https://sputnik-georgia.com/20210713/Jurnalistebma-mtavrobis-administraciasTan-demarSi-moawyves-252304017.html
ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დემარში მოაწყვეს
ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დემარში მოაწყვეს
Sputnik საქართველო
მასმედიის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის ჩატარებას პირდაპირ ეთერში. 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T12:33+0400
2021-07-13T12:33+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1ddf034d6f8cd285cf8defbcb3fe9bc9.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქართული საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დამთავრების შემდეგ ბრიფინგის დროს დემარში მოაწყვეს.შსს: ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება შეიძლება გამხდარიყო>>სხდომის შედეგებზე სასაუბროდ ტრიბუნასთან პირველი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მივიდა, თუმცა მას სიტყვა მაშინვე გააწყვეტინა ტელეარხ „ფორმულის" ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ.ამის შემდეგ ჟურნალისტები და ოპერატორები ტრიბუნის წინ დადგნენ დაღუპული ოპერატორის ფოტოთი ხელში და თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს.„თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში, ის არის მოძალადე პრემიერი და უნდა წავიდეს თანამდებობიდან. რაღა თქმა უნდა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", – განაცხადა კიკაბიძემ.ამის შემდეგ მასმედიის წარმომადგენლები ტრიბუნას მოშორდნენ და გაბუნიამ შეძლო ბრიფინგის ჩატარება.მასმედიის საპროტესტო აქციები თბილისში კვირას, ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-საზოგადოების წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა სასტიკად სცემეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას 5 ივლისის არეულობებისა და კონტრაქციის დროს „ჟურნალისტებზე ნადირობის" მიზანმიმართულ ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.საღებავი, კვერცხები და დაკავებები: როგორ ვითარდებოდა მოვლენები „ქართული ოცნების“ ოფისთან>>შსს-მ წინასწარი ვერსიის სახით უკვე განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით მორფინს იღებდა ტკივილის მოსახსნელად. შსს-ს ვარაუდით, რაც ექიმების მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. უწყება აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.
https://sputnik-georgia.com/20210713/252303109.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_6a6ab6db9ee50c7db89108d803783a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დემარში მოაწყვეს
12:33 13.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მასმედიის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის ჩატარებას პირდაპირ ეთერში.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქართული საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დამთავრების შემდეგ ბრიფინგის დროს დემარში მოაწყვეს.
სხდომის შედეგებზე სასაუბროდ ტრიბუნასთან პირველი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მივიდა, თუმცა მას სიტყვა მაშინვე გააწყვეტინა ტელეარხ „ფორმულის" ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ.
„დღეს ლექსო ლაშქარავას კრძალავენ და არავის აქვს მორალური უფლება ამ ტრიბუნასთან იდგეს. მე მინდა ჩემს კოლეგებს ვთხოვო, მოვიდნენ აქ და გამოხატონ თავიანთი პროტესტი", – თქვა ჟურნალისტმა.
ამის შემდეგ ჟურნალისტები და ოპერატორები ტრიბუნის წინ დადგნენ დაღუპული ოპერატორის ფოტოთი ხელში და თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს.
„თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში, ის არის მოძალადე პრემიერი და უნდა წავიდეს თანამდებობიდან. რაღა თქმა უნდა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", – განაცხადა კიკაბიძემ.
ამის შემდეგ მასმედიის წარმომადგენლები ტრიბუნას მოშორდნენ და გაბუნიამ შეძლო ბრიფინგის ჩატარება.
მასმედიის საპროტესტო აქციები თბილისში კვირას, ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-საზოგადოების წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა სასტიკად სცემეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას 5 ივლისის არეულობებისა და კონტრაქციის დროს „ჟურნალისტებზე ნადირობის" მიზანმიმართულ ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.
შსს-მ წინასწარი ვერსიის სახით უკვე განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით მორფინს იღებდა ტკივილის მოსახსნელად. შსს-ს ვარაუდით, რაც ექიმების მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. უწყება აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.