https://sputnik-georgia.com/20210805/gabunia-bavSvebSi-koronavirusis-gavrcelebis-Sesaxeb-252511725.html
გაბუნია: ბავშვებში ვირუსის გავრცელების შემთხვევები გვაქვს, თუმცა მდგომარება უკეთესია
გაბუნია: ბავშვებში ვირუსის გავრცელების შემთხვევები გვაქვს, თუმცა მდგომარება უკეთესია
Sputnik საქართველო
კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები ბავშვებში კვლავ არის, მიუხედავად ამისა, პედიატრიული საწოლფონდი ქვეყანაში არ არის დატვირთული, აცხადებს თამარ გაბუნია. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T14:52+0400
2021-08-05T14:52+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/42/248164267_0:5:1728:977_1920x0_80_0_0_09d6ddf0691785f4640a8107761dbbd7.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ბავშვებთან მიმართებით შედარებით უკეთესია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა ბავშვებისთვის დამატებული ჰოსპიტალური საწოლები ამ ეტაპზე გადატვირთული არ არის.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210805/epidemiologebis-prognozi-ramden-xans-gagrZeldeba-meoTxe-talRis-piki-252510536.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/42/248164267_347:123:1605:1066_1920x0_80_0_0_ebe42e9db2e622f2686154971a3f9cfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გაბუნია: ბავშვებში ვირუსის გავრცელების შემთხვევები გვაქვს, თუმცა მდგომარება უკეთესია
14:52 05.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები ბავშვებში კვლავ არის, მიუხედავად ამისა, პედიატრიული საწოლფონდი ქვეყანაში არ არის დატვირთული, აცხადებს თამარ გაბუნია.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ბავშვებთან მიმართებით შედარებით უკეთესია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა ბავშვებისთვის დამატებული ჰოსპიტალური საწოლები ამ ეტაპზე გადატვირთული არ არის.
„რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა რჩება, თუმცა დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი, პანიკაც, შიშიც გაქრა პირველი ტალღის შემდეგ და ბავშვების დიდი ნაწილი რჩება ოჯახში საწყისი შეფასების შემდეგ“, – განაცხადა გაბუნიამ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია.