https://sputnik-georgia.com/20210712/Sss-operatoris-gardacvalebis-mizezi-narkotikebis-zedozireba-SeiZleba-gamxdariyo-252298857.html
შსს: ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება შეიძლება გამხდარიყო
შსს: ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება შეიძლება გამხდარიყო
Sputnik საქართველო
სისხლში აღმოჩენილია „მორფინი", „კოდეინი", „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „პენტინი" და „მონოაცეტილმორფინი". ესაა შუალედური დასკვნის მონაცემები. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T21:26+0400
2021-07-12T21:26+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_74b73a95dc7b74b4853cf59e1134b988.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. შსს-ს შუალედური დასკვნის თანახმად, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა.„ქიმიური ექპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები: „მორფინი", „კოდეინი", „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „პენტინი" და „მონოაცეტილმორფინი". ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.საქართველოს შსს-მ ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების დეტალური მარშრუტი წარმოადგინა. უწყების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიდეოკადრებზე ასახულია, როგორ ყიდულობს ლაშქარავა ნარკოტიკულ საშუალებას და ამას მოწმეებიც ადასტურებენ.შსს-ს მტკიცებით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ოპერატორის მეგობარმა მიმართა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მისთვის პრეპარატ ნარკანის გაცემის თხოვნით, რომელიც გადამეტებული დოზის მიღებისას ეხმარება ადამიანს. შსს-ს ინფორმაციით, ლაშქარავა რამდენჯერმე გახდა ცუდად, ბოლოს - თავის სახლთან, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე.ოჯახმა სასწრაფო დახმარება დილის ექვს საათზე გამოიძახა, ექიმების მისვლის მომენტისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო.თბილისის ცენტრში ამჟამად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ვითარების გამწვავების საბაბი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. იგი 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დროს სასტიკად ცემის შემდეგ, ექვს დღეში დაიღუპა.აქციაზე დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. ოპოზიციური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ ვერ შეძლო თავისი მოქალაქეების დაცვა არეულობისას.
https://sputnik-georgia.com/20210712/TbilisSi-morigi-saprotesto-aqcia-imarTeba-Jurnalistebi-premieris-gadadgomas-moiTxoven-252298763.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_b6bffb79b9093d129227288bdda74250.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
შსს: ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება შეიძლება გამხდარიყო
21:26 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) სისხლში აღმოჩენილია „მორფინი", „კოდეინი", „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „პენტინი" და „მონოაცეტილმორფინი". ესაა შუალედური დასკვნის მონაცემები.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. შსს-ს შუალედური დასკვნის თანახმად, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა.
„ქიმიური ექპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები: „მორფინი", „კოდეინი", „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „პენტინი" და „მონოაცეტილმორფინი". ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.
საქართველოს შსს-მ ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების დეტალური მარშრუტი წარმოადგინა. უწყების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიდეოკადრებზე ასახულია, როგორ ყიდულობს ლაშქარავა ნარკოტიკულ საშუალებას და ამას მოწმეებიც ადასტურებენ.
შსს-ს მტკიცებით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ოპერატორის მეგობარმა მიმართა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მისთვის პრეპარატ ნარკანის გაცემის თხოვნით, რომელიც გადამეტებული დოზის მიღებისას ეხმარება ადამიანს. შსს-ს ინფორმაციით, ლაშქარავა რამდენჯერმე გახდა ცუდად, ბოლოს - თავის სახლთან, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე.
ოჯახმა სასწრაფო დახმარება დილის ექვს საათზე გამოიძახა, ექიმების მისვლის მომენტისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო.
თბილისის ცენტრში ამჟამად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ვითარების გამწვავების საბაბი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. იგი 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დროს სასტიკად ცემის შემდეგ, ექვს დღეში დაიღუპა.
აქციაზე დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. ოპოზიციური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ ვერ შეძლო თავისი მოქალაქეების დაცვა არეულობისას.