https://sputnik-georgia.com/20210705/sapatriarqo-eris-gamowveva-xdeba-Zaladoba-gardauvali-iyo-252221042.html
საპატრიარქო: ერის გამოწვევა ხდება, ძალადობა გარდაუვალი იყო
საპატრიარქო: ერის გამოწვევა ხდება, ძალადობა გარდაუვალი იყო
Sputnik საქართველო
რამდენჯერაც იქნება მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, იმდენჯერ გამთლიანდება ჩვენი ხალხი ამის წინააღმდეგ, განაცხადა ღვთისმსახურმა. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T22:41+0400
2021-07-05T22:41+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250984952_0:247:3200:2048_1920x0_80_0_0_cceb5bce161c7b38ce7018e7c3ceb3cc.jpg
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. ძალადობა გარდაუვალი იყო, რადგან მორწმუნეებს პროვოკაცია მოუწყვეს, განაცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე შიომ რუსთაველის გამზირზე ქადაგებისას.რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი რჩება. ღვთისმსახურებმა უკვე ჩაატარეს მსახურება ქაშუეთის ეკლესიასთან, შემდეგ კი იქადაგა სრულიად საქართველოს პატრიარქის მესაყდრე შიომ. მან კიდევ ერთხელ დაგმო გლბტ-საზოგადოების უფლებების დამცველთა დაგეგმილი მარში.„რასაც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არის ცნებების აღრევა და ჩანაცვლება, როდესაც ცდილობენ, უმძიმეს ცოდვას, როგორიცაა სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება, რადგან ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშოროს ღმერთს, ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება, ამიტომ ვართ ასე შემართულნი და გაერთიანებულნი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად, დასძინა მან.მეუფე შიომ წამოაყენა ინიციატივა - საქართველოს კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება.ბოლო მონაცემებით, რადიკალური დაჯგუფებების ძალადობისგან 53 ჟურნალისტი დაშავდა. დაჯგუფებებმა დაარბიეს რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ოფისი. საქართველოს შსს-მ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ფაქტებზე და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.
https://sputnik-georgia.com/20210705/sapatriarqo-sasuliero-pirebis-mier-Cadenil-faqtebze-uaxloes-momavalSi-reagireba-moxdeba-252220424.html
https://sputnik-georgia.com/20210705/Sss-iZiebs-TbilisSi-Jurnalistebze-da-organiziebis-ofisebze-Tavdasxmis-faqtebs-252221019.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250984952_745:273:3112:2048_1920x0_80_0_0_1a1a088f53961135c1c6e68bf833fd3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საპატრიარქო: ერის გამოწვევა ხდება, ძალადობა გარდაუვალი იყო
22:41 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) რამდენჯერაც იქნება მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, იმდენჯერ გამთლიანდება ჩვენი ხალხი ამის წინააღმდეგ, განაცხადა ღვთისმსახურმა.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. ძალადობა გარდაუვალი იყო, რადგან მორწმუნეებს პროვოკაცია მოუწყვეს, განაცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე შიომ რუსთაველის გამზირზე ქადაგებისას.
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი რჩება. ღვთისმსახურებმა უკვე ჩაატარეს მსახურება ქაშუეთის ეკლესიასთან, შემდეგ კი იქადაგა სრულიად საქართველოს პატრიარქის მესაყდრე შიომ.
„ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს აუტანელი იქნებოდა. ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე“, – განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
მან კიდევ ერთხელ დაგმო გლბტ-საზოგადოების უფლებების დამცველთა დაგეგმილი მარში.
„რასაც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არის ცნებების აღრევა და ჩანაცვლება, როდესაც ცდილობენ, უმძიმეს ცოდვას, როგორიცაა სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება, რადგან ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშოროს ღმერთს, ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება, ამიტომ ვართ ასე შემართულნი და გაერთიანებულნი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად, დასძინა მან.
მეუფე შიომ წამოაყენა ინიციატივა - საქართველოს კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება.
ბოლო მონაცემებით, რადიკალური დაჯგუფებების ძალადობისგან 53 ჟურნალისტი დაშავდა. დაჯგუფებებმა დაარბიეს რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ოფისი. საქართველოს შსს-მ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ფაქტებზე და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.