https://sputnik-georgia.com/20210709/ratom-mouwodeben-rom-sputnikv-evrokavSirSi-ar-dauSvan-252267609.html
ფული და პოლიტიკა: რატომ ისმის მოწოდებები, არ დაუშვან ევროკავშირში ვაქცინა „სპუტნიკ V“
ფული და პოლიტიკა: რატომ ისმის მოწოდებები, არ დაუშვან ევროკავშირში ვაქცინა „სპუტნიკ V“
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფალთა პოზიციას, არ აღიარონ რუსული ვაქცინები, არაფერი აქვს საერთო... 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T22:14+0400
2021-07-09T22:14+0400
2021-08-28T13:18+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
ავტორები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244269_0:90:2536:1517_1920x0_80_0_0_021de36b38562488107f497e453a1f57.jpg
ალექსეი სტეფანოვისაფრანგეთის ტერიტორიაზე მოქალაქეებმა მხოლოდ ის ვაქცინები უნდა მიიღონ, რომელთა ქმედუნარიანობაში ქვეყნის ხელისუფლება დარწმუნებულია, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კლემან ბონმა. „სხვა, კერძოდ, რუსულ და ჩინურ, ვაქცინებზე კი საფრანგეთი თავის პარტნიორებს ეუბნება: „ფრთხილად იყავით, უთხარით „არა“ ამ ვაქცინებს“, - აღნიშნა დიპლომატმა.მან საბერძნეთიც კი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო ტურისტები, რომლებიც რუსული ვაქცინით - „სპუტნიკ V“-თი იყვნენ აცრილი. რა არის რუსული ვაქცინის მიმართ ასეთი დამოკიდებულების ნამდვილი მიზეზი - გაეცანით Sputnik-ის მიმოხილვაში.„სპუტნიკ V-მ“ მთელი ქვეყანა გადაარჩინა„ვირუსოლოგიის კუთხით თუ შევხედავთ, ასეთი განცხადება ჩვენი ვაქცინების მიმართ, სულ მცირე, არასწორია. მაგრამ მსგავსი გამონათქვამები უნდა შეაფასონ პოლიტოლოგებმა, მე კი პოლიტიკოსი არ ვარ. როგორც ვირუსოლოგს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ვაქცინა ნამდვილად არ არის დასავლურებზე ცუდი, ამიტომ ასეთი ბრალდებების ბიოლოგიური სამედიცინო საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა „სპუტნიკ V“-ს ერთ-ერთმა შემქმნელმა, გამალეის სახ. ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის პროფესორმა ანატოლი ალშტეინმა.მისი თქმით, თუ საკითხს მეცნიერულად მივუდგებით, რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ყველა მახასიათებლით ჰგავს ევროკავშირში ფართოდ გამოყენებულ AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს. „მაგრამ, მგონია, ჩვენი ვაქცინა უკეთესია“, - განაცხადა ვირუსოლოგმა.მაისში რუსეთში მოიწონეს ერთდოზიანი ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“, რომლის ეფექტურობის დონე სიმპტომატური კოვიდის თავიდან აცილების კუთხით, როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, 79,4%-ს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში იწერებოდა, რომ არგენტინის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ ლაითის“ კლინიკური ცდები ჩაატარა 60-დან 79 წლამდე 40 ათასი ვაქცინირებული და 146 ათასი არავაქცინირებული ადამიანის მონაწილეობით. ცდების შედეგები ჯერ ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ვაქცინის ერთი დოზა ამცირებს სიმპტომატური ინფექციის რისკს 78,6%-ით, ჰოსპიტალში მოხვედრის რისკს - 87,6%-ით, გარდაცვალების რისკს - 84,7%-ით.თუმცა, როგორც ანატოლი ალშტეინი ამბობს, „ეს მონაცემები კი არ მარწმუნებს „სპუტნიკის“ ეფექტურობაში, არამედ არსებობს ასეთი პატარა ევროპული სახელმწიფო სან-მარინო (ყველა მხრიდან იტალია ესაზღვრება, სადაც ურთულესი ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო, - რედ.), სადაც 35 ათასი მოსახლიდან რუსული ვაქცინით - „სპუტნიკ V“-თი აიცრა 30 ათასი ადამიანი და მხოლოდ ამის წყალობით დამარცხდა ამ სახელმწიფოში ეპიდემია“.რუსული ვაქცინა, როგორც წითელი ტილო იმავე ჟურნალ Nature-ში „სპუტნიკ V“-ზე ეწერა, რომ „რუსეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შემოსული სულ უფრო მეტი მონაცემი იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“.„ჩვენი ვაქცინის ეფექტურობა მაღალია, არანაკლები, ვიდრე სხვა საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინებისა. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ ჩინური ვაქცინების გამოყენებამ სეიშელის კუნძულებზე განსაკუთრებული შედეგი ვერ გამოიღო. ისევე როგორც არაბთა საემიროებში“, - აღნიშნა ანატოლი ალშტეინმა. ინფექციონისტი, სამედიცინო ცენტრ „ლიდერ-მედიცინის“ მთავარი ექიმი ევგენი ტიმაკოვი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კლემან ბონის განცხადება - „წმინდა წყლის ბიზნესია“.რუსული დასავლური ვაქცინების შედარებისას მან აღნიშნა, რომ ყველა არსებულ ვაქცინას ანალოგიური პლატფორმა აქვს. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ იდენტური ვაქცინები სხვადასხვა ქვეყანაში ეფექტურობისა და უსაფრთხოების მიხედვით მსგავსია.„რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ – AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის კომპანიების ვაქცინების ანალოგიურია, „ეპივაკკორონას“ ანალოგი არ მოეპოვება, „კოვივაკის“ შედარება შეიძლება ჩინურ „სინოფარმთან“, - აღნიშნა ექსპერტმა.მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ მხოლოდ ერთი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ და მისი ერთკომპონენტიანი ანალოგი „სპუტნიკ ლაითი“ მოხვდა, აღნიშნა ანატოლი ალშტეინმა. მისი სიტყვებით, „ეპივაკკორონამ“ და „კოვივაკმა“ ვერ გაიარეს კლინიკური ცდების მესამე ფაზა, ამიტომ ისინი ჯერ მხოლოდ შიდა რუსული პრეპარატებია. თუმცა ევროპაში ერთი რუსული ვაქცინაც ბევრ არასამეცნიერო პრეტენზიას იწვევს.„როსპოტრებნადზორის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ექიმი-ეპიდემიოლოგი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკო აღშფოთებულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის განცხადებით.მისი თქმით, ოთხშაბათს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ რუსეთის „მინპრომტორგის“ ხელმძღვანელ დენის მანტუროვს გადასცა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო უცხოელებისთვის - მესამე ხარისხის ორდენი „დამსახურებისთვის“ – „საშუალო ჯვარი ვარსკვლავით“. ჩინოვნიკის სახით ბუდაპეშტმა რუსეთს მადლობა გადაუხადა. მიზეზი - ქვეყანისთვის რუსული ვაქცინის მიწოდება გახდა.„უნგრეთი - ევროპაა, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამიტომ ეფექტურობაზე სამედიცინო დეტალებს არ ჩავუღრმავდები და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი ვაქცინა „სპუტნიკ V“ უკეთესია, ვიდრე ევროპული ანალოგები. ესეც აღიარება. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ იქ ხდება, სადაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე ფიქრობს“, - აღნიშნა გენადი ონიშჩენკომ.მისივე თქმით, ინდოეთმა დაიწყო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ს წარმოება და ამ ქვეყნის არანაკლებ 100 მლნ მცხოვრებია აცრილი სწორედ რუსული ვაქცინით. „სპუტნიკ V“-ს ამზადებენ ასევე სამხრეთ კორეასა და არგენტინაში.ონიშჩენკოს აზრით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან - „ეს წმინდა წყლის პოლიტიკაა, უსაფუძვლო განცხადება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე“.რუსეთმა ვაქცინებით მოამარაგა ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიც: ყირგიზეთი, სომხეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდავეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. გარდა ამისა, ბელარუსსა და ყაზახეთში დაწყებულია „სპუტნიკ V“-ს ლიცენზირებული წარმოება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
https://sputnik-georgia.com/20210708/safrangeTSi-rusul-daCinur-vaqcinebze-uarisken-mouwodeben-252252766.html
https://sputnik-georgia.com/20210707/vaqcinebis-omi-rogor-ebrZvis-evropa-sputnik-v-s-252243768.html
https://sputnik-georgia.com/20210707/-Nature-Sputnik-V-rusuli-vaqcina-252242809.html
https://sputnik-georgia.com/20210618/ruseTSi-COVID-19-winaaRmdeg-saReWi-rezina-iqmneba-252062178.html
https://sputnik-georgia.com/20210617/sputnik-v-s-Semqmnelebi-induri-Stamis-sawinaaRmdego-preparats-qmnian-252053539.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244269_198:0:2339:1606_1920x0_80_0_0_2509a89d6a47677db1d136b58508f9e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები
ფული და პოლიტიკა: რატომ ისმის მოწოდებები, არ დაუშვან ევროკავშირში ვაქცინა „სპუტნიკ V“
22:14 09.07.2021 (განახლებულია: 13:18 28.08.2021) ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფალთა პოზიციას, არ აღიარონ რუსული ვაქცინები, არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასა და საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვასთან
საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქალაქეებმა მხოლოდ ის ვაქცინები უნდა მიიღონ, რომელთა ქმედუნარიანობაში ქვეყნის ხელისუფლება დარწმუნებულია, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კლემან ბონმა. „სხვა, კერძოდ, რუსულ და ჩინურ, ვაქცინებზე კი საფრანგეთი თავის პარტნიორებს ეუბნება: „ფრთხილად იყავით, უთხარით „არა“ ამ ვაქცინებს“, - აღნიშნა დიპლომატმა.
მან საბერძნეთიც კი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო ტურისტები, რომლებიც რუსული ვაქცინით - „სპუტნიკ V“-თი იყვნენ აცრილი. რა არის რუსული ვაქცინის მიმართ ასეთი დამოკიდებულების ნამდვილი მიზეზი - გაეცანით Sputnik-ის მიმოხილვაში.
„სპუტნიკ V-მ“ მთელი ქვეყანა გადაარჩინა
„ვირუსოლოგიის კუთხით თუ შევხედავთ, ასეთი განცხადება ჩვენი ვაქცინების მიმართ, სულ მცირე, არასწორია. მაგრამ მსგავსი გამონათქვამები უნდა შეაფასონ პოლიტოლოგებმა, მე კი პოლიტიკოსი არ ვარ. როგორც ვირუსოლოგს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ვაქცინა ნამდვილად არ არის დასავლურებზე ცუდი, ამიტომ ასეთი ბრალდებების ბიოლოგიური სამედიცინო საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა „სპუტნიკ V“-ს ერთ-ერთმა შემქმნელმა, გამალეის სახ. ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის პროფესორმა ანატოლი ალშტეინმა.
მისი თქმით, თუ საკითხს მეცნიერულად მივუდგებით, რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ყველა მახასიათებლით ჰგავს ევროკავშირში ფართოდ გამოყენებულ AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს. „მაგრამ, მგონია, ჩვენი ვაქცინა უკეთესია“, - განაცხადა ვირუსოლოგმა.
მაისში რუსეთში მოიწონეს ერთდოზიანი ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“, რომლის ეფექტურობის დონე სიმპტომატური კოვიდის თავიდან აცილების კუთხით, როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, 79,4%-ს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში იწერებოდა, რომ არგენტინის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ ლაითის“ კლინიკური ცდები ჩაატარა 60-დან 79 წლამდე 40 ათასი ვაქცინირებული და 146 ათასი არავაქცინირებული ადამიანის მონაწილეობით. ცდების შედეგები ჯერ ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ვაქცინის ერთი დოზა ამცირებს სიმპტომატური ინფექციის რისკს 78,6%-ით, ჰოსპიტალში მოხვედრის რისკს - 87,6%-ით, გარდაცვალების რისკს - 84,7%-ით.
თუმცა, როგორც ანატოლი ალშტეინი ამბობს, „ეს მონაცემები კი არ მარწმუნებს „სპუტნიკის“ ეფექტურობაში, არამედ არსებობს ასეთი პატარა ევროპული სახელმწიფო სან-მარინო (ყველა მხრიდან იტალია ესაზღვრება, სადაც ურთულესი ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო, - რედ.), სადაც 35 ათასი მოსახლიდან რუსული ვაქცინით - „სპუტნიკ V“-თი აიცრა 30 ათასი ადამიანი და მხოლოდ ამის წყალობით დამარცხდა ამ სახელმწიფოში ეპიდემია“.
რუსული ვაქცინა, როგორც წითელი ტილო
იმავე ჟურნალ Nature-ში „სპუტნიკ V“-ზე ეწერა, რომ „რუსეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შემოსული სულ უფრო მეტი მონაცემი იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“.
„ჩვენი ვაქცინის ეფექტურობა მაღალია, არანაკლები, ვიდრე სხვა საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინებისა. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ ჩინური ვაქცინების გამოყენებამ სეიშელის კუნძულებზე განსაკუთრებული შედეგი ვერ გამოიღო. ისევე როგორც არაბთა საემიროებში“, - აღნიშნა ანატოლი ალშტეინმა.
ინფექციონისტი, სამედიცინო ცენტრ „ლიდერ-მედიცინის“ მთავარი ექიმი ევგენი ტიმაკოვი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კლემან ბონის განცხადება - „წმინდა წყლის ბიზნესია“.
„ვინაიდან ევროკავშირში არ სჭირდებათ კონკურენტი ვაქცინები. წმინდად ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ვიდრე ევროპაში არ აიცრება მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ვიდრე ვაქცინების ბაზარზე მოთხოვნილება არსებობს, რასაკვირველია, იქნება ის ვაქცინები, რომლებზეც ეს ბაზარი დგას. ჯანმოს სპონსორი და Pfizer-ის მწარმოებლები, მაგალითად, ერთი და იგივე ადამიანები არიან. მათთვის ხელსაყრელი არ არის, რომ ევროპაში იყოს კონკურენტი“, - აღნიშნა ევგენი ტიმაკოვმა.
რუსული დასავლური ვაქცინების შედარებისას მან აღნიშნა, რომ ყველა არსებულ ვაქცინას ანალოგიური პლატფორმა აქვს. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ იდენტური ვაქცინები სხვადასხვა ქვეყანაში ეფექტურობისა და უსაფრთხოების მიხედვით მსგავსია.
„რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ – AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის კომპანიების ვაქცინების ანალოგიურია, „ეპივაკკორონას“ ანალოგი არ მოეპოვება, „კოვივაკის“ შედარება შეიძლება ჩინურ „სინოფარმთან“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ მხოლოდ ერთი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ და მისი ერთკომპონენტიანი ანალოგი „სპუტნიკ ლაითი“ მოხვდა, აღნიშნა ანატოლი ალშტეინმა. მისი სიტყვებით, „ეპივაკკორონამ“ და „კოვივაკმა“ ვერ გაიარეს კლინიკური ცდების მესამე ფაზა, ამიტომ ისინი ჯერ მხოლოდ შიდა რუსული პრეპარატებია. თუმცა ევროპაში ერთი რუსული ვაქცინაც ბევრ არასამეცნიერო პრეტენზიას იწვევს.
„როსპოტრებნადზორის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ექიმი-ეპიდემიოლოგი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკო აღშფოთებულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის განცხადებით.
მისი თქმით, ოთხშაბათს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ რუსეთის „მინპრომტორგის“ ხელმძღვანელ დენის მანტუროვს გადასცა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო უცხოელებისთვის - მესამე ხარისხის ორდენი „დამსახურებისთვის“ – „საშუალო ჯვარი ვარსკვლავით“. ჩინოვნიკის სახით ბუდაპეშტმა რუსეთს მადლობა გადაუხადა. მიზეზი - ქვეყანისთვის რუსული ვაქცინის მიწოდება გახდა.
„უნგრეთი - ევროპაა, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამიტომ ეფექტურობაზე სამედიცინო დეტალებს არ ჩავუღრმავდები და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი ვაქცინა „სპუტნიკ V“ უკეთესია, ვიდრე ევროპული ანალოგები. ესეც აღიარება. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ იქ ხდება, სადაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე ფიქრობს“, - აღნიშნა გენადი ონიშჩენკომ.
მისივე თქმით, ინდოეთმა დაიწყო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ს წარმოება და ამ ქვეყნის არანაკლებ 100 მლნ მცხოვრებია აცრილი სწორედ რუსული ვაქცინით. „სპუტნიკ V“-ს ამზადებენ ასევე სამხრეთ კორეასა და არგენტინაში.
ონიშჩენკოს აზრით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან - „ეს წმინდა წყლის პოლიტიკაა, უსაფუძვლო განცხადება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე“.
რუსეთმა ვაქცინებით მოამარაგა ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიც: ყირგიზეთი, სომხეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდავეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. გარდა ამისა, ბელარუსსა და ყაზახეთში დაწყებულია „სპუტნიკ V“-ს ლიცენზირებული წარმოება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!