https://sputnik-georgia.com/20210812/kovidinpicirebuli-pirebistvis-axali-portali-amoqmedda-252563820.html
კოვიდ-ინფიცირებული პირებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა
კოვიდ-ინფიცირებული პირებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
დღეისათვის ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო. 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T12:19+0400
2021-08-12T12:19+0400
2023-08-17T18:13+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260274_0:126:3000:1822_1920x0_80_0_0_fee879ecc8648d035fe9956e1ee15be1.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც კოვიდ-ინფიცირებული პირები პორტალზე https://er.moh.gov.ge/ დარეგისტრირდებიან, აღნიშნული ინფორმაცია „112“-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.ახალი პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრ „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა, რომლის დანერგვის მიზანი მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნაა.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.
https://sputnik-georgia.com/20210812/kovid-statistika-regionebis-mixedvit-252561505.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260274_0:31:3000:1917_1920x0_80_0_0_77f421856aeaef640cae5faea341cab3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
კოვიდ-ინფიცირებული პირებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა
12:19 12.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) დღეისათვის ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც კოვიდ-ინფიცირებული პირები პორტალზე
https://er.moh.gov.ge/ დარეგისტრირდებიან, აღნიშნული ინფორმაცია „112“-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
ახალი პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრ „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა, რომლის დანერგვის მიზანი მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნაა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.