რომ უკვე აცრილია, 11%-ს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. ამასთან რეგიონებში ვაქცინის მოწინააღმდეგეები მეტი არიან, ვიდრე თბილისში.
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
კოვიდ-ინფიცირებული პირებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა
ვაქცინაზე უარის თქმის მთავარი მიზეზები შემდეგია: უნდობლობა ვაქცინის ხარისხის მიმართ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და პანდემიასთან ვაქცინის გარეშე გამკლავების შესაძლებლობა.
რაც შეეხება მოქალაქეების მოლოდინებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა შორის ჭარბობს პესიმისტური განწყობები და მათი 42% მიიჩნევს, რომ შემდგომში ვითარება გაუარესდება, 25% – პროგნოზს ვერ აკეთებს, 23%-ს სჯერა, რომ ყველაზე უარესი უკვე წარსულშია და მხოლოდ 10% აცხადებს, რომ კორონავირუსი პრობლემას არ წარმოადგენს.
ამასთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის გამოკითხულებმა მთავარ პრობლემებს შორის დაასახელეს მედიკამენტების ფასები, მკურნალობის საფასური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები.

რა აწუხებს რეგიონების მოსახლეობას

გამოკითხვა შეეხო ადგილებზე არსებულ საკითხებს, რაც მოსახლეობას აწუხებს. გამოკითხულებმა მთავარ პრობლემებს შორის დაასახელეს გზები, წყალმომარაგება, გარემოს დაბინძურება, ტრანსპორტის მოძრაობა და გამწვანება. ამასთან გზების და წყალმომარაგების საკითხები რეგიონებისთვის უფრო საჭირბოროტო საკითხებია, ვიდრე დედაქალაქისთვის, სადაც მთავარ პრობლემად ეკოლოგიას და საგზაო მოძრაობას ასახელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0