https://sputnik-georgia.com/20210705/saerTaSoriso-organizaciebma-da-diplomatiurma-korpusma-dagmes-Tavdasxmebi-Jurnalistebze-252220756.html
საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დაგმეს თავდასხმები ჟურნალისტებზე
საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დაგმეს თავდასხმები ჟურნალისტებზე
Sputnik საქართველო
ესა არის დაუშვებელი თავდასხმა ინფორმაციის თავისუფლებაზე, დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, აცხადებენ ჟურნალისტთა ფედერაციაში. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T21:19+0400
2021-07-05T21:19+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/18/251557049_0:67:3000:1764_1920x0_80_0_0_318b96b622c3c733fbd768f3b140b7b1.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა, დაგმეს თბილისში 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები.რადიკალური კონსერვატიული დაჯგუფებები ლგბტ წარმომადგენლების უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 5 ივლისს მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. შსს-ს მონაცემებით, სულ დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ ლგბტ+ პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის Twitter-ის გვერდზე.„დემონსტრანტები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და დაამტვრიეს ტექნიკა. ეს დაუშვებელი შეტევაა ინფორმაციის თავისუფლებაზე. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნავენ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში“.შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა: „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ და „ძალადობა“. ამჟამად პოლიცია თავდამსხმელების იდენტიფიცირების მიზნით მასალებს სწავლობს.საქართველოში აკრედიტებულმა საელჩოებმა ასევე დაგმეს მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმები.„ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 21 დიპლომატიური წარმომადგენლობა, ასევე ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლობები აწერენ ხელს.საელჩოები აღნიშნავენ, რომ საქართველოში შეკრებების თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული.„ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.საელჩოებმა მოუწოდეს საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცველებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან მოქალაქეები და მათ შორის ჟურნალისტები. ასევე მათ მოუწოდეს ლიდერებს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა.
https://sputnik-georgia.com/20210705/Sss-iZiebs-TbilisSi-Jurnalistebze-da-organiziebis-ofisebze-Tavdasxmis-faqtebs-252221019.html
https://sputnik-georgia.com/20210705/sapatriarqo-eris-gamowveva-xdeba-Zaladoba-gardauvali-iyo-252221042.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/18/251557049_0:0:3000:1886_1920x0_80_0_0_0be1aaae67fb0306971a57f41ba2bc1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დაგმეს თავდასხმები ჟურნალისტებზე
21:19 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ესა არის დაუშვებელი თავდასხმა ინფორმაციის თავისუფლებაზე, დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, აცხადებენ ჟურნალისტთა ფედერაციაში.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა, დაგმეს თბილისში 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები.
რადიკალური კონსერვატიული დაჯგუფებები ლგბტ წარმომადგენლების უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 5 ივლისს მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. შსს-ს მონაცემებით, სულ დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ ლგბტ+ პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის
Twitter-ის გვერდზე.
„დემონსტრანტები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და დაამტვრიეს ტექნიკა. ეს დაუშვებელი შეტევაა ინფორმაციის თავისუფლებაზე. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, –
აღნიშნავენ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში“.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა: „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ და „ძალადობა“. ამჟამად პოლიცია თავდამსხმელების იდენტიფიცირების მიზნით მასალებს სწავლობს.
საქართველოში აკრედიტებულმა საელჩოებმა ასევე დაგმეს მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმები.
„ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას“, - ნათქვამია
განცხადებაში, რომელსაც 21 დიპლომატიური წარმომადგენლობა, ასევე ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლობები აწერენ ხელს.
საელჩოები აღნიშნავენ, რომ საქართველოში შეკრებების თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული.
„ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოებმა მოუწოდეს საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცველებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან მოქალაქეები და მათ შორის ჟურნალისტები. ასევე მათ მოუწოდეს ლიდერებს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა.