ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დემარში მოაწყვეს

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
მასმედიის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის ჩატარებას პირდაპირ ეთერში.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქართული საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დამთავრების შემდეგ ბრიფინგის დროს დემარში მოაწყვეს.
შსს: ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება შეიძლება გამხდარიყო>>
სხდომის შედეგებზე სასაუბროდ ტრიბუნასთან პირველი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მივიდა, თუმცა მას სიტყვა მაშინვე გააწყვეტინა ტელეარხ „ფორმულის" ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ.
„დღეს ლექსო ლაშქარავას კრძალავენ და არავის აქვს მორალური უფლება ამ ტრიბუნასთან იდგეს. მე მინდა ჩემს კოლეგებს ვთხოვო, მოვიდნენ აქ და გამოხატონ თავიანთი პროტესტი", – თქვა ჟურნალისტმა.
ამის შემდეგ ჟურნალისტები და ოპერატორები ტრიბუნის წინ დადგნენ დაღუპული ოპერატორის ფოტოთი ხელში და თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ლექსო ლაშქარავას უკანასკნელ გზაზე კოლეგები გააცილებენ
„თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში, ის არის მოძალადე პრემიერი და უნდა წავიდეს თანამდებობიდან. რაღა თქმა უნდა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", – განაცხადა კიკაბიძემ.
ამის შემდეგ მასმედიის წარმომადგენლები ტრიბუნას მოშორდნენ და გაბუნიამ შეძლო ბრიფინგის ჩატარება.
მასმედიის საპროტესტო აქციები თბილისში კვირას, ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-საზოგადოების წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა სასტიკად სცემეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას 5 ივლისის არეულობებისა და კონტრაქციის დროს „ჟურნალისტებზე ნადირობის" მიზანმიმართულ ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.
საღებავი, კვერცხები და დაკავებები: როგორ ვითარდებოდა მოვლენები „ქართული ოცნების“ ოფისთან>>
შსს-მ წინასწარი ვერსიის სახით უკვე განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით მორფინს იღებდა ტკივილის მოსახსნელად. შსს-ს ვარაუდით, რაც ექიმების მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. უწყება აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.
ყველა ახალი ამბავი
0