პაპილომების მოშორების მრავალი ხერხი არსებობს, მათ შორის ზოგიერთი შესაძლებელია სახლის პირობებშიც გამოვიყენოთ.
ლიმონის წვენი
ბამბის ქულა დაასველეთ ლიმონის წვენში და დაიდეთ პაპილომაზე. ტამპონი დაიმაგრეთ ლეიკოპლასტით.
ფრჩხილის ლაკი
წაისვით პაპილომაზე ფრჩხილის ლაკი და აცადეთ გაშრობა. ეს პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმე დღე ზედიზედ, დღეში ერთხელ.
სოდა + ზეითუნის ზეთი
აურიეთ ერთმანეთს 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა დაიდეთ პაპილომაზე, გაიჩერეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ თბილის წყლით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ.
ვაშლის ძმარი
ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ვაშლის ძმარს მიიჩნევენ. პროცედურის წინ კანის სათანადო მონაკვეთი კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ. დაასველეთ ბამბის ტამპონი ვაშლის ძმარში და პაპილომაზე ლეიკოპლასტით დაიმაგრეთ. ტამპონი გამოიცვალეთ დღეში სამჯერ.
ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთი ასევე კარგი საშუალებაა პაპილომების მოსაშორებლად. ცივი წყლის 4-5 წვეთი შეურიეთ ჩაის ხის ზეთის 2-3 წვეთს. ეს ხსნარი დაიდეთ ყოველდღე, დღეში სამჯერ სუფთა, დაზიანებულ კანზე ერთი თვის განმავლობაში.
პაპილომების მოშორების ხალხური საშუალებები სწრაფ შედეგს არ იძლევა, მაგრამ ეფექტურია. პროცედურების დაწყების წინ ჯობს კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.