მოსაზრება: გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მტერი მარცხდება

CC BY-SA 2.0 / Fred PO / Berlin Reichstagბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ქალების მეფობა გერმანიაში არ გამოდის. არადა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, ანუ იმისკენ, რომ ანგელა მერკელს შემოდგომაზე ახალი ფრაუ კანცლერინა შეცვლიდა.
პიოტრ აკოპოვი
„მწვანეთა“ პარტიამ, რომელმაც კანცლერის პოსტზე 40 წლის ანალენა ბერბოკი წარადგინა, სწრაფად დაიწყო პოპულარობის მოპოვება. რაღაც მომენტში მისმა რეიტინგმა ამჟამად მმართველი კოალიციის — ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (Union) რეიტინგსაც კი გადააჭარბა და 30%-იან ნიშნულს მიახლოვდა. ისე ჩანდა, რომ სექტემბრის არჩევნების შემდეგ „მწვანეები“ უბრალოდ კი არ შევიდოდნენ ახალ მმართველ კოალიციაში, არამედ მთავარ ძალადაც იქცეოდნენ იქ — თავად დაიკავებდნენ კანცლერის სავარძელს.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხში აშშ-თან პროგრესს ამჩნევს
მაგრამ ანალენა ბერბოკის ვარდნა ისეთივე სწრაფი გამოდგა, როგორიც აღმა ფრენა იყო. თანაც, შეწყდა თუ არა ეს ვარდნა, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მასმედიამ ბერბოკის გაპიარება ისე მძლავრად დაიყო, ის იმდენად ბევრი იყო ყველგან, რომ ხალხმა განხიბლვა დაიწყო. ამას მის ბიოგრაფიაში გამოვლენილმა შეუსაბამობებმაც შეუწყო ხელი, დეკლარაციაში მიუთითებელმა პარტიულმა გადასახადებმაც და პლაგიატმაც მის წიგნში. ეს არც ისე მძიმე ცოდვებია, მაგრამ მთლიანობაში „მწვანეებისთვის“ უსიამოვნო ეფექტი კი მოიტანა: ახლა მათი რეიტინგი უკვე 17-20%-ის რაიონშია და კიდევ უფრო დაბლა შეიძლება დაიწიოს. ყველაზე უსიამოვნო „მწვანეებისთვის“ კი მაინც ისაა, რომ მმართველი კოალიციის პარტიების პოზიციებმა დაიწყო აღდგენა.
დიახ, Union-ს მერკელისეული 35% და მეტი უკვე აღარ აქვს, მაგრამ ამ დროში 28 პროცენტსაც არა უშავს. აი, ლამის ერთციფრიან მაჩვენებლამდე ჩამოსულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კი მოულოდნელად დაკარგული სიმპათიების დაბრუნება დაიწყო და უკვე ლამის ისეთივე რეიტინგი აქვს, როგორიც „მწვანეებს“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექტემბრის არჩევნების შემდეგ ამჟამინდელი კოალიცია შენარჩუნდება — მისი დაშლა თითქმის ისევეა წინასწარ განსაზღვრული, როგორც მერკელის წასვლა. მაგრამ სოციალ-დემოკრატების მკვდრეთით აღდგომა და მერკელის მემკვიდრე ამინ ლაშეტის მიმართ სიმპათიების ზრდა აჩვენებს, რომ ახალ კოალიციას ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ძველი პარტიები ჩამოაყალიბებენ — იმისგან დამოუკიდებლად, მემარჯვენე გადახრისა იქნება ის თუ მემარცხენე.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გამორიცხავს
„მწვანეებს“, რაღა თქმა უნდა, კოალიციაში დაუძახებენ, მაგრამ არა მთავარ როლზე (თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ არც მეორეხარისხოვანზე). და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, მათ შორის რუსეთისთვისაც.
იმიტომ რომ „მწვანეები“ ახლა ღიად პროატლანტიკურ თამაშს თამაშობენ, რაც სასაცილოა ორმოცზე მეტი წლის წინ მათ შორის ანტინატოური და ანტიმილიტარისული მოძრაობის საფუძველზე დაარსებული პარტიისთვის. არა, „მწვანეები“ „მილიტარისტებად“ არ ქცეულან, მაგრამ პარტია ისე მყარად ჩაეწერა გლობალისტურ პროექტებსა და სტრუქტურებში (ანუ ანგლოსაქსურ მატრიცაში), რომ არსებითად რუსულ-გერმანული ურთიერთობების დალაგების წინააღმდეგ იბრძვის.
ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იხატება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ისტორიაში. ბერბოკი თითქმის დასრულებულ გაზსადენზე უარს ემხრობა, ამასთან მისი ყველა არგუმენტი, ეკოლოგიურის ჩათვლით, აშკარად სპეკულაციურია.
გაზსადენი უკრაინის უსაფრთხოებას ემუქრებაო, ამბობს ბერბოკი, ეს პუტინმაც დაადასტურა (არადა, ეს მოგონილია), ის არ პასუხობს ევროკავშირისა და მისი „აღმოსავლელი მეზობლების“ საგარეო ინტერესებსო (ანუ იმავე უკრაინისას). მაშ, რა პასუხობს ევროპის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს? ამერიკული გათხევადებული გაზის შეძენა? უკრაინის ატლანტიზაციის გეგმების მხარდაჭერა?
Ангела Меркель - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
დავა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარშემო: მერკელი ვაშინგტონში გაემგზავრება
გარდა ამისა, ბერბოკს მიაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპის ენერგეტიკულ სუვერენიტეტს უშლის ხელს. მაგრამ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ევროკავშირის ენერგეტიკული სუვერენიტეტი, თუ ენერგიის ყველა წყაროზე უარს იტყვიან — დაწყებული ატომური ელექტროსადგურებითა და დასრულებული ბუნებრივი გაზით?
მწვანე ენერგეტიკა არა მარტო ძალიან ძვირია, არამედ არც ჩვეულებრივი ენერგეტიკის შეცვლა არ შეუძლია. ეს შესანიშნავად ესმის გერმანელების უმეტესობას — მიუხედავად გლობალისტების ყველა პროპაგანდისტული ძალისხმევისა, რომლებიც „მწვანე მომავლის“ უალტერნატივობაში არწმუნებენ ყველას.
რეიტინგების ვარდნას „მწვანეები“ მტკივნეულად აღიქვამენ — ისინი უკვე ალაპარაკდნენ ბერბოკის დევნაზე, იმაზე, რომ მას სწორედ ქალობისთვის აბულინგებენ... ანუ ცდილობენ ფემინიზმის თემაზეც იმუშაონ, რაც მერკელის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ უკვე ძალიან იაფფასიანად გამოიყურება.
ამ მოსაზრებას კარგი პასუხი გასცა ბუნდესტაგის თავმჯდომარემ ვოლფგანგ შოიბლემ. მან ერთი ძველი ანდაზა გაიხსენა – თუ სიცხეს ვერ იტანთ, სამზარეულოში არაფერი გესაქმებათო. და, მართლაც, წინასაარჩევნო კამპანია ანალენა ბერბოკისთვის ზედმეტად მძიმე გამოდგა, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ გერმანულ პოლიტიკურ არენაზე „მწვანეები“ უკვე დიდი ხანია სასათბურე პირობებში იმყოფებოდნენ.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ბოლო ბრძოლა გამოუცხადეს
საუკუნეთა მიჯნაზე ისინი მმართველი კოალიციის შემადგენლობაში საერთოგერმანულ დონეზე იყვნენ (გერჰარდ შრედერის მთავრობაში), ერთ-ერთ მიწას კი დღემდე მართავს „მწვანე“ ვინფრიდ კრეჩმანი. თუმცა ბოლო დრომდე მათ არავინ არ აღიქვამდა ძალად, რომელსაც ფედერალურ დონეზე მთავარი როლის თამაში შეეძლო. ახლა კი, „სახალხო პარტიების“ კრიზისის ფონზე, როდესაც „მწვანეებმა“ უეცრად პირველ როლზე განაცხადეს პრეტენზია, ისინი აკურატულად გასრისეს.
სწორედ რომ აკურატულად — იმ ფონზე, რასაც მთავარი როლის სხვა პრეტენდენტს, პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაუკეთეს და უკეთებენ. ვერ მოახერხეს რა ამ საპარლამენტო პარტიის აკრძალვა (რომლის რეიტინგიც 20%-ს აღწევდა), მის დემონიზებას მიჰყვეს ხელი, უგულებელყოფენ და იზოლაციაში აქცევენ (პრაქტიკულად უკრძალავენ სხვა პარტიებს „ალტერნატივასთან“ ნებისმიერ დონეზე თანამშრომლობას), ბრალს სდებენ უცხოეთთან შეურაცხმყოფელ კავშირებში (ბუნებრივია, რუსეთთან), სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ აქცევენ. არაფერი მსგავსი „მწვანეებს“ არ ემუქრებათ, იმიტომ რომ „ალტერნატივა“ — ეს რეალურად კონტრელიტური პარტიაა, რომელიც კატეგორიულად არ აწყობს მმართველ ისტებლიშმენტს.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მოსაზრება: აშენდება თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი−2“ ოქტომბრისთვის
„მწვანეები“ კი უბრალოდ ერთ-ერთი სისტემური მოთამაშეა, დაე, თუნდაც ძალიან შესამჩნევი უცხოური გავლენით. მაგრამ ეს იმის გავლენაა, რასაც გერმანული ელიტა ვერც კი ასახელებს — ატლანტიკური, გლობალისტური სტრუქტურებისა. ამიტომ „მწვანეებს“ უბრალოდ აკურატულად სწევენ იმ ადგილისკენ, რომლამდეც უკვე გაიზარდნენ — სერიოზული ადამიანების უმცროს პარტნიორებამდე, რომლებიც მერკელის წასვლის შემდეგაც იქნებიან მმართველები. როგორც იგივე ვოლფგანგ შოიბლე, 78 წლის მძიმეწონოსანი, რომელსაც კანცლერობის შესანიშნავი შანსები ჰქონდა ჯერ კიდევ ყველანაირი მერკელის გამოჩენამდე.
მერკელმა მას გზა გადაუჭრა, მაგრამ შოიბლემ გავლენაც შეინარჩუნა და ამბიციებიც. არსად წასვლას არ აპირებს და ახლა ქვეყანაში „მეორე კაცი“ კვლავ იყრის კენჭს პარლამენტში. ეს იმისთვის, რომ კვლავაც მართოს გერმანია — ეს სერიოზული საქმეა და არა „მწვანე“ ანალენასი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური