სტევია – ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი

გამოწერა
პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას არ აწუხებს გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს.

სტევია (ლათინურად Stévia) თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა. ის ასტრასებრთა, ან რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, აქვს დაახლოებით 260 ბალახისა და ბუჩქის სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

სტევია პირველად მე–16 საუკუნეში გამოიკვლია ექიმმა და ბოტანიკოსმა სტევუსმა (ლათ. Petrus Jacobus Stevus, ესპ. Pedro Jaime Esteve), რომელიც ვალენსიის უნივერსიტეტში მუშაობდა. სწორედ მისი გვარიდან მიიღო დასახელება ამ მცენარემ.

CC BY 2.0 / Flickr/ FarOutFlora / Stevia rebaudianaსტევია ყვავილობისას
სტევია ყვავილობისას - Sputnik საქართველო
სტევია ყვავილობისას

თანამედროვე ბრაზილიისა და პარაგვაის ტერიტორიაზე გუარანის ტომის ინდიელები ასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ სტევიის ზოგიერთ სახეობას საკვებში, განსაკუთრებით Stevia rebaudiana–ს, რომელსაც ka’a he'ê–ს, ანუ ტკბილ ბალახს  ეძახდნენ და გარდა საკვების დატკბობისა, სხვადასხვა დაავადების, მათ შორის გულძმარვის სამკურნალოდ იყენებდნენ.

1931 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა ბრიდელმა და ლავიემ სტევიიდან გამოყვეს გლიკოზიდები, რომლებიც მცენარეს ტკბილ გემოს აძლევენ. ექსტრაქტები, რომლებსაც ეწოდა სტევიოზიდები (steviosides) და რებაუდიოზიდები (rebaudiosides), საქაროზაზე 250–300–ჯერ უფრო ტბილი აღმოჩნდა. ის არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე და, ამდენად, დიაბეტით დაავადებულებისთვის მისი მიღება რეკომენდებულია.

ტესტი დიაბეტზე - Sputnik საქართველო
დაავადებებთან ბრძოლა ხალხური მეთოდებით: დიაბეტი

სტევია განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. მეცნიერებმა მასზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დაბალნახშირწყლოვანი და დაბალშაქრიანი დიეტების მოთხოვნილებასთან დაკავშირებით. 

ცნობილია, რომ შაქარი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი წამიერად შთანთქავს, ხოლო ზედმეტს – ცხიმებად აქცევს და ადამიანის სიმსუქნესა და გაცხიმოვნებას იწვევს. დანიელმა დიეტოლოგებმა შაქარი უკვე დიდი ხანია „მსუბუქი“ ნარკოტიკების რიგს მიაკუთვნეს, რადგან აქვს ორმაგი ეფექტი: ა) ტკბილი გემო ენდორფინების (სიხარულის ჰორმონები) გამომუშავებას ასტიმულირებს; ბ) შაქარი ორგანიზმის სისტემაში იმგვარად „ეწყობა“, რომ მისი მოხმარების მეტ სურვილს იწვევს. თან, შაქარი სოკოებისა და პარაზიტების „საყვარელი“ საკვები გარემოა.

საქართველოში სტევია ახლა იხვეჭს პოპულარობას, მაგრამ შაქრის შემცვლელის სახით ფართოდ გამოიყენება იაპონიაში, აშშ-სა და კანადაში მას საკვების დანამატის სახით ხმარობენ.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ CIAT / NP Stevia1სტევია
სტევია - Sputnik საქართველო
სტევია

1970-იანი წლების დასაწყისში იაპონელებმა დაიწყეს სტევიას კულტივირება, როგორც ხელოვნური დამატკბობლების – ციკლამატისა და საქარინის ალტერნატივის. სტევიის კომერციული გამოყენება იაპონიაში 1977 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას იყენებენ სასურსათო პროდუქტებში, უალკოჰოლო სასმელებში. სტევიის მთელი ბაზრის 40% სწორედ იაპონიაზე მოდის.

ამჟამად სტევია მოჰყავთ და კვების პროდუქტებში აქტიურად იყენებენ აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ჩინეთში, კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და მალაიზიაში, ასევე სენ–კიტსისა და ნევისში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, ისრაელში, უკრაინაში და რუსეთის სამხრეთით.

სტევიის (Stevia rebaudiana) ღეროს სიმაღლე 60–დან 100 სანტიმეტრამდე მერყეობს. მასზე განთავსებულია პატარა მრავალრიცხოვანი ფოთლები. თითოეული ბუჩქი 600–დან 1200–მდე ფოთოლს იძლევა.

ფისტა - Sputnik საქართველო
ფსტა (ფისტა) დიაბეტის წინააღმდეგ

ამ მცენარის მთავარი სიტკბო სწორედ ფოთოლშია თავმოყრილი – 10–15-ჯერ მეტი სიტკბო, ვიდრე საქაროზაში. ეს აიხსნება იმ ნივთიერებებით, რომლებიც არის მხოლოდ ამ მცენარეში და არსად სხვაგან. ესენია დიტერპენული გლიკოზიდები, რომელთაგან მთავარია სტევიოზიდები და რებაუდიოზიდები. სტევიისგან მიღებული ტკბილის შეგრძნება ნელა დგება, მაგრამ უფრო დიდხანს გრძელდება. ამასთან სტევიის ტკბილ ნივთიერებებს პრაქტიკულად ნულოვანი კალორიულობა აქვს. 

სტევიის უპირატესობებია:

150–300–ჯერ მეტად ტკბილია შაქარზე;

აქვს პრაქტიკულად ნულოვანი კალორიულობა. მაგალითად, 100 გრამ შაქარში 387 კ/კალორიაა, ხოლო 100 გრამ სტევიაში (მშრალ ბალახში) – 18 კ/კალორია, ანუ 21,5-ჯერ ნაკლები. მშრალ ექსტრაქტში – დაახლოებით 0 კ/კალორია;

100%-ით ნატურალური პროდუქტია;

შაქრისგან განსხვავებით, არ წარმოადგენს ბაქტერიებისა და პარაზიტების საკვებს, არამედ პირიქით, გამოირჩევა სოკოსა და ბაქტერიების საწინააღმდეგო აქტიურობით;

არ იწვევს ინსულინის აქტიურ გამოყოფას, რადგან არ ცვლის სისხლში გლუკოზის დონეს, პირიქით, მის ნორმალიზებას უწყობს ხელს;

არ ვნებს ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას (ამაზე მეტყველებს გუარინის ტომის ათასწლოვანი პრაქტიკა, ასევე იაპონიაში ჩატარებული ძალზე სერიოზული კვლევები);

კარგად იხსნება წყალში;

მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და ტუტეების მიმართ, რაც კულინარიაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა;

დაბალი დოზირება, რადგან სიტკბოს მაღალი კოეფიციენტი აქვს.

CC BY 2.0 / Flickr/ Mike Mozart / Steviaსტევია - ბუნებრივი დამატკბობელი საშუალება
სტევია - ბუნებრივი დამატკბობელი საშუალება - Sputnik საქართველო
სტევია - ბუნებრივი დამატკბობელი საშუალება

საპონინების შემცველობის წყალობით სტევიას ასევე აქვს ჰომეოპათიური მოქმედება, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, რაც თავის მხრივ ყველა ჯირკვლის სეკრეციას აძლიერებს. აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება, აუმჯობესებს მდგომარეობას კანის დაავადებების დროს, ასევე აქვს ეფექტი რევმატიზმის დროს; კარგია შეშუპებისას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს ორგანიზმში სხვა სასარგებლო ნივთიერებების უკეთ ათვისებას. 

პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ პარაგვაის მოსახლეობას არ აწუხებს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს. 

სტევია:

  • ამცირებს სისხლში შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს;
  • აუმჯობესებს, აღადგენს ქსოვილებს, უჯრედებს;
  • სტევიას აქვს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს კიბოს უჯრედების განვითარებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  • ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაგრებას, არტერიული წნევის ნორმალიზებას;
  • დადებითად მოქმედებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე;
  • ახორცებს წყლულებს კუჭსა და ნაწლავებში;
  • აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ებრძვის ჭარბწონიანობის, შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტის, ათეროსკლეროზის განვითარებას;
  • სტევიოზიდის გამოყენებით მცირდება მიდრეკილება ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ;
  • ებრძვის პარაზიტების განვითარებას;
  • აჩერებს კარიესის განვითარებას;
  • შესანიშნავი საშუალებაა ბრონქიტის წინააღმდეგ;
  • აუმჯობესებს თმის, კანის, ფრჩხილების მდგომარეობას;
  • ამაღლებს იმუნურ სისტემას;
  • წონაში დაკლებაში ეხმარება.
ტკბილეული - Sputnik საქართველო
უგემრიელესი დესერტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის

სტევიასთან დაკავშირებით არსებობდა მეცნიერების მოსაზრებები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მან, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს, თუმცა, საბოლოოდ, სტევიის ნეგატიური ზემოქმედება არ დამტკიცდა.

სტევია საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში უკრაინიდან შემოვიდა. მისი შემოტანისა და საქართველოში გავრცელების შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ანასეულის სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვალერიან ცანავამ განაცხადა, რომ ინსტიტუტი განაგრძობს ამ უნიკალურ მცენარეზე მუშაობას და მას რამდენიმე მეცნიერი იკვლევს. მისი განცხადებით, ინსტიტუტის „დანგრეულ და გაყინულ“ ლაბორატორიაში უმარტივესი მეთოდით სტევიისგან სტევიოზიდის სუფთა კონცენტრატი მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ სტევიას მოაშორეს სპეციფიკური გემო და მიიღეს აბსოლუტურად ტკბილი, უვნებელი შაქარი მაშინ, როდესაც ამისთვის უცხოეთში მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ.  

ცანავას თქმით, სტევია ამჟამად მოჰყავთ ლანჩხუთში, სადაც სტევიის ნაკვეთი გააკეთეს და ანასეულის ინსტიტუტში. მეცნიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ამ კულტურის ათვისება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და მისი საექსპორტოდ გამოყენებაც შეიძლება. 

შარშან სტევია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული განვითარების ცენტრის სანერგე მეურნეობის ფართობზეც დარგეს. 

ყველა ახალი ამბავი
0