https://sputnik-georgia.com/20210716/areuloba-TbilisSi-diplomatiuri-Seteva-ukmayofilo-elCebi-252343968.html
არეულობა თბილისში და დიპლომატიური შეტევა: რით არიან უკმაყოფილო ევროკავშირის ელჩები
არეულობა თბილისში და დიპლომატიური შეტევა: რით არიან უკმაყოფილო ევროკავშირის ელჩები
Sputnik საქართველო
დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ დაიცვა ჟურნალისტები და აქტივისტები ძალადობისგან 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T20:47+0400
2021-07-16T20:47+0400
2021-10-19T18:01+0400
მიმოხილვები
ანალიტიკა
პოლიტიკა
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300946_0:74:3491:2048_1920x0_80_0_0_182f7150d6026d0621c7bf0bb3d1fa20.jpg
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები შეშფოთებული არიან მოვლენებით, რომლებიც თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციის დროს განვითარდა.25 ელჩის ერთობლივ განცხადებაში, რომლის ადრესატიცაა საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, აღნიშნულია, რომ ამ მოვლენებმა „ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა ძირითადი დამცველის იმიჯს“.საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები ასევე უკმაყოფილო არიან იმით, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა იმათი დაცვისკენ, ვინც მშვიდობიანად ატარებდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებას, ასევე არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები შუღლის გაღვივებისკენ მიმართული გამოსვლების თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად.და ბოლოს, მისიების ხელმძღვანელების აზრით, ხელისუფლებამ სათანადოდ არ დაიცვა ძალადობისგან ჟურნალისტები და აქტივისტები.რა მოხდა 5 ივლისსლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტების დევნა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც მიკროფონითა თუ კამერით ხელში აშუქებდა მოვლენებს.იმ დღეს დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.ოპერატორის დაღუპვამ თბილისისა და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. მასმედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.დიპლომატიური შეტევა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების განცხადება პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისის მოვლენებზე.„ევროკავშირის დღევანდელი განცხადება იყო პირდაპირი, დიპლომატიური შეტევა და მოთხოვნა, რომ პრემიერ-მინისტრმა და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ასეთი ტიპის მთავრობასთან ურთიერთობას არავინ აპირებს. შესაბამისად, მათი ვალდებულებაა, ქვეყნის ინტერესები დააყენონ წინ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგნენ“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელთა განცხადებაში საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ. „სამართლებრივი პასუხისმგებლობა გულისხმობს ყველა ორგანიზატორის, წამქეზებლის, ასევე შემსრულებლის პასუხისმგებლობას, მაგრამ უფრო მეტი მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ ცალკეულმა პირებმა. ჩვენ ვაყენებდით და ვაყენებთ შინაგან საქმეთა მინისტრის და, რა თქმა უნდა, პრემიერ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ქვეყანაში ეს ძალადობა წაახალისა“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია 5 ივლისის მოვლენებზე და ახლა მათ ყველა ღონე უნდა იხმარონ ზიანის მინიმუმამდე შესამცირებლად.საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დაგმეს თავდასხმები ჟურნალისტებზე>>„ძალადობა როცა არ არის დასჯადი, ეს ყოველთვის ძალიან ცუდია, რადგან მიუთითებს, რომ ელემენტარული უფლებები არ არის დაცული ქვეყანაში. ეს განცხადება ძალიან გასაგებია და ჩვენც გვესმის, რომ ასეთი რაღაც არასდროს უნდა განმეორდეს. ეს მოვლენა თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა. ამ მომენტში ასევე მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მიღებული ზიანის მინიმიზაცია მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და ყველა მოძალადე დაისაჯოს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ამ პროცესებში იყო ჩართული“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.„ქართული ოცნების“ მოსაზრება5 ივლისის მოვლენები არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური მიზნით, ფიქრობს მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.„სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიცემულია 20-ზე მეტი ადამიანი. ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გაურბის... პოლიტიკური რეაგირება, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ, მართლმსაჯულებამ და საგამოძიებო უწყებებმა თავისი საქმე უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელთა წერილი შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ. „ძალადობის ის ფორმა საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს და ეს აღარ უნდა განმეორდეს. მკაცრად უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სტანდარტები და პატივისცემა უნდა იყოს ყველას მხრიდან“, - აღნიშნა ვოლსკიმ. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ წერილში გამოთქმულ ყველა მოსაზრებას არ ეთანხმება. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, შს მინისტრი ყველა კითხვას 18 ივლისს, პარლამენტში გამოსვლისას უპასუხებს. „არის ნაწილები, რომლებსაც ვეთანხმები, და არის ნაწილები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვაქვს. ვფიქრობ, არ არსებობს საფუძველი, ხელისუფლება დაადანაშაულონ იმაში, რომ 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, არასაკმარისი ძალა იყო მობილიზებული... იმ დროს, როდესაც ეს ინციდენტები დაიწყო, ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი ასე მოვლენების განვითარება“, – განაცხადა სარჯველაძემ.თბილისში არეულობა 5 ივლისს დაიწყო. ქალაქის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. „ღირსების მარში“ გაუქმდა, თუმცა დაძაბულობა არ განმუხტულა.შსს-ს ინფორმაციით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი“ იყო და ადგილზე მუშაობდა 3200 პოლიციელი. ამჟამად დაკავებულია 24 პირი, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეობდა, თუმცა მათ შორის არ არიან არეულობის ორგანიზატორები.
https://sputnik-georgia.com/20210715/evrokavSiris-elCebi-SeSfoTebuli-arian-areulobebiT-TbilisSi-252330116.html
https://sputnik-georgia.com/20210712/evroparlamentarebi-lashqaravas-gardacvalebis-gamoziebas-moitxoven-252291884.html
https://sputnik-georgia.com/20210715/opozicias-mtavrobis-impichmentistvis-otxi-xma-ar-hyofnis-252325995.html
https://sputnik-georgia.com/20210712/es-arasworia-qarTulma-ocnebam-mimdinare-movlenebze-pirveli-komentari-gaakeTa-252285319.html
https://sputnik-georgia.com/20210715/No-comment-qartulma-ocnebam-medias-boikoti-gamoucxada-252328320.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300946_369:557:2741:2048_1920x0_80_0_0_fbe01f310389b40902c028c73d8f0924.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიმოხილვები, ანალიტიკა, პოლიტიკა, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
მიმოხილვები, ანალიტიკა, პოლიტიკა, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
არეულობა თბილისში და დიპლომატიური შეტევა: რით არიან უკმაყოფილო ევროკავშირის ელჩები
20:47 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ დაიცვა ჟურნალისტები და აქტივისტები ძალადობისგან
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები შეშფოთებული არიან მოვლენებით, რომლებიც თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციის დროს განვითარდა.
25 ელჩის ერთობლივ განცხადებაში, რომლის ადრესატიცაა საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, აღნიშნულია, რომ ამ მოვლენებმა „ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა ძირითადი დამცველის იმიჯს“.
საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები ასევე უკმაყოფილო არიან იმით, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა იმათი დაცვისკენ, ვინც მშვიდობიანად ატარებდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებას, ასევე არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები შუღლის გაღვივებისკენ მიმართული გამოსვლების თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად.
და ბოლოს, მისიების ხელმძღვანელების აზრით, ხელისუფლებამ სათანადოდ არ დაიცვა ძალადობისგან ჟურნალისტები და აქტივისტები.
ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტების დევნა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც მიკროფონითა თუ კამერით ხელში აშუქებდა მოვლენებს.
იმ დღეს დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ოპერატორის დაღუპვამ თბილისისა და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. მასმედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების განცხადება პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისის მოვლენებზე.
„ევროკავშირის დღევანდელი განცხადება იყო პირდაპირი, დიპლომატიური შეტევა და მოთხოვნა, რომ პრემიერ-მინისტრმა და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ასეთი ტიპის მთავრობასთან ურთიერთობას არავინ აპირებს. შესაბამისად, მათი ვალდებულებაა, ქვეყნის ინტერესები დააყენონ წინ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგნენ“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელთა განცხადებაში საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
„სამართლებრივი პასუხისმგებლობა გულისხმობს ყველა ორგანიზატორის, წამქეზებლის, ასევე შემსრულებლის პასუხისმგებლობას, მაგრამ უფრო მეტი მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ ცალკეულმა პირებმა. ჩვენ ვაყენებდით და ვაყენებთ შინაგან საქმეთა მინისტრის და, რა თქმა უნდა, პრემიერ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ქვეყანაში ეს ძალადობა წაახალისა“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია 5 ივლისის მოვლენებზე და ახლა მათ ყველა ღონე უნდა იხმარონ ზიანის მინიმუმამდე შესამცირებლად.
„ძალადობა როცა არ არის დასჯადი, ეს ყოველთვის ძალიან ცუდია, რადგან მიუთითებს, რომ ელემენტარული უფლებები არ არის დაცული ქვეყანაში. ეს განცხადება ძალიან გასაგებია და ჩვენც გვესმის, რომ ასეთი რაღაც არასდროს უნდა განმეორდეს. ეს მოვლენა თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა. ამ მომენტში ასევე მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მიღებული ზიანის მინიმიზაცია მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და ყველა მოძალადე დაისაჯოს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ამ პროცესებში იყო ჩართული“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მოსაზრება
5 ივლისის მოვლენები არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური მიზნით, ფიქრობს მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
„სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიცემულია 20-ზე მეტი ადამიანი. ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გაურბის... პოლიტიკური რეაგირება, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ, მართლმსაჯულებამ და საგამოძიებო უწყებებმა თავისი საქმე უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელთა წერილი შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ძალადობის ის ფორმა საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს და ეს აღარ უნდა განმეორდეს. მკაცრად უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სტანდარტები და პატივისცემა უნდა იყოს ყველას მხრიდან“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ წერილში გამოთქმულ ყველა მოსაზრებას არ ეთანხმება. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, შს მინისტრი ყველა კითხვას 18 ივლისს, პარლამენტში გამოსვლისას უპასუხებს.
„არის ნაწილები, რომლებსაც ვეთანხმები, და არის ნაწილები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვაქვს. ვფიქრობ, არ არსებობს საფუძველი, ხელისუფლება დაადანაშაულონ იმაში, რომ 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, არასაკმარისი ძალა იყო მობილიზებული... იმ დროს, როდესაც ეს ინციდენტები დაიწყო, ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი ასე მოვლენების განვითარება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თბილისში არეულობა 5 ივლისს დაიწყო. ქალაქის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. „ღირსების მარში“ გაუქმდა, თუმცა დაძაბულობა არ განმუხტულა.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი“ იყო და ადგილზე მუშაობდა 3200 პოლიციელი. ამჟამად დაკავებულია 24 პირი, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეობდა, თუმცა მათ შორის არ არიან არეულობის ორგანიზატორები.