https://sputnik-georgia.com/20210715/opozicias-mtavrobis-impichmentistvis-otxi-xma-ar-hyofnis-252325995.html
ოპოზიციას მთავრობის იმპიჩმენტისთვის ოთხი ხმა არ ჰყოფნის
ოპოზიციას მთავრობის იმპიჩმენტისთვის ოთხი ხმა არ ჰყოფნის
Sputnik საქართველო
ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს საქართველოს მოქმედი მთავრობის გადაყენებას. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T12:05+0400
2021-07-15T12:05+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995916_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_df63a06fd1714bbb78ae35c6c050f92c.jpg
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ოპოზიციას ოთხი ხმა არ ჰყოფნის, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ. მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.ამგვარად, მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატორებმა უკვე დააგროვეს 46 ხმა: ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 32 ხმა და 7-7 ხმა ფრაქცია „ლელოდან" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფიდან".პროცედურის დასაწყებად მათ ახლა მხოლოდ 4 ხმა აკლიათ, მაგრამ ახალი მთავრობის დასამტკიცებლად – გაცილებით მეტი – 30 ხმა.ოპოზიციას პარლამენტში სულ 66 მანდატი აქვს, თუმცა იმპიჩმენტს ოპოზიციაში ყველა არ ეთანხმება, მათ შორის "გირჩის" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები.მმართველ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" გულგრილად შეხვდნენ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების მუქარას. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მიაღწევს. ანალოგიური აზრი აქვთ ქართველ ექსპერტებს.
https://sputnik-georgia.com/20210713/mTavrobis-impiCmentis-sakiTxi-kiTxvis-niSnis-qveSaa-SeZlebs-Tu-ara-opozicia-gaerTianebas-252312041.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995916_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_4e72dca9e2e915ef73a42f684d7c0b33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ოპოზიციას მთავრობის იმპიჩმენტისთვის ოთხი ხმა არ ჰყოფნის
12:05 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს საქართველოს მოქმედი მთავრობის გადაყენებას.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ოპოზიციას ოთხი ხმა არ ჰყოფნის, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ.
მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.
„ჩვენ ვიყავით მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების ინიციატორები, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელი" არცთუ ისე დიდია, რომ 50 ადამიანი შეკრიბოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე პოლიტიკური ძალა საკუთარ პოზიციას აყალიბებს. როგორც კი 50 ხელმოწერა შეგროვდება, დავიწყებთ მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას", – განაცხადა მანჯგალაძემ.
ამგვარად, მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატორებმა უკვე დააგროვეს 46 ხმა: ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 32 ხმა და 7-7 ხმა ფრაქცია „ლელოდან" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფიდან".
პროცედურის დასაწყებად მათ ახლა მხოლოდ 4 ხმა აკლიათ, მაგრამ ახალი მთავრობის დასამტკიცებლად – გაცილებით მეტი – 30 ხმა.
ოპოზიციას პარლამენტში სულ 66 მანდატი აქვს, თუმცა იმპიჩმენტს ოპოზიციაში ყველა არ ეთანხმება, მათ შორის "გირჩის" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები.
მმართველ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" გულგრილად შეხვდნენ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების მუქარას. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მიაღწევს. ანალოგიური აზრი აქვთ ქართველ ექსპერტებს.