https://sputnik-georgia.com/20210712/TbilisSi-morigi-saprotesto-aqcia-imarTeba-Jurnalistebi-premieris-gadadgomas-moiTxoven-252298763.html
თბილისში ისევ საპროტესტო აქცია იმართება: ჟურნალისტები პრემიერის გადადგომას ითხოვენ
თბილისში ისევ საპროტესტო აქცია იმართება: ჟურნალისტები პრემიერის გადადგომას ითხოვენ
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. ჯერ არც ისე ბევრი ადამიანია, თუმცა ნელ-ნელა მათი რაოდენობა იზრდება. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T21:19+0400
2021-07-12T21:19+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298276_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_23cef73833e279e6d21df37e231b67c4.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საპროტესტო აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით თბილისის ცენტრში განახლდა. რუსთაველის პროსპექტი ისევ გადაკეტილია.ანალოგიური მოთხოვნით აქცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით თბილისში გუშინაც გაიმართა.სცენაზე მხოლოდ ტელეკომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები რიგითი მოქალაქეების გვერდით დგანან. ჯერ არ არის ცნობილი, მიმართავენ თუ არა ისინი შეკრებილ ხალხს. მათ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ტრიბუნა კვირას მთლიანად დაუთმეს და აქციაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.ოპოზიციური არხი „ფორმულას“ ჟურნალისტმა აპლოდისმენტების თანხლებით წაიკითხა მასმედიის 53 წარმომადგენლის გვარი, რომლებიც 5 ივლისის თავდასხმის დროს დაზარალდნენ.პარლამენტის შენობის გარშემო პოლიციაა მობილიზებული.თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.
https://sputnik-georgia.com/20210712/baTumSi-saprotesto-aqciis-oTxi-monawile-daakaves-252298592.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298276_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_03ee7d75b1a60052e894917668596da2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
თბილისში ისევ საპროტესტო აქცია იმართება: ჟურნალისტები პრემიერის გადადგომას ითხოვენ
21:19 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. ჯერ არც ისე ბევრი ადამიანია, თუმცა ნელ-ნელა მათი რაოდენობა იზრდება.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საპროტესტო აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით თბილისის ცენტრში განახლდა. რუსთაველის პროსპექტი ისევ გადაკეტილია.
ანალოგიური მოთხოვნით აქცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით თბილისში გუშინაც გაიმართა.
სცენაზე მხოლოდ ტელეკომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები რიგითი მოქალაქეების გვერდით დგანან. ჯერ არ არის ცნობილი, მიმართავენ თუ არა ისინი შეკრებილ ხალხს. მათ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ტრიბუნა კვირას მთლიანად დაუთმეს და აქციაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.
ოპოზიციური არხი „ფორმულას“ ჟურნალისტმა აპლოდისმენტების თანხლებით წაიკითხა მასმედიის 53 წარმომადგენლის გვარი, რომლებიც 5 ივლისის თავდასხმის დროს დაზარალდნენ.
პარლამენტის შენობის გარშემო პოლიციაა მობილიზებული.
თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.
ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.