https://sputnik-georgia.com/20210714/oTxma-telearxma-mauwyebloba-Sewyvita-252313436.html
ოთხმა ტელეარხმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მაუწყებლობა შეწყვიტა
ოთხმა ტელეარხმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მაუწყებლობა შეწყვიტა
Sputnik საქართველო
დილიდან ოთხი არხის ეკრანებზე - „ტვ პირველი", „მთავარი არხი", „ფორმულა" და „კავკასია" შავი ფონია, რომელზეც გადის იმ 53 ჟურნალისტის ჩამონათვალი, რომლებიც... 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T10:38+0400
2021-07-14T10:38+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
პოლიტიკა
ახალი ამბები
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23876/78/238767855_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_7446378c73cbd5102bb74b93b221d2f4.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე - ასეთი მოთხოვნით ოთხმა ქართულმა ტელეარხმა 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა.ტელეკომპანიების „ტვ პირველი", „მთავარი არხი", „ფორმულა" და „კავკასია" ეკრანების შავ ფონზე გადის იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის ჩამონათვალი, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.„TV პირველის"ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა.როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ოპერატორი 5 ივლისს, როდესაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა.მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრების გადადგომა მოითხოვეს.აქციებზე ასევე მოითხოვდნენ იმ მღვდელმსახურების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც 5 ივლისს აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას ახდენდნენ. ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს.ლგბტ-საზოგადოების დაცვის მიზნით აქცია „სოლიდარობის მარშის" ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" გეგმავდა. თუმცა დილიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.ადგილზე არ ყოფილან არც ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები და არც მათი მომხრეები, „ტრადიციული ფასეულობების დამცველთა" მთელი აგრესია ჟურნალისტებზე გადავიდა.
https://sputnik-georgia.com/20210713/mTavrobis-impiCmentis-sakiTxi-kiTxvis-niSnis-qveSaa-SeZlebs-Tu-ara-opozicia-gaerTianebas-252312041.html
https://sputnik-georgia.com/20210713/jaRmaiZe-sasuliero-piris-mxridan-Zaladobisken-mowodebis-mxolod-erTi-SemTxveva-gamovlinda-252311195.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23876/78/238767855_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_938a34c8c6a23991c0240d41dec35984.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ოთხმა ტელეარხმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მაუწყებლობა შეწყვიტა
10:38 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) დილიდან ოთხი არხის ეკრანებზე - „ტვ პირველი", „მთავარი არხი", „ფორმულა" და „კავკასია" შავი ფონია, რომელზეც გადის იმ 53 ჟურნალისტის ჩამონათვალი, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე - ასეთი მოთხოვნით ოთხმა ქართულმა ტელეარხმა 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა.
ტელეკომპანიების „ტვ პირველი", „მთავარი არხი", „ფორმულა" და „კავკასია" ეკრანების შავ ფონზე გადის იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის ჩამონათვალი, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
„TV პირველის"ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ოპერატორი 5 ივლისს, როდესაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრების გადადგომა მოითხოვეს.
აქციებზე ასევე მოითხოვდნენ იმ მღვდელმსახურების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც 5 ივლისს აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას ახდენდნენ. ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს.
ლგბტ-საზოგადოების დაცვის მიზნით აქცია „სოლიდარობის მარშის" ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" გეგმავდა. თუმცა დილიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.
ადგილზე არ ყოფილან არც ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები და არც მათი მომხრეები, „ტრადიციული ფასეულობების დამცველთა" მთელი აგრესია ჟურნალისტებზე გადავიდა.