https://sputnik-georgia.com/20210802/premieri-vaqcinacia-usafrTxoa-252484041.html
პრემიერი: მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო
პრემიერი: მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის საქართველოში იმუნიზაციის პროცესი Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T14:18+0400
2021-08-02T14:18+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875256_0:167:3071:1894_1920x0_80_0_0_46d41438577054645933a76b1e2d9924.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ვაქცინა გვიცავს და კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ დროულად ჩავიტაროთ ვაქცინაცია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინების ორ მილიონზე მეტი დოზაა და ვაქცინაციის არეალი ეტაპობრივად ფართოვდება.ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით მოსახლეობა მეცნიერებსა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს უნდა ენდოს და არა დეზინფორმატორებს.ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს – აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება>>მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა 500 ათასი დოზა Pfizer-ის, 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის, ასევე AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა ვაქცინა.ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac. ქვეყანაში შაბათს Pfizer-ის დამატებითი პარტია შემოვიდა – 163 ათასი დოზა.საქართველო ამჟამად ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება ვაქცინაციაზე ასაკობრივი შეზღუდვის შემცირების თაობაზე. რეკომენდაციის შემთხვევაში ქვეყანა მზადაა, ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით 12 წელს ზემოთ ასაკის პირებიდან დაიწყოს.ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 423 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 386 ათასზე მეტი პირი, გარდაიცვალა 5.876 ადამიანი.ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 506.780 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 161.542 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210802/RaribaSvili-qveyana-veRar-gauZlebs-daketvas-SezRudvebs-252483845.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875256_158:0:2889:2048_1920x0_80_0_0_4d325520b5d9f24ec181b305d7763cc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
პრემიერი: მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო
14:18 02.08.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ამ დროისათვის საქართველოში იმუნიზაციის პროცესი Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ვაქცინა გვიცავს და კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ დროულად ჩავიტაროთ ვაქცინაცია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინების ორ მილიონზე მეტი დოზაა და ვაქცინაციის არეალი ეტაპობრივად ფართოვდება.
„ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს. გვინდა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაციაა საჭირო. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით მოსახლეობა მეცნიერებსა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს უნდა ენდოს და არა დეზინფორმატორებს.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა 500 ათასი დოზა Pfizer-ის, 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის, ასევე AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა ვაქცინა.
ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac. ქვეყანაში შაბათს Pfizer-ის დამატებითი პარტია შემოვიდა – 163 ათასი დოზა.
საქართველო ამჟამად ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება ვაქცინაციაზე ასაკობრივი შეზღუდვის შემცირების თაობაზე. რეკომენდაციის შემთხვევაში ქვეყანა მზადაა, ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით 12 წელს ზემოთ ასაკის პირებიდან დაიწყოს.
ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 423 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 386 ათასზე მეტი პირი, გარდაიცვალა 5.876 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 506.780 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 161.542 ადამიანი.