რამდენ ხანს გაგრძელდება მეოთხე ტალღის პიკი და რას პროგნოზირებენ ეპიდემიოლოგები

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები კოვიდ-რეგულაციების აღსრულების გამკაცრებისა და შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობენ.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ ვაქცინაციით და რეგულაციების მკაცრი დაცვითაა შესაძლებელი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
იმნაძის განცხადებით, სპეციალისტების პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. ქვეყანა ახლა არის ეპიდაფეთქების პიკში, რაც 2-3 კვირა მაინც გაგრძელდება.
„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. ვიანგარიშოთ, რომ 1.000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს. სამწუხაროდ, ასეთია სტატისტიკა“, – განაცხადა იმნაძემ.
ეპიდემიოლოგები გართულებული ეპიდვითარების ფონზე ჯანდაცვის სექტორში სერიოზულ კრიზისს პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, მწვავე პერიოდი ამჯერად უფრო დიდხანს გაგრძელდება და აგვისტოს ბოლომდე გასტანს.
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს – იმნაძე
შექმნილ ვითარებაში სპეციალისტები სრულ ჩაკეტვაზე გაცილებით ეფექტურად ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებს მიიჩნევენ.
ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს. ბოლო მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში ცირკულირებული ვირუსის შემთხვევებიდან 80% სწორედ ინდური ვარიანტია.
„გარკვეული შეზღუდვები უნდა იქნას შემოღებული, მე პირადად არ ვარ მომხრე სრული „ლოკდაუნის“. ეს ეხება იმ ადგილებს და რეგიონებს, სადაც მაღალია მობილობა და რისკები, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს, ანუ ზღვისპირეთს. უნდა მოხდეს არსებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრება, ასევე ვაქცინაცია უნდა წავიდეს უფრო სწრაფი ტემპით“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
კაფე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
„სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს რეგულაციები“: ეპიდემიოლოგები საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და შემთხვევების მატებას სამედიცინო სექტორი ვეღარ გაუძლებს.
„რადგანაც ვაქცინაციის პროცესი სრული იმუნიზაციის დასრულებამდე მოითხოვს თვეზე მეტ პერიოდს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება. რაციონალური შეზღუდვები აუცილებლად შემოსაღებია. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ტოტალური „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე", – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, თუ შეზღუდვები დროულად არ დაწესდება, მივიღებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას – ადამიანები ვეღარ მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და შეიძლება სახლებში დაიღუპონ. სამედიცინო სისტემა ამ პიკურ ვითარებას მხოლოდ ორ კვირამდე თუ გაუძლებს, მიიჩნევს კულუმბეგოვი.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამყრელიძე: თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, ვიფიქრებთ შეზღუდვების გამკაცრებაზე
ამ დროისათვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0