https://sputnik-georgia.com/20210715/oTxma-telearxma-mauwyebloba-ganaaxla-252324357.html
პროტესტის შემდეგ ოთხმა ტელეარხმა მაუწყებლობა განაახლა
პროტესტის შემდეგ ოთხმა ტელეარხმა მაუწყებლობა განაახლა
Sputnik საქართველო
ეთერის გათიშვა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ქართველმა ჟურნალისტებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართეს. ისინი შაბათს კვლავ გამოვლენ ქუჩაში. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T10:37+0400
2021-07-15T10:37+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24263/71/242637144_0:114:2000:1245_1920x0_80_0_0_9d273ed46fe01d7f5934a8e016949c57.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მაუწყებლობა განაახლა ოთხმა ქართულმა ტელეარხმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად მუშაობა ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეწყვიტეს.გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე – ასეთი მოთხოვნით ოთხმა ქართულმა ტელეარხმა („TV პირველმა", „მთავარმა არხმა", „ფორმულამ" და „კავკასიამ") 14 ივლისს მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. მათი ეკრანების შავ ფონზე გადიოდა იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის სია, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა.როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ოპერატორი 5 ივლისს, როდესაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა.მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრთა მთელი კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს.აქციებზე ასევე მოითხოვდნენ იმ მღვდელმსახურების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც 5 ივლისს აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას ახდენდნენ. ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის კოლეგებმა გააცილეს პრაქტიკულად ყველა ტელეარხიდან.ლგბტ-საზოგადოების დაცვის მიზნით აქცია „ღირსების მარშის" ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" გეგმავდა. თუმცა დილიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.ადგილზე არ ყოფილან არც ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები და არც მათი მომხრეები, „ტრადიციული ფასეულობების დამცველთა" მთელი აგრესია ჟურნალისტებზე გადავიდა.
https://sputnik-georgia.com/20210714/5-ivlisis-aqciaze-nacemi-oeratori-cali-TvaliT-dabrmavda-252321509.html
https://sputnik-georgia.com/20210714/oTxma-telearxma-mauwyebloba-Sewyvita-252313436.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24263/71/242637144_0:51:2000:1308_1920x0_80_0_0_1cb8b52036639670914e4f5d6516399e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
პროტესტის შემდეგ ოთხმა ტელეარხმა მაუწყებლობა განაახლა
10:37 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ეთერის გათიშვა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ქართველმა ჟურნალისტებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართეს. ისინი შაბათს კვლავ გამოვლენ ქუჩაში.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მაუწყებლობა განაახლა ოთხმა ქართულმა ტელეარხმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად მუშაობა ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეწყვიტეს.
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე – ასეთი მოთხოვნით ოთხმა ქართულმა ტელეარხმა („TV პირველმა", „მთავარმა არხმა", „ფორმულამ" და „კავკასიამ") 14 ივლისს მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. მათი ეკრანების შავ ფონზე გადიოდა იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის სია, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ოპერატორი 5 ივლისს, როდესაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრთა მთელი კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს.
აქციებზე ასევე მოითხოვდნენ იმ მღვდელმსახურების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც 5 ივლისს აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას ახდენდნენ. ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის კოლეგებმა გააცილეს პრაქტიკულად ყველა ტელეარხიდან.
ლგბტ-საზოგადოების დაცვის მიზნით აქცია „ღირსების მარშის" ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" გეგმავდა. თუმცა დილიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.
ადგილზე არ ყოფილან არც ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები და არც მათი მომხრეები, „ტრადიციული ფასეულობების დამცველთა" მთელი აგრესია ჟურნალისტებზე გადავიდა.