საღებავი, კვერცხები და დაკავებები: როგორ ვითარდებოდა მოვლენები „ქართული ოცნების“ ოფისთან

© Sputnik / Alex Shlamovაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან
აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მმართველი პარტიის ოფისთან შეხლა-შემოხლის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარ ოფისთან აქცია დასრულდა, მონაწილეები დაიშალნენ.
აქცია „ქართულ ოცნებასთან“ - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
„ქართული ოცნების“ ოფისთან 12 ადამიანი დააკავეს
მანამდე კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
სიტუაცია ოფისთან აქციის დაწყებისთანავე გამწვავდა. დიდი რაოდენობით პოლიციის მობილიზებით უკმაყოფილო მომიტინგეებმა ოფისთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, შემდეგ კი შენობას კვერცხები დაუშინეს.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა შენობას ესროლეს საღებავებით სავსე პარკები, ერთ-ერთი მოხვდა პოლიციის თანამშრომელს და პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქტივისტებმა შენობასთან მდგომი ავტომობილის დაზიანება სცადეს.
„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს გააკეთა მოგზავნილმა ადამიანმა, რომელიც ადრე პარლამენტის ტერიტორიიდან გააძევეს.
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მმართველი პარტიის ოფისთან შეხლა-შემოხლის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს. პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ სარებავი და კვერცხები პირდაპირ პოლიციელებს სახეში ესროლეს. უწყების განცხადებით, „აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“.
შსს - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
შსს: ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება შეიძლება გამხდარიყო
აქციის ორგანიზატორების გეგმების მიხედვით, ხვალ აქციის მონაწილეები „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვას დაესწრებიან.
თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.
ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.
აქციაზე დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. ოპოზიციური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ ვერ შეძლო თავისი მოქალაქეების დაცვა არეულობისას.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური