NDI: საქართველოს მოსახლეობას არც ერთი პარტია არ მოსწონს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ ენდობა.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ნახევარს არც ერთი პარტია არ მოსწონს – ასეთია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვა 3–25 ივლისის პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლებ პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2.016 ადამიანი. ცდომილება +/-1,3%-ია.
საქართველოს დროშები საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოკითხვა არჩევნების წინ: პოლიტიკოსთა მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება
კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს“, გამოკითხულთა 51%-მა უპასუხა, რომ არც ერთი. 19%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ან თქვა, რომ არ იცის.
რაც შეეხება დანარჩენ გამოკითხულებს, მათი სიმპათია ამგვარად გადანაწილდა: 18% – მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, 6% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 6% – სხვა პარტიები.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხულთა 61% მზადაა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, 18% შეიძლება წავიდეს არჩევნებზე. არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 16%, პასუხი არ იცის – 3%-მა.
NDI-ს გამოკითხვა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მეორე დიდი კვლევაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩატარდა. მანამდე გამოკითხვის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) წარმოადგინა.
პარტია NDI-ს გამოკითხვა IRI-ს გამოკითხვა
„ქართული ოცნება" 18% 28%
„ნაციონალური მოძრაობა“ 6% 15%
სხვა პარტიები 6% 29%
არც ერთი პარტია 51%
ამგვარად, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რეიტინგებში ლიდერობს „ქართული ოცნება“. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“.
თუმცა პარტიები არ ენდობიან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს და აცხადებენ, რომ ყველაზე მთავარი გამოკითხვა არჩევნების დღეს – 2 ოქტომბერს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0