https://sputnik-georgia.com/20210805/gabunia-ratom-izrdeba-koronavirusis-SemTxvevebi-qveyanaSi-252512008.html
რატომ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში – თამარ გაბუნიას განმარტება
რატომ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში – თამარ გაბუნიას განმარტება
Sputnik საქართველო
ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია დიდი თავშეყრები და არსებული წესების, რეკომენდაციების უგულებელყოფა, აცხადებს მინისტრის მოადგილე. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T15:43+0400
2021-08-05T15:43+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270690_0:242:2401:1600_1920x0_80_0_0_c3d6016740d2525fd67232f752936224.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ერთმნიშვნელოვნად ტურიზმს არ უკავშირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.რამდენ ხანს გაგრძელდება მეოთხე ტალღის პიკი და რას პროგნოზირებენ ეპიდემიოლოგები>>მისი თქმით, ინფექციის გავრცელებას ყველაზე მეტად იწვევს გაცემული რეკომენდაციების უგულებელყოფა და დიდი საზოგადოებრივი თავშეყრები.გაბუნიამ განმარტა, რომ ვირუსის გავრცელება ხდება ოჯახურ თავშეყრებზე, ასევე ქორწილებსა და სხვა უკონტროლო ღონისძიებებზე.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210805/gabunia-bavSvebSi-koronavirusis-gavrcelebis-Sesaxeb-252511725.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270690_138:326:2165:1600_1920x0_80_0_0_fb2c62e948fb08a16b98e34a8d5adfd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რატომ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში – თამარ გაბუნიას განმარტება
15:43 05.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია დიდი თავშეყრები და არსებული წესების, რეკომენდაციების უგულებელყოფა, აცხადებს მინისტრის მოადგილე.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ერთმნიშვნელოვნად ტურიზმს არ უკავშირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ინფექციის გავრცელებას ყველაზე მეტად იწვევს გაცემული რეკომენდაციების უგულებელყოფა და დიდი საზოგადოებრივი თავშეყრები.
„დღეს მიმდინარე ღონისძიებები გარკვეული წესების დაცვით იმართება. მთავარი რისკი არის იქ, სადაც იმ წესების დაცვა არ და ვერ ხდება, თორემ სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზღვრულია და დისტანცია, წესი დაცულია, ის „ბუსტერს“ არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიამ განმარტა, რომ ვირუსის გავრცელება ხდება ოჯახურ თავშეყრებზე, ასევე ქორწილებსა და სხვა უკონტროლო ღონისძიებებზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია.