https://sputnik-georgia.com/20210712/policiam-12-adamiani-daakava-252300164.html
„ქართული ოცნების“ ოფისთან 12 ადამიანი დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან 12 ადამიანი დააკავეს
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტია „ქართული ოცნების“ მიმდებარედ აქციის მიმდინარეობისას დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T23:30+0400
2021-07-12T23:30+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252299927_0:48:1280:772_1920x0_80_0_0_5cc455f1e30005b55ffc2e27b9134c61.jpg
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, - ნათქვამია განცხადებაში.„ქართული ოცნების“ ოფისთან, აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. პოლიცია ცდილობდა, აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველების და შენობის მისამართით საღებავები და კვერცხები ისროლეს, ადგილიდან გაეყვანათ.აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან პარლამენტთან მიმდინარე აქციის შემდეგ გადაინაცვლეს, სადაც ისინი 5 ივლისის აქციისას დაშავებული ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210712/TbilisSi-morigi-saprotesto-aqcia-imarTeba-Jurnalistebi-premieris-gadadgomas-moiTxoven-252298763.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252299927_52:0:1280:772_1920x0_80_0_0_546546af0e20bc82c1a79db422cc989d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
„ქართული ოცნების“ ოფისთან 12 ადამიანი დააკავეს
23:30 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტია „ქართული ოცნების“ მიმდებარედ აქციის მიმდინარეობისას დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ოფისთან, აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. პოლიცია ცდილობდა, აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველების და შენობის მისამართით საღებავები და კვერცხები ისროლეს, ადგილიდან გაეყვანათ.
აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან პარლამენტთან მიმდინარე აქციის შემდეგ გადაინაცვლეს, სადაც ისინი 5 ივლისის აქციისას დაშავებული ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ.