https://sputnik-georgia.com/20210715/No-comment-qartulma-ocnebam-medias-boikoti-gamoucxada-252328320.html
No comment – „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციურ მედიას ბოიკოტი გამოუცხადა
No comment – „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციურ მედიას ბოიკოტი გამოუცხადა
Sputnik საქართველო
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებს მოუწოდებს, არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით, არამედ პროფესიული საქმიანობით დაკავდნენ. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T14:53+0400
2021-07-15T14:53+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_42105417da1d69200f755aba3e4edc46.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატები უარს აცხადებენ იმ ოთხი ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემაზე, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს. გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე – ასეთი მოთხოვნით 14 ივლისს ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტა ოთხმა ქართულმა ტელეარხმა – „TV პირველმა", „მთავარმა არხმა", „ფორმულამ" და „კავკასიამ". მათი ეკრანების შავ ფონზე გადიოდა იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის სია, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ტელეკომპანიებმა მაუწყებლობა ხუთშაბათს, დილით განაახლეს.„ჩვენ თქვენ კომენტარს არ მოგცემთ იმ დრომდე, ვიდრე ამ ტელეკომპანიების სახეები და ხელმძღვანელები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილის ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებით", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მასმედიის წარმომადგენლებმა და ტელეარხების ხელმძღვანელებმა პოლიტიკური აქტივობა უნდა შეწყვიტონ.ქართულმა მედიასაშუალებებმა საპროტესტო აქციები განსაკუთრებით ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გააძლიერეს. ლაშქარავა 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს და მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო.როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.მასმედიის წარმომადგენელთა პროტესტი გრძელდება – შაბათს, 17 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქციაა დაგეგმილი.
https://sputnik-georgia.com/20210715/oTxma-telearxma-mauwyebloba-ganaaxla-252324357.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_64:0:1192:846_1920x0_80_0_0_231e9c4894ce38676e498efe0ddaf778.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
No comment – „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციურ მედიას ბოიკოტი გამოუცხადა
14:53 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებს მოუწოდებს, არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით, არამედ პროფესიული საქმიანობით დაკავდნენ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატები უარს აცხადებენ იმ ოთხი ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემაზე, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს.
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე – ასეთი მოთხოვნით 14 ივლისს ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტა ოთხმა ქართულმა ტელეარხმა – „TV პირველმა", „მთავარმა არხმა", „ფორმულამ" და „კავკასიამ". მათი ეკრანების შავ ფონზე გადიოდა იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის სია, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ტელეკომპანიებმა მაუწყებლობა ხუთშაბათს, დილით განაახლეს.
„ჩვენ თქვენ კომენტარს არ მოგცემთ იმ დრომდე, ვიდრე ამ ტელეკომპანიების სახეები და ხელმძღვანელები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილის ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებით", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მასმედიის წარმომადგენლებმა და ტელეარხების ხელმძღვანელებმა პოლიტიკური აქტივობა უნდა შეწყვიტონ.
ქართულმა მედიასაშუალებებმა საპროტესტო აქციები განსაკუთრებით ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გააძლიერეს. ლაშქარავა 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს და მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.
მასმედიის წარმომადგენელთა პროტესტი გრძელდება – შაბათს, 17 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქციაა დაგეგმილი.