ღარიბაშვილი: ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია

© photo: Government of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებსა და შეზღუდვებს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ამ დროს აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
რატომ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში - გაბუნიას განმარტება>>
ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკას არ შეაჩერებს, რადგან ეს არის მცდარი გზა.
„ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20.000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, მთავრობის ამოცანაა – მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილიონი აცრა ჩატარდეს.
„ეს მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
პრემიერი: მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ჩაკეტვით და ხელახლა შეზღუდვების დაწესებით ვირუსი ვერ დამარცხდება და ვირუსის გამკლავების მთავარი გზა ამ ეტაპზე ვაქცინაციაა. ამიტომ პრემიერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.
„საბოლოო ჯამში ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციაში. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, სოციალური მედიით, ტელევიზიით. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას, რომელმაც შექმნა ეს უნიკალური საშუალება და გამოსავალი, როგორიც არის ვაქცინა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის.
„მთავარი გამოწვევა იქნება საგარეო ვალის შემცირება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და, ზოგადად, ამ პროცესის მართვა, რასაც ჩვენ ძალიან ეფექტიანად მოვახერხებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ღარიბაშვილი: ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს. ბოლო მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში ცირკულირებული ვირუსის შემთხვევებიდან 80% სწორედ ინდური ვარიანტია.
ამ დროისთვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
რამდენ ხანს გაგრძელდება მეოთხე ტალღის პიკი და რას პროგნოზირებენ ეპიდემიოლოგები>>
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური