https://sputnik-georgia.com/20210708/rogor-moviSoroT-pigmenturi-laqebi-kanidan-252251768.html
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები კანიდან – მარტივი, ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები კანიდან – მარტივი, ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი
Sputnik საქართველო
ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქების მოშორება უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ, რომელიც სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება. 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T11:52+0400
2021-07-08T11:52+0400
2023-07-21T10:26+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/34/239983417_0:177:1920:1262_1920x0_80_0_0_96e61d9dec17daccc9f5d35114611996.jpg
ამერიკელმა ექიმმა დუგ ვილენმა აღმოაჩინა ბუნებრივი და მარტივი, ძლიერი საშუალება, რომელიც პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. პიგმენტური ლაქები, ძირითადად, ჩნდება ხელებზე, დეკოლტეზე, სახესა და მხრებზე.თმის მოვლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგო სამკურნალო შინაური საშუალებები>>ეს პრობლემა მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემა არაა. ახალგაზრდებიც ხშირად დაუცველი არიან, განსაკუთრებით მზის ზემოქმედებისას. თუ ლაქები სწრაფად იზრდება, წითლდება, სისხლდენით ან ქავილით აღინიშნება, მუქი ფერით გამოირჩევა, უნდა მიმართოთ ექიმს.თუ ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, მისი მოშორება მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შემდგარი უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ. ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ლაზერული თერაპია, მათეთრებელი კრემები ან ქიმიური პილინგი, თან ქიმიურ და ქირურგიულ პროცედურებს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს.ამგვარად, დაგჭირდებათ ორი ინგრედიენტი – ხახვის წვენი და ვაშლის ძმარი. ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ვაშლის ძმარში კი არის ალფა–ჰიდროქსიმჟავები, რომლებიც ანადგურებს კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ფენის წარმოქმნას.დაგჭირდებათ:მომზადების წესი:ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ ყოველდღე, საღამოს, სანამ ლაქები არ გაქრება (კურსი – მინიმუმ შვიდი დღე). ამ მასის შენახვა შეგვიძლია მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში (ინახება დაახლოებით 20 დღე).რა საოცრებებს ახდენს სოდა - ის, რაც აქამდე არ ვიცოდით>>გაითვალისწინეთ: სანამ ლაქებზე წაისვამთ მიღებულ მასას, მანამდე დაახლოებით სამი წუთი კანის პატარა მონაკვეთზე წაისვით და დააკვირდით – თუ ალერგიული რეაქცია შენიშნეთ, მაშინ აღარ გამოიყენოთ.
https://sputnik-georgia.com/20171018/rogor-moviSoroT-papilomebi-saxlis-pirobebSi-237777541.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/34/239983417_0:116:1920:1323_1920x0_80_0_0_823d86b37a98192b072cdcd32b6d171f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები კანიდან – მარტივი, ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი
11:52 08.07.2021 (განახლებულია: 10:26 21.07.2023) ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქების მოშორება უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ, რომელიც სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება.
ამერიკელმა ექიმმა დუგ ვილენმა აღმოაჩინა ბუნებრივი და მარტივი, ძლიერი საშუალება, რომელიც პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. პიგმენტური ლაქები, ძირითადად, ჩნდება ხელებზე, დეკოლტეზე, სახესა და მხრებზე.
ეს პრობლემა მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემა არაა. ახალგაზრდებიც ხშირად დაუცველი არიან, განსაკუთრებით მზის ზემოქმედებისას. თუ ლაქები სწრაფად იზრდება, წითლდება, სისხლდენით ან ქავილით აღინიშნება, მუქი ფერით გამოირჩევა, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, მისი მოშორება მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შემდგარი უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ. ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ლაზერული თერაპია, მათეთრებელი კრემები ან ქიმიური პილინგი, თან ქიმიურ და ქირურგიულ პროცედურებს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს.
ამგვარად, დაგჭირდებათ ორი ინგრედიენტი –
ხახვის წვენი და
ვაშლის ძმარი.
ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ვაშლის ძმარში კი არის ალფა–ჰიდროქსიმჟავები, რომლებიც ანადგურებს კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ფენის წარმოქმნას.
- 1 ხახვი
- დაახლოებით 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი (ხახვი და ძმარი დაახლოებით თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს).
- გავფცქვნათ ხახვი, გავრეცხოთ
- გავთქვიფოთ ბლენდერში, უნდა მივიღოთ ფაფისებური მასა
- დავამატოთ ვაშლის ძმარი
- დავიდოთ ლაქებზე ბამბის ტამპონით
- გავიჩეროთ 30 წუთი
- დავიბანოთ ცივი წყლით
ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ ყოველდღე, საღამოს, სანამ ლაქები არ გაქრება (კურსი – მინიმუმ შვიდი დღე).
ამ მასის შენახვა შეგვიძლია მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში (ინახება დაახლოებით 20 დღე).
გაითვალისწინეთ: სანამ ლაქებზე წაისვამთ მიღებულ მასას, მანამდე დაახლოებით სამი წუთი კანის პატარა მონაკვეთზე წაისვით და დააკვირდით – თუ ალერგიული რეაქცია შენიშნეთ, მაშინ აღარ გამოიყენოთ.