05:14 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მმართველი პარტიის ოფისთან შეხლა-შემოხლის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარ ოფისთან აქცია დასრულდა, მონაწილეები დაიშალნენ.

მანამდე კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

სიტუაცია ოფისთან აქციის დაწყებისთანავე გამწვავდა. დიდი რაოდენობით პოლიციის მობილიზებით უკმაყოფილო მომიტინგეებმა ოფისთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, შემდეგ კი შენობას კვერცხები დაუშინეს.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა შენობას ესროლეს საღებავებით სავსე პარკები, ერთ-ერთი მოხვდა პოლიციის თანამშრომელს და პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქტივისტებმა შენობასთან მდგომი ავტომობილის დაზიანება სცადეს.

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს გააკეთა მოგზავნილმა ადამიანმა, რომელიც ადრე პარლამენტის ტერიტორიიდან გააძევეს.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მმართველი პარტიის ოფისთან შეხლა-შემოხლის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს. პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ სარებავი და კვერცხები პირდაპირ პოლიციელებს სახეში ესროლეს. უწყების განცხადებით, „აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

აქციის ორგანიზატორების გეგმების მიხედვით, ხვალ აქციის მონაწილეები „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვას დაესწრებიან.

თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.

ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.

აქციაზე დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. ოპოზიციური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ ვერ შეძლო თავისი მოქალაქეების დაცვა არეულობისას.

მთავარი თემები