https://sputnik-georgia.com/20210705/Sss-iZiebs-TbilisSi-Jurnalistebze-da-organiziebis-ofisebze-Tavdasxmis-faqtebs-252221019.html
შსს იძიებს თბილისში ჟურნალისტებზე და ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტებს
შსს იძიებს თბილისში ჟურნალისტებზე და ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტებს
Sputnik საქართველო
გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით: „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“, „ძალადობა“ და „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T22:29+0400
2021-07-05T22:29+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252216495_0:248:1069:852_1920x0_80_0_0_2cf6816b7a5f009ecd13541b8a2fb5a5.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. თბილისის ცენტრში 5 ივლისს არეულობების დროს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე:რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას" და „თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება. „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ, გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას. ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს–უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. თუმცა ორგანიზატორებმა მარშის ჩატარება დღეს განვითარებული მოვლენების გამო გადაიფიქრეს.„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ კონსერვატიულად განწყობილი რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ქაშუეთის ეკლესიასა და 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ. თუმცა, მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად, რუსთაველზე, პარლამენტთან გადაინაცვლეს და იქ გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.მათ იერიში მიიტანეს ასევე მოძრაობის „სირცხვილია“ ოფისზე, სადაც აქციის მონაწილეები აივნიდან შეიჭრნენ. მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს. ასევე ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს შენობას.გარდა ამისა, დღეს რამდენიმე ჟურნალისტი „თბილისი პრაიდის“ აგრესიული მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები და ჯოხები დაუშინეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ინფორმაციით, 15 ჟურნალისტი დაშავდა. ამ დროისთვის მედიების რამდენიმე წარმომადგენელი კლინიკაშია გადაყვანილი.
https://sputnik-georgia.com
https://sputnik-georgia.com/20210705/saerTaSoriso-organizaciebma-da-diplomatiurma-korpusma-dagmes-Tavdasxmebi-Jurnalistebze-252220756.html
https://sputnik-georgia.com/20210705/sapatriarqo-sasuliero-pirebis-mier-Cadenil-faqtebze-uaxloes-momavalSi-reagireba-moxdeba-252220424.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252216495_1:222:1003:852_1920x0_80_0_0_893e5c135f1ca725b63069efd5ccd3e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
შსს იძიებს თბილისში ჟურნალისტებზე და ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტებს
22:29 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით: „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“, „ძალადობა“ და „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. თბილისის ცენტრში 5 ივლისს არეულობების დროს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.
საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე:
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას" და „თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება. „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ, გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას. ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს–უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. თუმცა ორგანიზატორებმა მარშის ჩატარება დღეს განვითარებული მოვლენების გამო გადაიფიქრეს.
„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ კონსერვატიულად განწყობილი რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ქაშუეთის ეკლესიასა და 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ. თუმცა, მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად, რუსთაველზე, პარლამენტთან გადაინაცვლეს და იქ გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.
მათ იერიში მიიტანეს ასევე მოძრაობის „სირცხვილია“ ოფისზე, სადაც აქციის მონაწილეები აივნიდან შეიჭრნენ. მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს. ასევე ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს შენობას.
გარდა ამისა, დღეს რამდენიმე ჟურნალისტი „თბილისი პრაიდის“ აგრესიული მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები და ჯოხები დაუშინეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ინფორმაციით, 15 ჟურნალისტი დაშავდა. ამ დროისთვის მედიების რამდენიმე წარმომადგენელი კლინიკაშია გადაყვანილი.