20:07 19 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7728
  • 100 RUB4.1220
  • USD3.2186
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები -2018 (202)
9459134

ბევრს გსმენიათ ალბათ სოდის უნივერსალურობის შესახებ. მას ადამიანები ყველაფრისთვის იყენებენ - კოსმეტიკური საშუალებიდან დაწყებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებით დამთავრებული.

გარდა ამისა, სოდა წმენდს და ათეთრებს ტანსაცმელს, იწოვს სუნს, წმენდს სხვადასხვა ზედაპირს. მაგრამ ცოტას თუ სმენია, კიდევ რა საოცრებების მოხდენა შეუძლია სოდას…

ათეთრებს კბილებს

სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნაერთი ეფექტურად ათეთრებს კბილებს, მაგრამ არ გამოიყენოთ ეს საშუალება ხშირად, რადგან შეიძლება დააზიანოს კბილების მინანქარი — საკმარისია კვირაში ერთხელ.

აქრობს გამონაყარს

საჭმლის სოდა ფერიმჭამელებისა და მუწუკების წინააღმდეგ ბუნებრივი საშუალებაა. უბრალოდ, შეურიეთ ის წყალს, მოამზადეთ პასტა, დაიდეთ დაზიანებულ კანზე, დააცადეთ შეშრობა და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

არბილებს კანს

სოდა თქვენს კანს რბილსა და სასიამოვნოს გახდის. შეურიეთ ის საპონსა და წყალს და დაიდეთ ხელებზე, შემდეგ, როცა გაშრება, დაიბანეთ თბილი წყლით. ეს საშუალება ატენიანებს კანს და აქრობს უსიამოვნო სუნს.

აქრობს სხეულის უსიამოვნო სუნს

აავსეთ აბაზანა წყლით და დაუმატეთ ერთი ჭიქა სოდა. მიიღეთ აბაზანა კვირაში ორჯერ. ეს გააქრობს ბაქტერიებს კანიდან და სხეულს უსიამოვნო სუნს მოაშორებს.

აქრობს პირის ღრუს უსიამოვნო სუნს

პირიდან ცუდი სუნის დროს სცადეთ სოდა. ერთ ჩაის ჭიქა წყალში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და კარგად აურიეთ, შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში. სოდიანი წყალი გააქრობს ბაქტერიებს და შესაბამისად — უსიამოვნო სუნს.

წმენდს ფრჩხილებს

შეურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალი შეფარდებით 3:1, შემდეგ წაისვით ფრჩხილებზე. ეს მშვენივრად გაწმენდს თქვენს ფრჩხილებს.

ასუფთავებს თმასა და თავის კანს

შამპუნები და კონდიციონერები არასდროს მუშაობს ისე, როგორ რეკლამასაც უწევენ. მათ თმისა და თავის კანის სერიოზული დაზიანება შეუძლიათ. სოდა კი მშვენიერი საშუალებაა, რომ ყოველგვარი რისკის გარეშე გაისუფთავოთ თმა და თავის კანი, გააუმჯობესოთ თმის ხარისხი. ოღონდ გაითვალისწინეთ — ამისთვის სოდა გამოიყენეთ თვეში ერთხელ.

აქრობს მოჭარბებულ ოფლს

სოდა შესანიშნავი ბუნებრივი დეზოდორანტია. შეურიეთ ის თქვენს საყვარელ ეთერზეთს და წაისვით იღლიებში. ის გააქრობს ბაქტერიებსა და ოფლის სუნს რამდენიმე საათის განმავლობაში.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები -2018 (202)

მთავარი თემები