https://sputnik-georgia.com/20210802/RaribaSvili-ekonomikis-aRdgena-swrafi-tempiT-mimdinareobs-252484395.html
ღარიბაშვილი: ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
ღარიბაშვილი: ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
„საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ივნისში 18,7%-ს შეადგენდა. კიდევ უფრო მაღალი იყო ის აპრილსა და მაისში. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T14:31+0400
2021-08-02T14:31+0400
2021-10-19T18:02+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141582_0:80:3068:1806_1920x0_80_0_0_96305f814b8e99c095f42e096a976de2.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ივნისში 18,7%-ით გაიზარდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.პრემიერის თქმით, მთავრობის სწორი პოლიტიკის წყალობით ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა სწრაფად მიმდინარეობს.„მინდა გამოვეხმაურო „საქსტატის“ მაჩვენებლებს. მოგეხსენებათ, პარასკევს ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ივნისის თვის მაჩვენებელი, რომელმაც 18,7% შეადგინა. ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის აღდგენა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად აპრილში ზრდა იყო 45%-იანი, მაისში – 25%-იანი, ხოლო ივნისში დაფიქსირდა 18,7%.„მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს, რათა ახალი პროექტების დაფინანსებას ხელი შევუწყოთ. ამისთვის ნათია თურნავა დღეს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ შესაბამისად განახლებულ პაკეტს წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.მისი თქმით, საქართველოში ნახევარ წელიწადში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 12,8% შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210731/rekorduli-ekonomikuri-zrda-saqarTveloSi-gamoqveynda-axali-statistika-252468778.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141582_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_bf6bdabb692dd3562ac1e99f470f8e49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ღარიბაშვილი: ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
14:31 02.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ივნისში 18,7%-ს შეადგენდა. კიდევ უფრო მაღალი იყო ის აპრილსა და მაისში.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ივნისში 18,7%-ით გაიზარდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, მთავრობის სწორი პოლიტიკის წყალობით ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა სწრაფად მიმდინარეობს.
„მინდა გამოვეხმაურო „საქსტატის“ მაჩვენებლებს. მოგეხსენებათ, პარასკევს ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ივნისის თვის მაჩვენებელი, რომელმაც 18,7% შეადგინა. ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის აღდგენა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად აპრილში ზრდა იყო 45%-იანი, მაისში – 25%-იანი, ხოლო ივნისში დაფიქსირდა 18,7%.
„მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს, რათა ახალი პროექტების დაფინანსებას ხელი შევუწყოთ. ამისთვის ნათია თურნავა დღეს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ შესაბამისად განახლებულ პაკეტს წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოში ნახევარ წელიწადში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 12,8% შეადგინა.