https://sputnik-georgia.com/20210804/agvistos-bolos-koronavirusis-msxverplTa-raodenoba-SeiZleba-gasammagdes-imnaZe-252505689.html
აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს – იმნაძე
აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს – იმნაძე
Sputnik საქართველო
საქართველოში „ინდურ“ შტამთან ერთად, რომელიც ინფიცირების 80%–ს შეადგენს, უკვე დაფიქსირდა ახალი ძალიან საშიში „დელტა პლუსის“ შტამის ათი შემთხვევა 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T19:44+0400
2021-08-04T19:44+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1b/250464792_0:0:2048:1159_1920x0_80_0_0_6b64cbe6824f48c0148f366f702af400.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ამერიკული ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მონაცემებით, აგვისტოს ბოლოს საქართველოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს. ამ კვლევის შედეგებს ეთანხმება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე.„სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს რეგულაციები“: ეპიდემიოლოგები საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ>>მისი თქმით, თუ ადამიანები არ აიცრებიან, ამ სცენარს ვერ გავექცევით.ამჟამად საქართველოში უკვე დაფიქსირდა ახალი შტამის „დელტა პლუსის“ ათი შემთხვევა. იმნაძის თქმით, თბილისსა და ბათუმში გამოვლენილი თითქმის ყველა შემთხვევა დელტა–შტამია. კორონავირუსის აქტიური შემთხვევების 80% საქართველოში დელტა–შტამია.პირველად „დელტა პლუსზე“ ჯანდაცვის სახელმწიფო სააგენტო Public Health England-მა მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ შტამით ინდოეთში ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს დაინფიცირდნენ.ე.წ. დელტა („ინდური შტამი“) პირველად ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს. ჯანმომ „ინდურ შტამს“ ორჯერ უფრო გადამდები უწოდა, ვიდრე ჩინურია.„ინდური შტამისგან“ განსხვავებით „დელტა პლუსს“ ისეთი მუტაცია აქვს, რომელიც ვირუსს ადამიანის ფილტვების უჯრედებთან სწრაფ დაკავშირებაში ეხმარება.
https://sputnik-georgia.com/20210802/premieri-vaqcinacia-usafrTxoa-252484041.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1b/250464792_0:0:2048:1287_1920x0_80_0_0_4eca5d7d23b2faa7a26f56a9cf455a8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს – იმნაძე
19:44 04.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში „ინდურ“ შტამთან ერთად, რომელიც ინფიცირების 80%–ს შეადგენს, უკვე დაფიქსირდა ახალი ძალიან საშიში „დელტა პლუსის“ შტამის ათი შემთხვევა
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ამერიკული ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მონაცემებით, აგვისტოს ბოლოს საქართველოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს. ამ კვლევის შედეგებს ეთანხმება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე.
მისი თქმით, თუ ადამიანები არ აიცრებიან, ამ სცენარს ვერ გავექცევით.
„ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა დაანახო. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა იმნაძემ.
ამჟამად საქართველოში უკვე დაფიქსირდა ახალი შტამის „დელტა პლუსის“ ათი შემთხვევა. იმნაძის თქმით, თბილისსა და ბათუმში გამოვლენილი თითქმის ყველა შემთხვევა დელტა–შტამია. კორონავირუსის აქტიური შემთხვევების 80% საქართველოში დელტა–შტამია.
პირველად „დელტა პლუსზე“ ჯანდაცვის სახელმწიფო სააგენტო Public Health England-მა მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ შტამით ინდოეთში ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს დაინფიცირდნენ.
ე.წ. დელტა („ინდური შტამი“) პირველად ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს. ჯანმომ „ინდურ შტამს“ ორჯერ უფრო გადამდები უწოდა, ვიდრე ჩინურია.
„ინდური შტამისგან“ განსხვავებით „დელტა პლუსს“ ისეთი მუტაცია აქვს, რომელიც ვირუსს ადამიანის ფილტვების უჯრედებთან სწრაფ დაკავშირებაში ეხმარება.