რომელ ვაქცინას ენდობიან ყველაზე მეტად საქართველოში – გამოკითხვა

© AP Photo / Mary Altafferვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა IRI-მ საქართველოს ათ რეგიონში 15-დან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1.500 ადამიანი.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის ყველაზე პოპულარული ვაქცინა ამჟამად საქართველოში ამერიკულ–გერმანული წარმოების Pfizer-ია.
Pfizer-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ ვაქცინას გამოკითხულთა 25% ენდობა. 8% ირჩევს Sinopharm-ს, 7% – Astrazeneca-ს, 4% – Sinovac-ს. პასუხის გაცემა გაუჭირდა რესპონდენტების 27%-ს.
ამასთან, გამოკითხულთა 18% მზადაა, დაუყოვნებლივ ჩაიტაროს აცრა, 19% – რაღაც დროის გასვლის შემდეგ. კიდევ 7%-მა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში აიცრება, თუ ამას კანონი დაავალდებულებს.
საქართველოს ათ რეგიონში სულ გამოიკითხა 1.500 ადამიანი.
კვლევა 15–30 ივნისის პერიოდში ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0