https://sputnik-georgia.com/20210712/baTumSi-saprotesto-aqciis-oTxi-monawile-daakaves-252298592.html
ბათუმში საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს
ბათუმში საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს
Sputnik საქართველო
საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი კვირას სახლში... 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T20:36+0400
2021-07-12T20:36+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250358363_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_109018b83cf7254c34049517e6b22e08.jpg
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რასაც ოთხი პირის დაკავება მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობას წითელი საღებავი შეასხეს.„რამდენიმე ადამიანი დავინახე დაკავებული იყო, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე",- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლევან ანთაძემ.აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველებმა არ მისცეს.ბათუმში აქცია გრძელდება, ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.საპროტესტო აქციები ბათუმში თბილისის პარალელურად დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.აქციებზე მთავარი გამომსვლელები არიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მოითხოვენ მთავრობის გადადგომას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, რომელმაც, მათი თქმით, პროვოცირება გაუკეთა ძალადობას 5 ივლისს, როდესაც 53 მედიის წარმომადგენელი დაშავდა.
https://sputnik-georgia.com/20210712/nacmoZraoba-parlamentis-muSaobis-boikots-uwyebs-252298552.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250358363_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_4c16916bd8917ac2004b3f9dd748958e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ბათუმში საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს
20:36 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი კვირას სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რასაც ოთხი პირის დაკავება მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობას წითელი საღებავი შეასხეს.
„რამდენიმე ადამიანი დავინახე დაკავებული იყო, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე",- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლევან ანთაძემ.
აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ბათუმში აქცია გრძელდება, ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.
საპროტესტო აქციები ბათუმში თბილისის პარალელურად დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.
ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.
აქციებზე მთავარი გამომსვლელები არიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მოითხოვენ მთავრობის გადადგომას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, რომელმაც, მათი თქმით, პროვოცირება გაუკეთა ძალადობას 5 ივლისს, როდესაც 53 მედიის წარმომადგენელი დაშავდა.